კერესელიძე ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Ivane kereselidze.JPG|thumb|ივანე კერესელიძე]]
+
[[ფაილი:Ivane kereselidze.png|thumb|150პქ|ივანე კერესელიძე]]
'''კერესელიძე ივანე''' (1829 − 1892), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი.  დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1850 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. 1851 წელს [[სამეგრელო]]ს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ-მასწავლებლად. 1852 წლიდან დაიწყო საგამომცემლო მოღვაწეობა. 1854 წლიდან მეთაურობდა ქართულ დრამატულ დასს. 1857 წლის იანვარში აღადგინა და გამოსცა ჟურნალი „ცისკარი”, რომელსაც ხელმძღვანელობდა 18 წელი. 1862 წელს დააარსა გაზეთი „გუთნის დედა”, 1887 წლიდან უშვებდა გაზეთ „ცისკარს”. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1851 წელს, გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკში”, შემდეგ იბეჭდებოდა „დროებაში”, „იმედში”, „ივერიაში” და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი” და „ჩემო თვალის სინათლევ” პოპულარულ სიმღერებად იქცა. 1855 წელს ცალკე წიგნად გამოსცა პოემები, 1859 წელს — ლექსთა პირველი კრებული.
+
'''კერესელიძე ივანე''' (1829–1892) პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.  
  
 +
სწავლობდა [[თბილისი|თბილისის]] სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ — კეთილშობილთა გიმნაზიაში (1843-50). დაახლოებული იყო თავისი დროის მოწინავე ადამიანებთან ([[ბარათაშვილი ნიკოლოზ|ნ. ბარათაშვილთან]], [[ორბელიანი გრიგოლ|გ. ორბელიანთან]], [[ყიფიანი დიმიტრი|დ. ყიფიანთან]]). გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მიიწვიეს დ. დადიანისა და ე. ჭავჭავაძის სასახლეში. აქ გატარებულმა წლებმა დიდი როლი შეასრულეს მისი საზოგადოებრივ–ლიტერატურული ინტერესების ჩამოყალიბებაში.
  
::: '''სიმღერა'''
+
==== მოღვაწეობა ====
 +
ი. კერესელიძე ეწეოდა მრავალმხრივ მოღვაწეობას: წერდა ლექსებს, მოთხრობებს, [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებს]], კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს, გამოკვლევებს, თარგმნიდა მეცნიერულსა და მხატვრულ თხზულებებს (მისი ნაწერები ქვეყნდებოდა „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“, „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]ში“, „მწყემსში“); ბეჭდავდა წიგნებს და სათავეში ედგა სხვადასხვა საზოგადოებრივ-საქველმოქმედო წამოწყებას. 1854 წლიდან მეთაურობდა ქართულ დრამატულ [[დასი|დასს]]. 1857 წ. აღადგინა და გამოსცა „ცისკარი“, რომელსაც 1875 წლამდე რედაქტორობდა; დააარსა და ხელმძღვანელობდა სამეურნეო–აგრონომიულ გაზეთებს: „გუთნის დედას“ (1861–72) და „ცისკარს“ (1887).
  
::შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი,
+
ი. კერესელიძემ ახალი თემები შემოიტანა ქართულ პოეზიაში და ხელი შეუწყო მოქალაქეობრივი მოტივების განმტკიცებას. მისი მამხილებელი ლექსები იმდროინდელი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო [[პოემა]] „მწყემსის სიყვარული“ (1855) მხატვრულად ასახავდა გლეხთა ცხოვრებას და კიცხავდა ბატონყმობის იდეურ-ზნეობრივ საფუძვლებს. მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი. მრავლად აქვს სატრფიალო ლირიკის ნიმუშები. ი. კერესელიძის ლექსები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ზოგი მათგანი („ორთა თვალის სინათლევ“, „ქართული სიმღერა“) დღესაც იმღერება. პროზაული თხზულებებიდან საყურადღებოა „მგზავრის წერილები“ (1857-71), რომელშიც მხატვრულად არის აღწერილი [[საქართველო]]ს სხვადასხვა კუთხის ყოფა, კულტურა, მეურნეობა, ისტორიული ნაშთები, ბუნება. აქტუალობითა და პოლიტიკური სიმახვილით გამოირჩევა მის მიერ „ცისკარში“ დაბეჭდილი „სალაყბო ფურცლები“. თანადროულობას ეხმაურებოდა კერესელიძის დრამატული ნაწარმოებები: „აქტიორი“, „მარჩიელობა“, „ტფილისში“, „სადგურის ზედამხედველი“, „დაღესტნის ტყვეები“, კომედიები: „სიქსტი მეხუთე“, „ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასა…“, „ცოლები და ქმრები“ (1860).
::დაჰკა გრძნობით დაირასა,
+
 
::თუ ხარ საქართველოს შვილი,
+
==== გამოცემები ====
::ნუ მომაკლებ მაგ ტკბილ ხმასა!
+
ი. კერესელიძემ გამოსცა სახელმძღვანელოები: „საკითხავი წიგნი ახალმოსწავლეთა ყრმათათვის“ (1855), „ანბანი ახალმოსწავლეთა ყრმათა“ (1856). თარგმნილი აქვს მაკოლეის „ვირგინია“, [[შილერი ფრიდრიხ|შილერის]] „მოგზაური“, „პატიმარი“, ბორნის „რკინის გრაფი“, ბულვერ-ლიტონის „ევგენი არაბი“, ტურის „კატაკომბი“, დერჟავინის „ამაოება“, კრილოის „ვირი და ბულბული“, [[პუშკინი ალექსანდრე|პუშკინი]]ს „შევალ ხალხიანს თუ რომ ტაძარში“, კოლცოვის „გლეხკაცო, ძმაო, რას გძინავს“. სოლოგუბის „ალავერდი“, „ღამე დუქანში“, სლეპცოვის „ბალნიცის სცენები“.
::მაგა ხმამან სანეტარომ
+
 
::მომიტანა მწუხარება,
+
ი. კერესელიძე წერდა ხალხური, სასაუბრო ენით და ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრების ერთ-ერთი პირველი ენთუზიასტი იყო.  
::მასში ისმის სევდიანი
+
 
::ჩემი ქვეყნის მდგომარება.
+
 
::მამა-პაპათ ეგ მაგონებს,
+
==თხზულებანი==
::ეგ მიწყლულებს ტანჯულ გულსა,
+
* ნაოხარი სოფელი, 1855; ლექსები, 1958.
::ეგ არის, რომ წარმომიდგენს
+
 
::ჩემს სამშობლოს დაჩაგრულსა
+
==ლიტერატურა==
::ტურფავ, დაჰკა, დაჰკა გრძნობით!
+
* ზ. ჭიჭინაძე, ივ. კერესელიძე, ტფ., 1902;
::შემოსძახე ქართველურად;
+
* ა. კალანდაძე, ივანე კერესელიძე, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, 1959.  
::დაჰკა, მაგ ხმას მსურს დავაკლა
+
::მსხვერპლად თავი ჩემი სრულად.
+
::შენმა მღერამ დამაღრუბლა,
+
::მომიმატა მწუხარება.
+
::მასში ისმის სევდიანი
+
::ჩემი ქვეყნის მდგომარება.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
+
 
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი კრიტიკოსები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]]
 
[[კატეგორია:კერესელიძეები]]
 
[[კატეგორია:კერესელიძეები]]

მიმდინარე ცვლილება 10:23, 30 ივლისი 2025 მდგომარეობით

ივანე კერესელიძე

კერესელიძე ივანე (1829–1892) — პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ — კეთილშობილთა გიმნაზიაში (1843-50). დაახლოებული იყო თავისი დროის მოწინავე ადამიანებთან (ნ. ბარათაშვილთან, გ. ორბელიანთან, დ. ყიფიანთან). გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მიიწვიეს დ. დადიანისა და ე. ჭავჭავაძის სასახლეში. აქ გატარებულმა წლებმა დიდი როლი შეასრულეს მისი საზოგადოებრივ–ლიტერატურული ინტერესების ჩამოყალიბებაში.

