კვიციანი ეკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კვიციანი ეკა“ გადაიტანა გვერდზე „ეკა კვიციანი“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Eka kviciani.JPG|thumb|ეკა კვიციანი]] | ||
'''კვიციანი ეკა''' − (1974), დაიბადა სოფელ ბეჩოში (მესტია); 1997 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, ჟურნალისტად, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების რესურს-ცენტრის ინსტრუქტორად. | '''კვიციანი ეკა''' − (1974), დაიბადა სოფელ ბეჩოში (მესტია); 1997 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, ჟურნალისტად, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების რესურს-ცენტრის ინსტრუქტორად. | ||
| ხაზი 16: | ხაზი 17: | ||
::დღე, გამომთვრალი, მერამდენედ ღამენათევი, | ::დღე, გამომთვრალი, მერამდენედ ღამენათევი, | ||
::დღე, მხოლოდ ფუჭი ფიქრების და ტკივილის შემძლე | ::დღე, მხოლოდ ფუჭი ფიქრების და ტკივილის შემძლე | ||
| − | გულგრილად მიდის, რას დაეძებს ტალახს და წვირეს, | + | ::გულგრილად მიდის, რას დაეძებს ტალახს და წვირეს, |
::არაფრად აგდებს მომაკვდავი ფოთლების წუხილს, | ::არაფრად აგდებს მომაკვდავი ფოთლების წუხილს, | ||
::გზა ტაძრისაკენ, ოდესღაც რომ გულიდან ვწირე, | ::გზა ტაძრისაკენ, ოდესღაც რომ გულიდან ვწირე, | ||
მიმდინარე ცვლილება 13:13, 21 მარტი 2022 მდგომარეობით
კვიციანი ეკა − (1974), დაიბადა სოფელ ბეჩოში (მესტია); 1997 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, ჟურნალისტად, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების რესურს-ცენტრის ინსტრუქტორად.
- * * *
- საით წამსვლელი სად მივდივარ, სად მივიჩქარი,
- თვალებში ნისლი გამიბლანტდა, სულში ნაღველი,
- არცერთი სიტყვა, რის ხმაური, ანდა რის ჩქამი,
- დუმილის ხმა აქვს ყველა ბგერას, ჩემგან აღვლენილს.
- ბეჭებზე მადევს ფერმიმცხრალი მთვარის სიგრილელოკოკინების
- წებოვნება და ჟრუანტელი...
- რწმენა, რისთვისაც ვიმარხულე, დღემდე ვიბზნილე,
- სულში სისველედ ჩამომადნა, როგორც ფანტელი...
- დავკარგე გეზი, სად ბნელია, საით ნათელი,
- ხელისცეცებით სიარულს კი როდემდე შევძლებ,
- დღე, გამომთვრალი, მერამდენედ ღამენათევი,
- დღე, მხოლოდ ფუჭი ფიქრების და ტკივილის შემძლე
- გულგრილად მიდის, რას დაეძებს ტალახს და წვირეს,
- არაფრად აგდებს მომაკვდავი ფოთლების წუხილს,
- გზა ტაძრისაკენ, ოდესღაც რომ გულიდან ვწირე,
- დამეკარგა და ახლა სულში ქვითინებს მწუხრი...
- ცის თაღზე სანამ მზედ ეკიდნენ შენი თვალები,
- რას დამაფრთხობდა ქარის სტვენა ანდა სიბნელე,
- ახლა ლოდინით გაბეზრებულ-შემომწყრალები
- აღარ მწყალობენ, მემდურიან და გზებს მიბნევენ...