ლებანიძე მურმან
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლებანიძე მურმან“ გადაიტანა გვერდზე „მურმან ლებანიძე“) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | ''' | + | [[ფაილი:Murman lebaniZe.png|thumb|140პქ|მურმან ლებანიძე]] |
| + | '''მურმან ლებანიძე ''' − (დ. 14 ნოემბერი, 1922, აღსთაფა, აზერბაიჯანის სსრ — გ. 17 აგვისტო, 2002, თბილისი, საქართველო), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, მწერალი, ესეისტი. წლების მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი, ჟურნალ „მნათობისა“ და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედკოლეგიის წევრი, ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, მინისტრთა კაბინეტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (1975-1995), შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“, ხალხთა მეგობრობის, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]], (1973). | ||
| + | დაიბადა 1922 წელს [[აზერბაიჯანი]]ს დაბა აღსტაფაში, იმავე წლიდან აღიზარდა [[თბილისი|თბილისში]], დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტი (1940-1948). ომის წლებში იყო [[ფრონტი (საომარი მოქმედებების თეატრი)|ფრონტზე]] (1942-1943) მარუხ-ქლუხორისა და კრასნოდარის მიმართულებით, აგრეთვე ჰოსპიტლებში: ჭრილობით — გარიაჩი-კლიუჩში და ტიფით — კრასნოდარში. 1944 წელს იყო სისხლის სამართლის სამძებროს გამომძიებელი თბილისში, 1945 წლიდან თავისუფლდება და სწავლას განაგრძობს უნივერსიტეტში, ამავე წელიწადს მწერალთა კავშირის წევრად იღებენ ფრონტზე დაწერილი ლექსებისათვის. | ||
| + | |||
| + | მურმან ლებანიძე წერს ლექსებს და აქვეყნებს ბავშვობიდანვე. იგი პირველ ყოვლის იყო პოეტი, შემდეგ — პოეტური თარგმანის ოსტატი, მუშაობდა საყმაწვილო [[პოეზია]]სა და სახალისო, ეგრეთ წოდებულ მცირე [[პროზა]]ში, [[ესეი|ესეისა]] და ლიტერატურული წერილის ჟანრშიც, გამოცემული აქვს ორიგინალურ თუ თარგმნილ ნაწარმოებთა ოთხმოც კრებულზე მეტი, მისი მთავარი წიგნებია: | ||
| + | |||
| + | 1. თხზულებათა ხუთი სხვადასხვა „რჩეული“ (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1977, 1979, 1982, 1984, 1987), <br /> | ||
| + | 2. რჩეულ თხზულებათა ორტომეული (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1989), <br /> | ||
| + | 3. „უკვდავი ყვავილები“ — კიპლინგის, ბერნსის, რუსული პოეზიის, იაპონური პოეზიის, ძველეგვიპტური ლირიკის რჩეული თარგმანები (გამომცემლობა „მერანი“, 1988), <br /> | ||
| + | 4. „კრებული — (1981) „პროზა“ (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1981), <br /> | ||
| + | 5. „ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ!“ — საყმაწვილო პოეზიის რჩეული („ნაკადული“, 1981). | ||
| + | |||
| + | 1970-1972 წლების ნაწერებისათვის — ისტორიული პოემისათვის „ანისის აღება“ და ორმოცი ლექსისათვის („უფლისციხესთან სისხლიფერი ყაყაჩოს წვეთი“, „მკვდრები“, „ათი წლის შემდეგ თამუნია ქავთარაძეს“, „დაჭრილი“, „აქ ქალს დაარქვეს შავი პანტერა“, „სიბერე“, „ჩქარობო, მითხრეს, ცხარობო, მკადრეს“ და სხვ.) 1973 წელს მურმან ლებანიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. | ||
| + | |||
| + | 1992 წელს წიგნისათვის „ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ“ (წერილი „გალაკტიონი“, მოგონება „10 დღე გალაკტიონთან“ და გალაკტიონისადმი მიძღვნილი 30 ლექსი) მურმან ლებანიძეს გალაკტიონის სახელობის პრემია მიენიჭა. | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] |
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბჭოთა მწერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი ესეისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]] | ||
| + | [[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატები]] | ||
| + | [[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]] | ||
| + | [[კატეგორია:საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები]] | ||
| + | [[კატეგორია:თბილისის საპატიო მოქალაქეები]] | ||
[[კატეგორია:ლებანიძეები]] | [[კატეგორია:ლებანიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:04, 13 აგვისტო 2025 მდგომარეობით
მურმან ლებანიძე − (დ. 14 ნოემბერი, 1922, აღსთაფა, აზერბაიჯანის სსრ — გ. 17 აგვისტო, 2002, თბილისი, საქართველო), ქართველი პოეტი, მწერალი, ესეისტი. წლების მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი, ჟურნალ „მნათობისა“ და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედკოლეგიის წევრი, ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი, მინისტრთა კაბინეტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (1975-1995), შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“, ხალხთა მეგობრობის, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, (1973).
დაიბადა 1922 წელს აზერბაიჯანის დაბა აღსტაფაში, იმავე წლიდან აღიზარდა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1940-1948). ომის წლებში იყო ფრონტზე (1942-1943) მარუხ-ქლუხორისა და კრასნოდარის მიმართულებით, აგრეთვე ჰოსპიტლებში: ჭრილობით — გარიაჩი-კლიუჩში და ტიფით — კრასნოდარში. 1944 წელს იყო სისხლის სამართლის სამძებროს გამომძიებელი თბილისში, 1945 წლიდან თავისუფლდება და სწავლას განაგრძობს უნივერსიტეტში, ამავე წელიწადს მწერალთა კავშირის წევრად იღებენ ფრონტზე დაწერილი ლექსებისათვის.
მურმან ლებანიძე წერს ლექსებს და აქვეყნებს ბავშვობიდანვე. იგი პირველ ყოვლის იყო პოეტი, შემდეგ — პოეტური თარგმანის ოსტატი, მუშაობდა საყმაწვილო პოეზიასა და სახალისო, ეგრეთ წოდებულ მცირე პროზაში, ესეისა და ლიტერატურული წერილის ჟანრშიც, გამოცემული აქვს ორიგინალურ თუ თარგმნილ ნაწარმოებთა ოთხმოც კრებულზე მეტი, მისი მთავარი წიგნებია:
1. თხზულებათა ხუთი სხვადასხვა „რჩეული“ (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1977, 1979, 1982, 1984, 1987),
2. რჩეულ თხზულებათა ორტომეული (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1989),
3. „უკვდავი ყვავილები“ — კიპლინგის, ბერნსის, რუსული პოეზიის, იაპონური პოეზიის, ძველეგვიპტური ლირიკის რჩეული თარგმანები (გამომცემლობა „მერანი“, 1988),
4. „კრებული — (1981) „პროზა“ (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1981),
5. „ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ!“ — საყმაწვილო პოეზიის რჩეული („ნაკადული“, 1981).
1970-1972 წლების ნაწერებისათვის — ისტორიული პოემისათვის „ანისის აღება“ და ორმოცი ლექსისათვის („უფლისციხესთან სისხლიფერი ყაყაჩოს წვეთი“, „მკვდრები“, „ათი წლის შემდეგ თამუნია ქავთარაძეს“, „დაჭრილი“, „აქ ქალს დაარქვეს შავი პანტერა“, „სიბერე“, „ჩქარობო, მითხრეს, ცხარობო, მკადრეს“ და სხვ.) 1973 წელს მურმან ლებანიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
1992 წელს წიგნისათვის „ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ“ (წერილი „გალაკტიონი“, მოგონება „10 დღე გალაკტიონთან“ და გალაკტიონისადმი მიძღვნილი 30 ლექსი) მურმან ლებანიძეს გალაკტიონის სახელობის პრემია მიენიჭა.
[რედაქტირება] წყარო
- ქართველი პოეტები
- საბჭოთა პოეტები
- ქართველი მწერლები
- საბჭოთა მწერლები
- ქართველი ესეისტები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები
- ლებანიძეები