სარჩევი

[რედაქტირება] მოღვაწეობა

ი. კერესელიძე ეწეოდა მრავალმხრივ მოღვაწეობას: წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს, გამოკვლევებს, თარგმნიდა მეცნიერულსა და მხატვრულ თხზულებებს (მისი ნაწერები ქვეყნდებოდა „ცისკარში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „მწყემსში“); ბეჭდავდა წიგნებს და სათავეში ედგა სხვადასხვა საზოგადოებრივ-საქველმოქმედო წამოწყებას. 1854 წლიდან მეთაურობდა ქართულ დრამატულ დასს. 1857 წ. აღადგინა და გამოსცა „ცისკარი“, რომელსაც 1875 წლამდე რედაქტორობდა; დააარსა და ხელმძღვანელობდა სამეურნეო–აგრონომიულ გაზეთებს: „გუთნის დედას“ (1861–72) და „ცისკარს“ (1887).

ი. კერესელიძემ ახალი თემები შემოიტანა ქართულ პოეზიაში და ხელი შეუწყო მოქალაქეობრივი მოტივების განმტკიცებას. მისი მამხილებელი ლექსები იმდროინდელი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო პოემა „მწყემსის სიყვარული“ (1855) მხატვრულად ასახავდა გლეხთა ცხოვრებას და კიცხავდა ბატონყმობის იდეურ-ზნეობრივ საფუძვლებს. მისი პოეზიის მთავარი მოტივია პატრიოტიზმი. მრავლად აქვს სატრფიალო ლირიკის ნიმუშები. ი. კერესელიძის ლექსები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ზოგი მათგანი („ორთა თვალის სინათლევ“, „ქართული სიმღერა“) დღესაც იმღერება. პროზაული თხზულებებიდან საყურადღებოა „მგზავრის წერილები“ (1857-71), რომელშიც მხატვრულად არის აღწერილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყოფა, კულტურა, მეურნეობა, ისტორიული ნაშთები, ბუნება. აქტუალობითა და პოლიტიკური სიმახვილით გამოირჩევა მის მიერ „ცისკარში“ დაბეჭდილი „სალაყბო ფურცლები“. თანადროულობას ეხმაურებოდა კერესელიძის დრამატული ნაწარმოებები: „აქტიორი“, „მარჩიელობა“, „ტფილისში“, „სადგურის ზედამხედველი“, „დაღესტნის ტყვეები“, კომედიები: „სიქსტი მეხუთე“, „ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასა…“, „ცოლები და ქმრები“ (1860).

[რედაქტირება] გამოცემები

ი. კერესელიძემ გამოსცა სახელმძღვანელოები: „საკითხავი წიგნი ახალმოსწავლეთა ყრმათათვის“ (1855), „ანბანი ახალმოსწავლეთა ყრმათა“ (1856). თარგმნილი აქვს მაკოლეის „ვირგინია“, შილერის „მოგზაური“, „პატიმარი“, ბორნის „რკინის გრაფი“, ბულვერ-ლიტონის „ევგენი არაბი“, ტურის „კატაკომბი“, დერჟავინის „ამაოება“, კრილოის „ვირი და ბულბული“, პუშკინის „შევალ ხალხიანს თუ რომ ტაძარში“, კოლცოვის „გლეხკაცო, ძმაო, რას გძინავს“. სოლოგუბის „ალავერდი“, „ღამე დუქანში“, სლეპცოვის „ბალნიცის სცენები“.

ი. კერესელიძე წერდა ხალხური, სასაუბრო ენით და ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრების ერთ-ერთი პირველი ენთუზიასტი იყო.


[რედაქტირება] თხზულებანი

  • ნაოხარი სოფელი, 1855; ლექსები, 1958.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ზ. ჭიჭინაძე, ივ. კერესელიძე, ტფ., 1902;
  • ა. კალანდაძე, ივანე კერესელიძე, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, 1959.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები