სოხასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სოხასტერი''' - [[ბერი|ბერის]] საყუდარი. აღთქმის მიხედვით, ბერები განილტვებოდნენ სამოღვაწეოდ ანუ მეუდაბნოედ ცხოვრებისათვის. კრებულისგან განცალკევება და [[ქრისტე|ქრისტეს]] სამსახურში ჩადგომის ნაირგვარი ხერხები არსებობდა, რომელთაგან ერთ-ერთს ბერის დაყუდება წარმოადგენდა. სოხასტერი ეს იყო ბუნებრივი ან საგანგებოდ გაკეთებული [[ნაგებობა]], სადაც ბერები მარტოობაში ატარებდნენ ცხოვრების ნაწილს ან მთლიანად ცხოვრებას. მიუხედავად [[განდეგილი|განდეგილობისა]], ბერის მოღვაწეობის ხარისხი მონასტრის ხელმძღვანელობის კონტროლით ხორციელდებოდა.
+
'''სოხასტერი''' - [[გელათი]]ს მონასტრიდან 250 მ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით შემაღლებულ მინდორზე მდებარეობს სოხასტერის სახელით ცნობილი ნაგებობათა ჯგუფი. სავარაუდოა, რომ თავიდან ის წამოადგენდა დავრდომილთა თავშესაფარს (ქსენონს), რომელიც მატიანეს ცნობით, [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] ააშენა. მოგვიანებით აქ ცალკე მონასტერი გაჩნდა. სოხასტერს აქვს [[გალავანი|გალავნით]] მოფარგლული ორი, დიდი და მცირე [[ეზო]]. დიდი ეზოს დასავლეთით, მსხვილი ბლოკებით ამოყვანილ შემაღლებულ ბაქანზე დგას თლილი ქვით მოპირკეთებული პატარა დარბაზული ეკლესია, რომელიც XII ს. თარიღდება. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკლესიას მთელ სიგრძეზე ეკვდერები ეკვრის. XVI ს. მათ დასავლეთიდან მიშენდა [[ნართექსი]] და [[თაღი|თაღებით]] გახსნილი ექსონართექსი. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII სს-ის მოხატულობის ნაშთები.
+
  
 +
ეკლესიის ჩრდილოეთით მონასტრის სასაფლაოა. აღმოსავლეთით 5-ოდე მ-ზე დგას ჩანგრეული სამსართულიანი საცხოვრებელი [[კოშკი]]. დიდი ეზოს სამხრეთ მონაკვეთს ორი მხრიდან ეკვროდა სენაკები, რომელთაგან მცირე ნაშთები შემოინახა. XX ს-ში სოხასტერი მიტოვებული და დანგრეული იყო. 1968-1972 წწ. არქიტექტორმა ვ. ცინცაძემ ჩაატარა კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოები. ნაწილობრივ აღადგინეს ეკლესიისა და კოშკის საფასადო წყობა.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
+
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
+
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 +
[[კატეგორია: ტყიბულის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 +
[[კატეგორია: დარბაზული ეკლესიები]]

მიმდინარე ცვლილება 18:12, 24 იანვარი 2023 მდგომარეობით

სოხასტერი - გელათის მონასტრიდან 250 მ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით შემაღლებულ მინდორზე მდებარეობს სოხასტერის სახელით ცნობილი ნაგებობათა ჯგუფი. სავარაუდოა, რომ თავიდან ის წამოადგენდა დავრდომილთა თავშესაფარს (ქსენონს), რომელიც მატიანეს ცნობით, დავით აღმაშენებელმა ააშენა. მოგვიანებით აქ ცალკე მონასტერი გაჩნდა. სოხასტერს აქვს გალავნით მოფარგლული ორი, დიდი და მცირე ეზო. დიდი ეზოს დასავლეთით, მსხვილი ბლოკებით ამოყვანილ შემაღლებულ ბაქანზე დგას თლილი ქვით მოპირკეთებული პატარა დარბაზული ეკლესია, რომელიც XII ს. თარიღდება. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკლესიას მთელ სიგრძეზე ეკვდერები ეკვრის. XVI ს. მათ დასავლეთიდან მიშენდა ნართექსი და თაღებით გახსნილი ექსონართექსი. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII სს-ის მოხატულობის ნაშთები.

ეკლესიის ჩრდილოეთით მონასტრის სასაფლაოა. აღმოსავლეთით 5-ოდე მ-ზე დგას ჩანგრეული სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი. დიდი ეზოს სამხრეთ მონაკვეთს ორი მხრიდან ეკვროდა სენაკები, რომელთაგან მცირე ნაშთები შემოინახა. XX ს-ში სოხასტერი მიტოვებული და დანგრეული იყო. 1968-1972 წწ. არქიტექტორმა ვ. ცინცაძემ ჩაატარა კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოები. ნაწილობრივ აღადგინეს ეკლესიისა და კოშკის საფასადო წყობა.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები