საქალაქო ტრანსპორტი
(ახალი გვერდი: '''საქალაქო ტრანსპორტი''' – სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის კო...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ტრანსპორტი საქალაქო“ გადაიტანა გვერდზე „საქალაქო ტრანსპორტი“ ...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 01:36, 18 მარტი 2022 მდგომარეობით
საქალაქო ტრანსპორტი – სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის კომპლექსი (ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი, სამარშრუტო მიკროავტობუსი, მეტროპოლიტენი, საბაგირო გზა და სხვ.), რომელსაც გადაჰყავს მოსახლეობა და გადააქვს ტვირთი ქალაქის ტერიტორიაზე და უახლოეს საგარეუბნო ზონებში, ასევე ასრულებს ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებს. საქალაქო ტრანსპორტი მოიცავს: სატრანსპორტო საშუალებებს (მოძრავი შემადგენლობა); საგზაო მოწყობილობებს (ლიანდაგის გზებს, გვირაბებს, ესტაკადებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სადგურებს, გაჩერებებს); ნავმისადგომებსა და ნავსადგურებს; ენერგომომარაგების საშუალებებს (საწევ ელექტროსადგურებს, საკაბელო და საკონტაქტო ქსელებს, გამწყობ სადგურებს; სარემონტო სახელოსნოებს, ქარხნებს, დეპოს, ფარეხებს, ტექნიკური მომსახურების სადგურებს; მანქანების გამშვებ პუნქტებს; ხაზოვან მოწყობილობებს (კავშირი, სიგნალიზაცია, ბლოკირება); სადისპეტჩერო სამმართველოს.