ანტიგმირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანტიგმირი''' – ტრადიციული, ამაღლებული, განსაკუთრებული ღირს...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ანტიგმირი''' – ტრადიციული, ამაღლებული, განსაკუთრებული ღირსებებით შემკული გმირის ირონიული და გროტესკული ორეული. ადამიანურ ფასეულობათა დაცემის, იდეალების გაუფასურების პროცესში, ანტიგმირი წარმოსდგება როგორც დამსახურებული რისხვა, ხოლო ანტიგმირული ქმედება – როგორც უალტერნატივო, იძულებითი ნაბიჯი. ანტიგმირის პირველი ნიმუშები წარმოიშვა ჯერ კიდევ [[აღორძინება|აღორძინების]] ხანაში. ანტიგმირის თვისებებს ამჟღავნებს მეფისტოფელი (მარლო), რიჩარდ მესამე, შეილოკი (შექსპირი).
 
კლასიციზმმა და რომანტიზმმა არ გაიზიარა ანტიგმირის კონცეფცია, მონიშნული აღორძინების ხანაში. მის მიმართ გულგრილი დარჩა ნატურალიზმიც და სიმბოლიზმიც. სამაგიეროდ ინტელექტუალურმა დრამამ ანტიგმირი ეპოქის ცენტრალურ პერსონაჟად წარმოსახა (იბსენი, [[სარტრი ჟან-პოლ|სარტრი]], [[კამიუ ალბერ|კამიუ]], დიურენმატი).
+
კლასიციზმმა და რომანტიზმმა არ გაიზიარა ანტიგმირის კონცეფცია, მონიშნული აღორძინების ხანაში. მის მიმართ გულგრილი დარჩა ნატურალიზმიც და სიმბოლიზმიც. სამაგიეროდ ინტელექტუალურმა დრამამ ანტიგმირი ეპოქის ცენტრალურ პერსონაჟად წარმოსახა ([[იბსენი ჰენრიკ|იბსენი]], [[სარტრი ჟან-პოლ|სარტრი]], [[კამიუ ალბერ|კამიუ]], დიურენმატი).
  
იდეალების მქონე, სულიერად ამაღლებულ პერსონაჟს აღარ ძალუძს გაუძლოს მოზღვავებულ მანკიერებას, მისი ცნობიერება იხლიჩება და იგი იძულებულია მასხარისა და ცინიკოსის ნიღაბს ამოეფაროს.
 
იდეალების მქონე, სულიერად ამაღლებულ პერსონაჟს აღარ ძალუძს გაუძლოს მოზღვავებულ მანკიერებას, მისი ცნობიერება იხლიჩება და იგი იძულებულია მასხარისა და ცინიკოსის ნიღაბს ამოეფაროს.

მიმდინარე ცვლილება 12:27, 1 ივნისი 2023 მდგომარეობით

ანტიგმირი – ტრადიციული, ამაღლებული, განსაკუთრებული ღირსებებით შემკული გმირის ირონიული და გროტესკული ორეული. ადამიანურ ფასეულობათა დაცემის, იდეალების გაუფასურების პროცესში, ანტიგმირი წარმოსდგება როგორც დამსახურებული რისხვა, ხოლო ანტიგმირული ქმედება – როგორც უალტერნატივო, იძულებითი ნაბიჯი. ანტიგმირის პირველი ნიმუშები წარმოიშვა ჯერ კიდევ აღორძინების ხანაში. ანტიგმირის თვისებებს ამჟღავნებს მეფისტოფელი (მარლო), რიჩარდ მესამე, შეილოკი (შექსპირი).

კლასიციზმმა და რომანტიზმმა არ გაიზიარა ანტიგმირის კონცეფცია, მონიშნული აღორძინების ხანაში. მის მიმართ გულგრილი დარჩა ნატურალიზმიც და სიმბოლიზმიც. სამაგიეროდ ინტელექტუალურმა დრამამ ანტიგმირი ეპოქის ცენტრალურ პერსონაჟად წარმოსახა (იბსენი, სარტრი, კამიუ, დიურენმატი).

იდეალების მქონე, სულიერად ამაღლებულ პერსონაჟს აღარ ძალუძს გაუძლოს მოზღვავებულ მანკიერებას, მისი ცნობიერება იხლიჩება და იგი იძულებულია მასხარისა და ცინიკოსის ნიღაბს ამოეფაროს.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები