ტიკი იოჰან ლუდვიგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იოჰან ლუდვიგ ტიკი''' − (''გერმ.'' Johann Ludwig Tieck, 1773-1853), გერმანელი მწერალ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''იოჰან ლუდვიგ ტიკი'''  − (''გერმ.'' Johann Ludwig Tieck, 1773-1853), გერმანელი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე. გამოხატავდა ბიურგერული ინტელიგენციის შეხედულებებს. 1799 წელს ხდება „უფროსს რომანტიკოსთა“ წრის წევრი (ძმები შლეგელები, ნოვალისი). 1825-41 წწ. იყო დრეზდენის სამეფო კარის მუდმივი დრამატურგი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1842-47 წლებში მუშაობს ბერლინის სამეფო კარის თეატრის რეჟისორად. მისი დრამატურგია განეკუთვნება [[რომანტიზმი]]თ გატაცების პერიოდს: „ბასტილიის აღება“ და „ალამადინი“, 4 რომანტიკული პიესა-ზღაპარი „ლურჯწვერა“, „ჩექმებიანი კატა“, „შუქი უკუღმა“, „უფლისწული ცერბინო“. ამ პიესა ზღაპრებში ჩადებული იყო პრინციპი „თამაში თამაშისათვის“. 1799 წ. მან შექმნა რომანტიკული [[ტრაგედია]] „სიცოცხლე და სიკვდილი წმინდა გენოვევისა“, რომელიც ისევე, როგორც „იმპერატორი ოქტავიანე“ (1804), შეიცავს ეპოსის ელემენტებს და „[[ბედისწერის ტრაგედია|ბედისწერის ტრაგედიის]]“ პრინციპებს. მისი ბოლო პიესა, რომანტიკულ-ზღაპრული დრამა „ფორტუნატი“, აღსავსე იყო რელიგიურ-მისტიკური მოტივებით. თეატრალურ ესთეტიკაში იზიარებდა და ანვითარებდა [[ლესინგი გოთჰოლდ ეფრაიმ|ლესინგი]]ს შეხედულებებს. გამოსცა სტატიების კრებული „ფანტაზუსი“, დაწერა თეორიული გამოკვლევები „შექსპირის შესწავლი სათვის“ და „დრამატურგიული ფურცლები“.
+
[[ფაილი:Taki iohan ludvig.JPG|thumb|იოჰან ლუდვიგ ტიკი|150პქ]]
 +
'''იოჰან ლუდვიგ ტიკი'''  − (''გერმ.'' Johann Ludwig Tieck, 1773-1853), გერმანელი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]], ნაშრომები თეატრის ისტორიაში, ტიკი
 +
მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა და რეჟისორობდა კიდეც.
 +
 
 +
ტიკს, სხვა რომანტიკოსთა მსგავსად, იტაცებდა გერმანული ფოლკლორი და ლიტერატურა. მან გადაამუშავა და გამოსცა გერმანული [[ზღაპარი|ზღაპრები]]. ტიკმა ზედმიწევნით შეისწავლა XV–XVII საუკუნეების გერმანელ და უცხოელ დრამატურგთა ნაწარმოებები, რომლებიც შემდგომ გამოსცა კრებულებში „გერმანული თეატრი“ და „ძველინგლისური თეატრი“.
 +
 
 +
ტიკის პიესებში ნათლად აისახა რომანტიკოსთა დამახასიათებელი თვისება - მოსაწყენი ყოველდღიურობისგან გაქცევა. თავის ზღაპარ-პიესებში იგი მკვეთრად ავლებდა ზღვარს რეალურ ცხოვრებასა და სათეატრო წარმოდგენას, ყოფითობასა და ფანტასტიკას (გამონაგონს) შორის. მაგალითად, ყველასათვის კარგად ცნობილ „ჩექმებიანი კატაში“ (1797) და ასევე, პიესაში „სინათლე ამოტრიალებულად (გარეთ)“ (1799), მოქმედი პირები მოულოდნელად გამოდიან გასასახიერებელ [[პერსონაჟი|პერსონაჟთა]] სახეებიდან და ესაუბრებიან ავტორს, სცენის მემანქანეს, მაყურებელს. ამ ე. წ. თეატრალურ „შეცდომებს“, ტიკი იყენებდა სასცენო, სათეატრო ილუზიის დასანგრევად (გასაცამტვერებლად) და ასევე, ეს ხერხი - „რომანტიკული ირონიის“ გამოვლინებაცაა, ავტორი დასცინის რეალურ ყოფას, მაყურებელს და საკუთარ თავსაც.
 +
 
 +
ამ ტიპის ყველაზე დამახასიათებელი ნაწარმოებია „ჩექმებიანი კატა“, რომელსაც ავტორმა უწოდა „ზღაპარი ბავშვებისთვის“. ეს არ
 +
არის ჩვეულებრივი [[კომედია]], რომელიც განკუთვნილია თეატრალური აუდიტორიის ფართო წრისათვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაიწერა ერთ-ერთი გერმანელი კრიტიკოსის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომელიც თვლიდა, რომ სცენაზე ყველაფერი (ცხოვრება, ყოფა) ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა აისახოს. ამას გარდა, პიესა ერთგვარი გამოწვევა იყო იმ სათეატრო ხელოვნების, რომელიც ასახავდა ბურჟუაზიული მაყურებლის გემოვნებას. ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბურჟუაზიულ-ფილიტერისტული საზოგადოების სატირულ გამოხატვას, რომელიც ითხოვდა სცენაზე ყოველდღიური წეს-ჩვეულებების, ყოფის, ცხოვრების სიმართლით გადმოტანას და რაც მთავარია, სპექტაკლისათვის დამრიგებლური მნიშვნელობის მინიჭებას.
 +
 
 +
იმავდროულად, „ჩექმებიანი კატა“ თეატრალური რომანტიზმის ერთგვარი დეკლარაციაა, რომელიც ამყარებს რომანტიკული ირონიის
 +
პრინციპს. პიესა აგებულია რომატიკოსთა საყვარელი ხერხით, თეატრში-თეატრის პრინციპით. სცენა წარმოადგენს თეატრალურ
 +
სცენასა და მაყურებელთა დარბაზს. მოქმედება ერთდროულად ვითარდება, როგორც დარბაზში, ასევე სცენაზე. მოქმედებაში, რომელიც სცენაზე მიმდინარეობს, ხაზგასმულია, რომ თამაშდება ზღაპარი „ჩექმებიანი კატა“. კეთილ, მაგრამ გონებაშეზღუდულ, ღარიბ გოთლიბს მემკვიდრეობით კატა ერგება. კატა მოულოდნელად აღმოჩნდება ღირშესანიშნავი თვისებების მქონე, გარკვეულწილად ბრძენი და თან ავანტიურისტიც, რომელმაც კარგად იცის ცხოვრებისეული ავკარგიანობა. კატა პატრონს მოსთხოვს, რომ შეუკეროს მოდური, გამოსაპრანჭი ჩექმები, შემდეგ კი, ზღაპრის სიუჟეტის შესაბამისად, იგი ენერგიულად იწყებს თავისი უბადრუკი ბატონის საქმეების აწყობას. საბოლოოდ, კატა მოტყუებით, ეშმაკობით ახერხებს საზარელი ტირანის, უზურპატორის, მჩაგვრელის შეჭმას, რომელიც კატის წინ, საკუთარი ძალაუფლების და უნარების დემონსტრირებისას, სხვადასხვა ცხოველად გარდაისახება ხოლმე. კატა სთხოვს, თაგვად იქცეს, ვითომ არ წარმოუდგენია, რომ ასეთი პატარა ფორმის მიღება შეუძლია. მოტყუებული ტირანი თაგვად გადაიქცევა და კატაც დაუყოვნებლივ გადასანსლავს. დამარცხებულის ძალაუფლება და სიმდიდრე გოთლიბის ხელში გადადის. კატა ირონიულად შენიშნავს: „ახლა, გოთლიბის სახით, ძალაუფლების სათავეში მესამე წოდებამოვიდა“.
 +
 
 +
პიესაში არის პოლიტიკური სატირაც. მასში ამოიცნობთ ალუზიებს საფრანგეთის რევოლუციაზე, რომელმაც, ავტორის აზრით, ცოტა რამ შეცვალა. მესამე წოდების წარმომადგენლის - გოთლიბის სახე ირონიულადაა გამოძერწილი, რომელიც, სავარაუდოა, „მიჰელის“
 +
(მიხელის) - პასიური, ჩამორჩენილი გერმანელი ბიურგერის, დამახასიათებელი ნიშან-თვისებათა სატირული კრებითი გამოხატულებაა. გამასხარავებულია აგრეთვე გერმანელ „მეშჩანთა“ წრის იდეოლოგიური თუ ესთეტიკური შეხედულებები და მოთხოვნები.
 +
 
 +
ყოველდღიური ყოფისა და ფანტაზიის, რომანტიკული ოცნებების და ირონიის, ლიტერატურულ-თეატრალური პაროდირების
 +
ხერხების, ტექნიკის გამოყენება, რა თქმა უნდა, ლუდვიგ ტიკს, იტალიელი განმანათლებლის, [[კარლო გოცი]]ს [[ფეერია (თეატრი)|ფეერია]]-ზღაპრებთან, ე. წ. „ფიაბებთან“ აახლოვებს. გოცის მსგავსად, ტიკიც ეძებს თეატრალური გამომსახველობის ახალ ხერხებს. თავის ძიებებში შემოქმედი, უპირველეს ყოვლისა, სათეატრო ხელოვნების პირობითობას ეყრდნობა. ტიკის მიერ სიღრმისეულად დამუშავებულმა, ხაზგასმულმა თეატრალობამ, როგორც ესთეტიკურმა პრინციპმა, უდიდესი გავლენა იქონია დრამატურგიის შემდგომ განვითარებაზე.
 +
 
 +
ლუდვიგ ტიკის შემოქმედების მეორე (1799 წლიდან) პერიოდი გამსჭვალულია რელიგიური განწყობით. იგი თავის დრამებში -
 +
„წმინდა ჰენოვევას ცხოვრება და სიკვდილი“ (1800), „იმპერატორი ოქტავიანუსი“ (1804), „ფორტუნატო“ (1816) - იყენებს სიუჟეტებს XV – XVI საუკუნეების გერმანული ხალხური ნაწარმოებებიდან. „წმინდა ჰენოვევას ცხოვრება და სიკვდილი“, რომელიც მეტ-ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებია, შუასაუკუნეების მირაკლის აღდგენის მცდელობაა და პრინციპში წმინდანის თეატრალიზებულ ცხოვრებას ასახავს. პიესა კათოლიკური სულისკვეთებით და შუასაუკუნეებისადმი თაყვანისცემითაა გამსჭვალული. ხალხური, პრიმიტიული სიუჟეტი ტიკმა ძველი ლეგენდის სტილში გადაამუშავა. რელიგიურ მოტივებს დრამატურგი გარკვეულ ესთეტიკური სახეს ანიჭებს.
 +
 
 +
1819 წლიდან ტიკი დრეზდენის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ტიკი თავის ნაშრომებში სათეატრო ხელოვნებას განსაზღვრავს, როგორც ალუზიას, რომელიც გიტაცებს და ემოციურად გიპყრობს თავისი ამაღლებულობითა და გრძნობადობით. სათეატრო ალუზიის
 +
შექმნის პირველ პირობად ტიკს მიაჩნია ანსამბლურობა და ბუნებრივი მეტყველება, რომელმაც უნდა შეცვალოს კლასიცისტური წამღერებითი და დეკლამაციური სტილი. მისი აზრით, სცენოგრაფია პირობითობას უნდა ეყრდნობოდეს, სპექტაკლი თამაშდებოდეს ხალიჩების ფონზე, რათა დეკორაციამ მაყურებლის ყურადღება არ გაფანტოს და მთლიანად დაეთმოს მსახიობს - მის თამაშს. ტიკი თვლიდა, რომ კოსტიუმიც განზოგადებულ-პირობითი სჯობს. ტიკის იდეალი შექსპირული ეპოქის თეატრი იყო, რომელმაც გააერთიანა მსახიობი და მაყურებელი.
 +
 
 +
ტიკის, როგორც სათეატრო მოღვაწის მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს იმაში, რომ იგი ამყარებდა რომანტიზმის
 +
ესთეტიკურ პრინციპებს სათეატრო ხელოვნებაში
 +
 
 +
ტიკი ავტორია სტატიების კრებულის „ფანტაზუსი“, თეორიული გამოკვლევების „შექსპირის შესწავლისათვის“ და „დრამატურგიული ფურცლები“.
 +
 
 +
 
 +
 
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი მწერლები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი მწერლები]]

მიმდინარე ცვლილება 00:22, 24 აგვისტო 2023 მდგომარეობით

იოჰან ლუდვიგ ტიკი

იოჰან ლუდვიგ ტიკი − (გერმ. Johann Ludwig Tieck, 1773-1853), გერმანელი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პიესა, ნაშრომები თეატრის ისტორიაში, ტიკი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა და რეჟისორობდა კიდეც.

ტიკს, სხვა რომანტიკოსთა მსგავსად, იტაცებდა გერმანული ფოლკლორი და ლიტერატურა. მან გადაამუშავა და გამოსცა გერმანული ზღაპრები. ტიკმა ზედმიწევნით შეისწავლა XV–XVII საუკუნეების გერმანელ და უცხოელ დრამატურგთა ნაწარმოებები, რომლებიც შემდგომ გამოსცა კრებულებში „გერმანული თეატრი“ და „ძველინგლისური თეატრი“.

ტიკის პიესებში ნათლად აისახა რომანტიკოსთა დამახასიათებელი თვისება - მოსაწყენი ყოველდღიურობისგან გაქცევა. თავის ზღაპარ-პიესებში იგი მკვეთრად ავლებდა ზღვარს რეალურ ცხოვრებასა და სათეატრო წარმოდგენას, ყოფითობასა და ფანტასტიკას (გამონაგონს) შორის. მაგალითად, ყველასათვის კარგად ცნობილ „ჩექმებიანი კატაში“ (1797) და ასევე, პიესაში „სინათლე ამოტრიალებულად (გარეთ)“ (1799), მოქმედი პირები მოულოდნელად გამოდიან გასასახიერებელ პერსონაჟთა სახეებიდან და ესაუბრებიან ავტორს, სცენის მემანქანეს, მაყურებელს. ამ ე. წ. თეატრალურ „შეცდომებს“, ტიკი იყენებდა სასცენო, სათეატრო ილუზიის დასანგრევად (გასაცამტვერებლად) და ასევე, ეს ხერხი - „რომანტიკული ირონიის“ გამოვლინებაცაა, ავტორი დასცინის რეალურ ყოფას, მაყურებელს და საკუთარ თავსაც.

ამ ტიპის ყველაზე დამახასიათებელი ნაწარმოებია „ჩექმებიანი კატა“, რომელსაც ავტორმა უწოდა „ზღაპარი ბავშვებისთვის“. ეს არ არის ჩვეულებრივი კომედია, რომელიც განკუთვნილია თეატრალური აუდიტორიის ფართო წრისათვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაიწერა ერთ-ერთი გერმანელი კრიტიკოსის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომელიც თვლიდა, რომ სცენაზე ყველაფერი (ცხოვრება, ყოფა) ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა აისახოს. ამას გარდა, პიესა ერთგვარი გამოწვევა იყო იმ სათეატრო ხელოვნების, რომელიც ასახავდა ბურჟუაზიული მაყურებლის გემოვნებას. ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბურჟუაზიულ-ფილიტერისტული საზოგადოების სატირულ გამოხატვას, რომელიც ითხოვდა სცენაზე ყოველდღიური წეს-ჩვეულებების, ყოფის, ცხოვრების სიმართლით გადმოტანას და რაც მთავარია, სპექტაკლისათვის დამრიგებლური მნიშვნელობის მინიჭებას.

იმავდროულად, „ჩექმებიანი კატა“ თეატრალური რომანტიზმის ერთგვარი დეკლარაციაა, რომელიც ამყარებს რომანტიკული ირონიის პრინციპს. პიესა აგებულია რომატიკოსთა საყვარელი ხერხით, თეატრში-თეატრის პრინციპით. სცენა წარმოადგენს თეატრალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზს. მოქმედება ერთდროულად ვითარდება, როგორც დარბაზში, ასევე სცენაზე. მოქმედებაში, რომელიც სცენაზე მიმდინარეობს, ხაზგასმულია, რომ თამაშდება ზღაპარი „ჩექმებიანი კატა“. კეთილ, მაგრამ გონებაშეზღუდულ, ღარიბ გოთლიბს მემკვიდრეობით კატა ერგება. კატა მოულოდნელად აღმოჩნდება ღირშესანიშნავი თვისებების მქონე, გარკვეულწილად ბრძენი და თან ავანტიურისტიც, რომელმაც კარგად იცის ცხოვრებისეული ავკარგიანობა. კატა პატრონს მოსთხოვს, რომ შეუკეროს მოდური, გამოსაპრანჭი ჩექმები, შემდეგ კი, ზღაპრის სიუჟეტის შესაბამისად, იგი ენერგიულად იწყებს თავისი უბადრუკი ბატონის საქმეების აწყობას. საბოლოოდ, კატა მოტყუებით, ეშმაკობით ახერხებს საზარელი ტირანის, უზურპატორის, მჩაგვრელის შეჭმას, რომელიც კატის წინ, საკუთარი ძალაუფლების და უნარების დემონსტრირებისას, სხვადასხვა ცხოველად გარდაისახება ხოლმე. კატა სთხოვს, თაგვად იქცეს, ვითომ არ წარმოუდგენია, რომ ასეთი პატარა ფორმის მიღება შეუძლია. მოტყუებული ტირანი თაგვად გადაიქცევა და კატაც დაუყოვნებლივ გადასანსლავს. დამარცხებულის ძალაუფლება და სიმდიდრე გოთლიბის ხელში გადადის. კატა ირონიულად შენიშნავს: „ახლა, გოთლიბის სახით, ძალაუფლების სათავეში მესამე წოდებამოვიდა“.

პიესაში არის პოლიტიკური სატირაც. მასში ამოიცნობთ ალუზიებს საფრანგეთის რევოლუციაზე, რომელმაც, ავტორის აზრით, ცოტა რამ შეცვალა. მესამე წოდების წარმომადგენლის - გოთლიბის სახე ირონიულადაა გამოძერწილი, რომელიც, სავარაუდოა, „მიჰელის“ (მიხელის) - პასიური, ჩამორჩენილი გერმანელი ბიურგერის, დამახასიათებელი ნიშან-თვისებათა სატირული კრებითი გამოხატულებაა. გამასხარავებულია აგრეთვე გერმანელ „მეშჩანთა“ წრის იდეოლოგიური თუ ესთეტიკური შეხედულებები და მოთხოვნები.

ყოველდღიური ყოფისა და ფანტაზიის, რომანტიკული ოცნებების და ირონიის, ლიტერატურულ-თეატრალური პაროდირების ხერხების, ტექნიკის გამოყენება, რა თქმა უნდა, ლუდვიგ ტიკს, იტალიელი განმანათლებლის, კარლო გოცის ფეერია-ზღაპრებთან, ე. წ. „ფიაბებთან“ აახლოვებს. გოცის მსგავსად, ტიკიც ეძებს თეატრალური გამომსახველობის ახალ ხერხებს. თავის ძიებებში შემოქმედი, უპირველეს ყოვლისა, სათეატრო ხელოვნების პირობითობას ეყრდნობა. ტიკის მიერ სიღრმისეულად დამუშავებულმა, ხაზგასმულმა თეატრალობამ, როგორც ესთეტიკურმა პრინციპმა, უდიდესი გავლენა იქონია დრამატურგიის შემდგომ განვითარებაზე.

ლუდვიგ ტიკის შემოქმედების მეორე (1799 წლიდან) პერიოდი გამსჭვალულია რელიგიური განწყობით. იგი თავის დრამებში - „წმინდა ჰენოვევას ცხოვრება და სიკვდილი“ (1800), „იმპერატორი ოქტავიანუსი“ (1804), „ფორტუნატო“ (1816) - იყენებს სიუჟეტებს XV – XVI საუკუნეების გერმანული ხალხური ნაწარმოებებიდან. „წმინდა ჰენოვევას ცხოვრება და სიკვდილი“, რომელიც მეტ-ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებია, შუასაუკუნეების მირაკლის აღდგენის მცდელობაა და პრინციპში წმინდანის თეატრალიზებულ ცხოვრებას ასახავს. პიესა კათოლიკური სულისკვეთებით და შუასაუკუნეებისადმი თაყვანისცემითაა გამსჭვალული. ხალხური, პრიმიტიული სიუჟეტი ტიკმა ძველი ლეგენდის სტილში გადაამუშავა. რელიგიურ მოტივებს დრამატურგი გარკვეულ ესთეტიკური სახეს ანიჭებს.

1819 წლიდან ტიკი დრეზდენის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ტიკი თავის ნაშრომებში სათეატრო ხელოვნებას განსაზღვრავს, როგორც ალუზიას, რომელიც გიტაცებს და ემოციურად გიპყრობს თავისი ამაღლებულობითა და გრძნობადობით. სათეატრო ალუზიის შექმნის პირველ პირობად ტიკს მიაჩნია ანსამბლურობა და ბუნებრივი მეტყველება, რომელმაც უნდა შეცვალოს კლასიცისტური წამღერებითი და დეკლამაციური სტილი. მისი აზრით, სცენოგრაფია პირობითობას უნდა ეყრდნობოდეს, სპექტაკლი თამაშდებოდეს ხალიჩების ფონზე, რათა დეკორაციამ მაყურებლის ყურადღება არ გაფანტოს და მთლიანად დაეთმოს მსახიობს - მის თამაშს. ტიკი თვლიდა, რომ კოსტიუმიც განზოგადებულ-პირობითი სჯობს. ტიკის იდეალი შექსპირული ეპოქის თეატრი იყო, რომელმაც გააერთიანა მსახიობი და მაყურებელი.

ტიკის, როგორც სათეატრო მოღვაწის მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს იმაში, რომ იგი ამყარებდა რომანტიზმის ესთეტიკურ პრინციპებს სათეატრო ხელოვნებაში

ტიკი ავტორია სტატიების კრებულის „ფანტაზუსი“, თეორიული გამოკვლევების „შექსპირის შესწავლისათვის“ და „დრამატურგიული ფურცლები“.




[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები