ნინუა რატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნინუა რატი“ გადაიტანა გვერდზე „ნინუა ტატო“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ნინუა რატი (ტატო)''' – [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. (1977 – 2000), 1983-1994 წლებში რატი ნინუა [[თბილისი]]ს პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1994-99 წლებში – [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თარგმანის სპეციალობით. რატი ნინუამ ლექსების წერა და რუსული პოეზიის თარგმნა გიმნაზიაში დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლისას თარგმნიდა ოსკარ | + | [[ფაილი:Rati ninua.JPG|thumb|140პქ|რატი ნინუა]] |
| + | '''ნინუა რატი (ტატო)''' – [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. (1977 – 2000), 1983-1994 წლებში რატი ნინუა [[თბილისი]]ს პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1994-99 წლებში – [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თარგმანის სპეციალობით. რატი ნინუამ [[ლექსი|ლექსების]] წერა და რუსული [[პოეზია|პოეზიის]] თარგმნა გიმნაზიაში დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლისას თარგმნიდა [[ოსკარ უაილდი]]ს [[ზღაპარი|ზღაპრებს]], [[ბაირონი ჯორჯ გორდონ|ბაირონი]]ს, [[პუშკინი ალექსანდრე|პუშკინი]]ს, ესენინის ლექსებს, თარგმნა იულიუშ სლოვაცკის ერთი [[სონეტი]], ბუნინის მცირე [[მოთხრობა|მოთხრობები]]. მისი თარგმანები ხშირად იბეჭდებოდა თსუ-ს ალმანახ „ექო სახიერში“, ორენოვან პოეტურ კრებულებში, „ლიტერატურულ საქართველოში”. გამოცემულია მისი კრებულები: „ალუბლის იალქნები“ (1994), „ნატალი“ (2004), „სინდბად მეზღვაური” (2004), „ავფრინდებით მე და შენ“ (2005). | ||
მიმდინარე ცვლილება 15:49, 1 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ნინუა რატი (ტატო) – ქართველი პოეტი. (1977 – 2000), 1983-1994 წლებში რატი ნინუა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1994-99 წლებში – თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თარგმანის სპეციალობით. რატი ნინუამ ლექსების წერა და რუსული პოეზიის თარგმნა გიმნაზიაში დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლისას თარგმნიდა ოსკარ უაილდის ზღაპრებს, ბაირონის, პუშკინის, ესენინის ლექსებს, თარგმნა იულიუშ სლოვაცკის ერთი სონეტი, ბუნინის მცირე მოთხრობები. მისი თარგმანები ხშირად იბეჭდებოდა თსუ-ს ალმანახ „ექო სახიერში“, ორენოვან პოეტურ კრებულებში, „ლიტერატურულ საქართველოში”. გამოცემულია მისი კრებულები: „ალუბლის იალქნები“ (1994), „ნატალი“ (2004), „სინდბად მეზღვაური” (2004), „ავფრინდებით მე და შენ“ (2005).
- ქერა გოგო და ველოსი პედი
- გახსოვს მანგლისი – ლურჯ ტყეში სოკო,
- იები ძაფით შენაკონები?
- პატარა ბიჭი მოწიფულ გოგოს
- რა გულუბრყვილოდ თავს გაწონებდი.
- გახსოვს, შორიდან გეძახდა დედა
- (შენით მიყვარდა მე დედაშენიც)
- და მაწვალებდა ბავშვური სევდა
- იმ შენს ჭიშკართან მარტო დარჩენილს.
- იქ იდგა შენი ველოსი პედი
- ნათელ მზისაგან სხივდანახატი,
- და ვიძინებდი ჩუმი იმედით,
- რომ მეორე დღეს ისევ გნახავდი.
- რომ სხივთან ისევ ითამაშებდნენ
- ეგ კულულები დასაკოცნარი,
- მე ის დღეც მახსოვს, რომ დაგვაშორეს
- და შენს ქერა თმას თვალი მოვკარი.
- ახლი კი... წლები გავიდნენ ფარჩად,
- შენ ალბათ გზაზე მზეს გაიფენდი,
- მაგრამ ხსოვნაში სიზმარი დარჩა,
- ქერა გოგო და ველოსი პედი.