ორჯონიკიძე იზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 50: ხაზი 50:
 
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები]]
[[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები‏‎ ]]
+
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]‏‎
 
[[კატეგორია:საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]]
 
[[კატეგორია:ორჯონიკიძეები]]
 
[[კატეგორია:ორჯონიკიძეები]]

მიმდინარე ცვლილება 14:00, 5 აგვისტო 2025 მდგომარეობით

იზა ორჯონიკიძე

იზა ორჯონიკიძე(დ. 21 ნოემბერი, 1938, თბილისი — გ. 9 თებერვალი, 2010). — პოეტი, წიგნების ავტორი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

[რედაქტირება] სამუშაო გამოცდილება

სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი

პრემიები
შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

[რედაქტირება] ლიტერატურული მოღვაწეობა

პერიოდულ პრესაში იზა ორჯონიკიძის იბეჭდებოდა 1954 წლიდან. მისი პირველი წიგნის სახელწოდებით „ორი დღეკეთილი” გამოიცა 1968 წელს, მეორე − „ნათელი”. − 1969 წელს, მესამე კი („ქვის სასთუმალი”) − 1971 წელს. წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში: „ნაკადული”, „საქართველო”, „მერანი”. გამოცემული აქვს მრავალი კრებული ლექსებისა „ავტოპორტრეტი”, 1977; „ვით ყინულქვეშ წყალი”, 1987; „დაბინდებამდე”, 1993; „ოდესღაც და... სულ ახლახან...”, 1999).

იზა ორჯონიკიძე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა, მას ეკუთვნის ახალბერძნული პოეზიის პირველი თარგმანიც. არის ასევე ანთოლოგიის ავტორი, რომელშიც თანამედროვე საბერძნეთისა და მსოფლიოში აღიარებული პოეტების საუკეთესო ნაწარმოებები გაერთიანდა. ნათარგმნი აქვს ანა ახმატოვასა და იან პოლახის ლექსები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


სალამი, სევდავ!
„Bonjour Tristesse” , ფრანსუაზა საგანი
სალამი, სევდავ, სინათლევ ღამის,
შენს სანდო მკლავზე მინდა დანდობა!
სალამი ტანჯვის უნაღდეს წამებს,
გადახდილს ვით ომს, ახალგაზრდობას!
სალამი დიაცთ – სასტიკ მსაჯულებს
და ჭორიკანა მშიშარა კაცებს,
სიცრუით ერთურთს გადაჯაჭვულებს
და გულგრილობის ლოგინში ნაცემთ!
უკანასკნელო ჩემო მაისო,
გადამიმწვანე ლოდი და რიყე,
მინდა სამარე ვარდით ამივსო,
მინდა ქორწილი ეგონოთ ბრიყვებს


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები