ვილარი ჟან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვილარი ჟან“ გადაიტანა გვერდზე „ჟან ვილარი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟან ვილარი“ გადაიტანა გვერდზე „ვილარი ჟან“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 12:30, 31 მაისი 2023 მდგომარეობით

ჟან ვილარი

ჟან ვილარი – (ფრანგ. Jean Vilar, 1912-1971), ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე.

1932 წელს მუშაობას იწყებს თეატრ „ატელიეში“, სადაც შ. დიულენის ხელმძღვანელობით ეუფლება მსახიობის და რეჟისორის ხელოვნებას. 1943 წ. ქმნის თავის თეატრს, 1945-51 წწ. მუშაობს სხვადასხვა თეატრებში რეჟისორად და მსახიობად. 1951 წლიდან არის ნაციონალური სახალხო თეატრის დირექტორი, რეჟისორი და მსახიობი. აარსებს ავინიონის დრამატული ხელოვნების ფესტივალს. თავისი შემოქმედებით ცდილობდა განეხორციელებია სახალხო თეატრის იდეა, წამოყენებული რ. როლანის და მისი მიმდევრების მიერ. მისი რეჟისურისათვის დამახასიათებელი იყო ძველი სამოედნო თეატრის პირობითი ხერხების შეხამება თეატრალური კულტურის უახლეს მიღწევებთან. მისი დადგმები გამოირჩეოდა სიცხადით, ფორმის ჰარმონიულობით, ნატიფი სანახაობრიობით. მის წარმოდგენებში თითქმის არ იყო დეკორაცია. უმთავრეს სადადგმო კომპონენტად იგი იყენებდა კოსტიუმებს, განათებას და მუსიკას. როგორც რეჟისურაში ისე სამსახიობო ხელოვნებაში თავის ნამუშევრებს ანიჭებდა მძაფრ თანადროულ ჟღერადობას.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები