იტრიის მონასტერი
(ახალი გვერდი: იტრიის მონასტერი '''იტრიის მონასტერი''' – XVI ს...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Irtiis monasteri.JPG|thumb|იტრიის მონასტერი]] | [[ფაილი:Irtiis monasteri.JPG|thumb|იტრიის მონასტერი]] | ||
'''იტრიის მონასტერი''' – XVI საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იტრიის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ყოფილ სოფელ იტრიაში). კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის ტაძარი, [[სამრეკლო]], [[გალავანი]]. | '''იტრიის მონასტერი''' – XVI საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იტრიის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ყოფილ სოფელ იტრიაში). კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის ტაძარი, [[სამრეკლო]], [[გალავანი]]. | ||
| − | |||
| − | |||
[[ფაილი:Itriis monasteri.JPG|thumb|მარცხნივ|იტრიის მონასტერი]] | [[ფაილი:Itriis monasteri.JPG|thumb|მარცხნივ|იტრიის მონასტერი]] | ||
| − | + | ღვთისმშობლის ტაძარი აგებული იყო კათოლიკოს დოროთეოზის დაკვეთით და მდებარეობს მონასტრის ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში. ტაძარი სამნავიანი ნაგებობაა გეგმაში ზომებით 19,95x13,3 მ. მშენებლობისთვის გამოყენებულია ქვიშაქვის [[კვადრი|კვადრები]] და [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთით აქვს. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში სამი ნახევარწრიული [[აფსიდი]]ა, რომელთაგან შუა ფართო აფსიდი შუა [[ნავი (არქიტექტურა)|ნავი]]ს სივრცეს ბემით უკავშირდება. გვერდითა მომცრო აფსიდებში [[სამკვეთლო]] და [[სადიაკვნე]]ა. ორივე სათავსს ნახევარწრიული გადახურვა აქვს და გარე სივრცეს თითო [[სარკმელი|სარკმლით]] უკავშირდებიან, ხოლო შუა აფსიდში ასეთივე სამი სარკმელია. | |
| − | + | შუა ნავი გადახურულია [[საბჯენი თაღი|საბჯენ თაღზე]] დაყრდნობილი ნახევარწრიული [[კამარა|კამარით]], რომელიც გამაგრებულია კედლებში ჩაშენებული ხის [[კოჭი (არქიტექტურა)|კოჭებით]]. შიდა სივრცის გასანათებლად შუა ნავის ზედა ნაწილის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს განთავსებულია ლილვებით მოჩარჩოებული სამ-სამი ფანჯარა. [[სახურავი]] [[კრამიტი]]საა. | |
[[ფაილი:Samreklo itriis.JPG|thumb|100პქ|სამრეკლო]] | [[ფაილი:Samreklo itriis.JPG|thumb|100პქ|სამრეკლო]] | ||
| + | აღმოსავლეთის [[ფასადი|ფასადს]] ზევით ამშვენებს რელიეფური ჯვრის გამოსახულება, ხოლო ქვევით შიდა აფსიდების გამყოფი კედლების გასწვრივ ორი სამკუთხა [[ნიში (არქიტექტურა)|ნიში]]ა. | ||
| + | |||
დასავლეთი ფასადის შესასვლელის ორივე მხარეს მასიური დეკორატიული [[კრონშტეინი|კრონშტეინებია]], ცენტრში ლილვებით მოჩარჩოებული ოთხკუთხა ფანჯარაა, რომლის თავზე მოზრდილი რელიეფური ჯვარია. | დასავლეთი ფასადის შესასვლელის ორივე მხარეს მასიური დეკორატიული [[კრონშტეინი|კრონშტეინებია]], ცენტრში ლილვებით მოჩარჩოებული ოთხკუთხა ფანჯარაა, რომლის თავზე მოზრდილი რელიეფური ჯვარია. | ||
| − | სამრეკლო სამსართულიანი კოშკისებრი ნაგებობაა (6,25x4,95 მ), აგებული თლილი ქვის კვადრებით 1656 წელს ბეჟან | + | სამრეკლო სამსართულიანი კოშკისებრი ნაგებობაა (6,25x4,95 მ), აგებული თლილი ქვის კვადრებით 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლაოზის დაკვეთით. პირველი სართული გახსნილია თაღოვანი კამარით. კედლებში ყველგან ნიშებია. მესამე სართული პატარაა და დასავლეთით ორმაგთაღიანი ღიობი აქვს. XIX საუკუნის ბოლოს სამრეკლოს თავზე ორმხივ გახსნილი პატარა ფანჩატური დაუშენებიათ. |
| − | გალავანი კირქვის კვადრებით აუგიათ 1656 წელს. მისი სიმაღლეა საშუალოდ 2 მ. | + | გალავანი კირქვის კვადრებით აუგიათ 1656 წელს. მისი სიმაღლეა საშუალოდ 2 მ. ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 1000 მ%r2%r-ს შეადგენს. კედლის წყობა ირეგულარულია და ფერდობის რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია გაჭრილი (ადრე სამხრეთის მხრიდან ყოფილა). გალავანზე კი მიშენებული ყოფილა [[სენაკი|სენაკები]], რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს. |
| − | მონასტერს დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდნენ | + | მონასტერს დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდნენ [[ქართლი]]ს მეფე როსტომი (1632-1658 წწ.) და დედოფალი მარიამი. 2017 წლამდე აქ იტრიის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი იყო, ხოლო 2017 წლიდან – მამათა მონასტერია. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] |
| + | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
| + | [[კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:18, 24 ივნისი 2022 მდგომარეობით
იტრიის მონასტერი – XVI საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იტრიის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ყოფილ სოფელ იტრიაში). კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო, გალავანი.
ღვთისმშობლის ტაძარი აგებული იყო კათოლიკოს დოროთეოზის დაკვეთით და მდებარეობს მონასტრის ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში. ტაძარი სამნავიანი ნაგებობაა გეგმაში ზომებით 19,95x13,3 მ. მშენებლობისთვის გამოყენებულია ქვიშაქვის კვადრები და აგური. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთით აქვს. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში სამი ნახევარწრიული აფსიდია, რომელთაგან შუა ფართო აფსიდი შუა ნავის სივრცეს ბემით უკავშირდება. გვერდითა მომცრო აფსიდებში სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს ნახევარწრიული გადახურვა აქვს და გარე სივრცეს თითო სარკმლით უკავშირდებიან, ხოლო შუა აფსიდში ასეთივე სამი სარკმელია.
შუა ნავი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი ნახევარწრიული კამარით, რომელიც გამაგრებულია კედლებში ჩაშენებული ხის კოჭებით. შიდა სივრცის გასანათებლად შუა ნავის ზედა ნაწილის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს განთავსებულია ლილვებით მოჩარჩოებული სამ-სამი ფანჯარა. სახურავი კრამიტისაა.
აღმოსავლეთის ფასადს ზევით ამშვენებს რელიეფური ჯვრის გამოსახულება, ხოლო ქვევით შიდა აფსიდების გამყოფი კედლების გასწვრივ ორი სამკუთხა ნიშია.
დასავლეთი ფასადის შესასვლელის ორივე მხარეს მასიური დეკორატიული კრონშტეინებია, ცენტრში ლილვებით მოჩარჩოებული ოთხკუთხა ფანჯარაა, რომლის თავზე მოზრდილი რელიეფური ჯვარია.
სამრეკლო სამსართულიანი კოშკისებრი ნაგებობაა (6,25x4,95 მ), აგებული თლილი ქვის კვადრებით 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლაოზის დაკვეთით. პირველი სართული გახსნილია თაღოვანი კამარით. კედლებში ყველგან ნიშებია. მესამე სართული პატარაა და დასავლეთით ორმაგთაღიანი ღიობი აქვს. XIX საუკუნის ბოლოს სამრეკლოს თავზე ორმხივ გახსნილი პატარა ფანჩატური დაუშენებიათ.
გალავანი კირქვის კვადრებით აუგიათ 1656 წელს. მისი სიმაღლეა საშუალოდ 2 მ. ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 1000 მ%r2%r-ს შეადგენს. კედლის წყობა ირეგულარულია და ფერდობის რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია გაჭრილი (ადრე სამხრეთის მხრიდან ყოფილა). გალავანზე კი მიშენებული ყოფილა სენაკები, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს.
მონასტერს დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქართლის მეფე როსტომი (1632-1658 წწ.) და დედოფალი მარიამი. 2017 წლამდე აქ იტრიის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი იყო, ხოლო 2017 წლიდან – მამათა მონასტერია.