ენგელ ერიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ერიხ ენგელ '''ერიხ ენგელ''' – (''გერმ.'' Erich Gustav Otto En...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერიხ ენგელ“ გადაიტანა გვერდზე „ენგელ ერიხ“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:31, 30 მაისი 2023 მდგომარეობით

ერიხ ენგელ

ერიხ ენგელ – (გერმ. Erich Gustav Otto Engel, 1891-1966), გერმანელი მსახიობი და რეჟისორი. დასაწყისში იყო მსახიობი ბერლინის თეატრისა „პატარა თეატრი ცაცხვების ქვეშ“. 1918-22 წწ. მუშაობს რეჟისორად თეატრში „კამერშპილე“. აქ იგი დგამს ექსპრესიონისტების ანტიმილიტარისტული პიესებს. 1922-24 წწ. მუშაობს რეჟისორად მიუნჰენის „შტაატს-თეატრში“. მის შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა ბ. ბრეხტთან დაახლოებამ და მისი პიესების დადგმამ. იგი მიისწრაფვის შექმნას „ფილოსოფიური თეატრი“, „აზრის თეატრი“. ე. პისკატორთან და ბრეხტთან ერთად, ხდება „ეპიკური თეატრის“ პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი. ბრეხტის ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომ, მასთან და ე. ვაიგელთან ერთად ქმნის „ბერლინერ ანსამბლს“. აღიარებულია ბრეხტის პიესების საუკეთესო დამდგმელად.



[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები