წარდგინების ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წარდგინების ხელოვნება“ გადაიტანა გვერდზე „[[წარმოდგენის ხელოვნ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „წარმოდგენის ხელოვნება“ გადაიტანა გვერდზე „[[წარდგინების ხელოვნ...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:46, 18 მაისი 2023 მდგომარეობით

„წარდგინების (წარმოდგენის) ხელოვნება“სტანისლავსკიმ სამსახიობო ხელოვნება დაყო სამ სახეობად: 1) განცდის; 2) წარდგინების; 3) ხელოსნობისა და შტამპის. „წარდგინების ხელოვნება“ როლზე მუშაობას ანაწევრებს ორ განსხვავებულ ეტაპად – სარეპეტიციო და სასცენო. „წარდგინების ხელოვნების“ მიხედვით, მსახიობმა როლი უნდა განიცადოს მხოლოდ სარეპეტიციო პერიოდში, სცენიდან კი მაყურებელს წარუდგინოს მზა შედეგი, როლის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მოდელი. ეს შეხედულება თეორიულად ჩამოაყალიბეს დ. დიდრომ („პარადოქსი მსახიობის შესახებ, 1770-73) და კოკლენმა („მსახიობის ხელოვნება“, 1886). „წარდგინების ხელოვნების“ საკუთარი ვერსია ჩამოაყალიბა ბ. ბრეხტმა („სამსახიობო ხელოცნების ახალი ტექნიკა“, 1940). „განცდის“ ხელოვნება უპირატესობას ანიჭებს მსახიობის ინტუიციას, „წარდგინების ხელოვნება“ კი – ინტელექტს.

მ. გეგია


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები