კვიციანი ეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეკა კვიციანი“ გადაიტანა გვერდზე „კვიციანი ეკა“ გადამისამართე...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Eka kviciani.JPG|thumb|ეკა კვიციანი]]
 
'''კვიციანი ეკა''' − (1974),  დაიბადა სოფელ ბეჩოში (მესტია); 1997 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, ჟურნალისტად, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების რესურს-ცენტრის ინსტრუქტორად.
 
ხაზი 16: ხაზი 17:
 
::დღე, გამომთვრალი, მერამდენედ ღამენათევი,
 
::დღე, გამომთვრალი, მერამდენედ ღამენათევი,
 
::დღე, მხოლოდ ფუჭი ფიქრების და ტკივილის შემძლე
 
::დღე, მხოლოდ ფუჭი ფიქრების და ტკივილის შემძლე
გულგრილად მიდის, რას დაეძებს ტალახს და წვირეს,
+
::გულგრილად მიდის, რას დაეძებს ტალახს და წვირეს,
 
::არაფრად აგდებს მომაკვდავი ფოთლების წუხილს,
 
::არაფრად აგდებს მომაკვდავი ფოთლების წუხილს,
 
::გზა ტაძრისაკენ, ოდესღაც რომ გულიდან ვწირე,
 
::გზა ტაძრისაკენ, ოდესღაც რომ გულიდან ვწირე,

მიმდინარე ცვლილება 13:13, 21 მარტი 2022 მდგომარეობით

ეკა კვიციანი

კვიციანი ეკა − (1974), დაიბადა სოფელ ბეჩოში (მესტია); 1997 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, ჟურნალისტად, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების რესურს-ცენტრის ინსტრუქტორად.

* * *
საით წამსვლელი სად მივდივარ, სად მივიჩქარი,
თვალებში ნისლი გამიბლანტდა, სულში ნაღველი,
არცერთი სიტყვა, რის ხმაური, ანდა რის ჩქამი,
დუმილის ხმა აქვს ყველა ბგერას, ჩემგან აღვლენილს.
ბეჭებზე მადევს ფერმიმცხრალი მთვარის სიგრილელოკოკინების
წებოვნება და ჟრუანტელი...
რწმენა, რისთვისაც ვიმარხულე, დღემდე ვიბზნილე,
სულში სისველედ ჩამომადნა, როგორც ფანტელი...
დავკარგე გეზი, სად ბნელია, საით ნათელი,
ხელისცეცებით სიარულს კი როდემდე შევძლებ,
დღე, გამომთვრალი, მერამდენედ ღამენათევი,
დღე, მხოლოდ ფუჭი ფიქრების და ტკივილის შემძლე
გულგრილად მიდის, რას დაეძებს ტალახს და წვირეს,
არაფრად აგდებს მომაკვდავი ფოთლების წუხილს,
გზა ტაძრისაკენ, ოდესღაც რომ გულიდან ვწირე,
დამეკარგა და ახლა სულში ქვითინებს მწუხრი...
ცის თაღზე სანამ მზედ ეკიდნენ შენი თვალები,
რას დამაფრთხობდა ქარის სტვენა ანდა სიბნელე,
ახლა ლოდინით გაბეზრებულ-შემომწყრალები
აღარ მწყალობენ, მემდურიან და გზებს მიბნევენ...

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები