კრავიჭამია (ბატკანძერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Kravichamia.jpg|thumb|250პქ|'''კრავიჭამია (ბატკანძერი)''' <br />ფოტო გ. დარჩიაშვილი]]
 
[[ფაილი:Kravichamia.jpg|thumb|250პქ|'''კრავიჭამია (ბატკანძერი)''' <br />ფოტო გ. დარჩიაშვილი]]
'''კრავიჭამია''' - [[მძორისმჭამელი ფრინველები|მძორისმჭამელ ფრინველთა]] ჯგუფს მიეკუთვნება. მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 250-280 სმ, იწონის 5-7 კგ-ს. მდედრი შედარებით დიდია მამრზე.
+
'''კრავიჭამია''' (ლათ. Gypaëtus barbatus Linnaeus, 1758) − [[მძორისმჭამელი ფრინველები|მძორისმჭამელ ფრინველთა]] ჯგუფს მიეკუთვნება.  
  
 
* კლასი - ფრინველები (AVES)
 
* კლასი - ფრინველები (AVES)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
* ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
 
* ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
 
* გვარი - კრავიჭამია (ბატკანძერი) (Gypaetus)
 
* გვარი - კრავიჭამია (ბატკანძერი) (Gypaetus)
* [[სახეობა]] - Gypaetus barbatus
+
* [[სახეობა (ბიოლოგია)|სახეობა]] - Gypaetus barbatus
 +
დიდი ზომის ფრინველია, მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 250-280 სმ, ფრთა 720-840 მმ-ია, 460-560 მმ, წონა — 5-6,8 კგ. მდედრი შედარებით დიდია მამრზე. ზომასა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. [[სვავი]]სა და [[ორბი]]საგან განსხვავებით, თავი და კისერი მთლიანად შემოსილი აქვს ღინღლით და მათ შორის ამოჩრილი წამახვილებული ბუმბულებით. [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]]ს ირგვლივ მრავალრიცხოვანი ჯაგრისებური ბუმბულია, რომლითაც ნესტოებია დაფარული და ნისკარტის ქვემოთ „წვერს“ წარმოქმნის. ნისკარტი შედარებით გრძელი, სწორი და გვერდებიდან შეზნექილია; ნისკარტზედა ბოლოში მკვეთრადაა მოხრილი. გალო თითებამდეა შემოსილი. ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან მოთეთროა, მაგრამ კეფა მუქია, სადაც თავის ორივე მხრიდან ერთმანეთს უერთდებიან ნისკარტიდან თვალებს ზემოთ გამავალი შავი ზოლები. ზურგი და მხრები შავია, მოთეთრო-ჟანგმიწისფერი ღერძულა ზოლებით, რომლებიც ბუმბულების წვეროებზე პატარა ლაქებად ფართოვდებიან. კვამლისფერი მომქნევები და საჭის ბუმბულები გარეთა მხარეს უფრო მუქია; მათი ღეპეპები მთლიანად [[თეთრი (ფერი)|თეთრი]]ა. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა; მკერდზე ზოგჯერ მუქი მურა განივი ზოლებია. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში გვხვდება ერთი სახეობა.
  
გავრცელებულია [[აფრიკა]]სა და ევრაზიაში. ბინადრობს სუბალპურსა და ალპურ ზონაში. ბუდეს იკეთებს კლდოვან ფლატეებზე ტყის მცენარეულობის ზოლში. იშვიათად (როგორც ჩანს, საკვების ძებნისას) დაბლობ ადგილებზე გვხვდება. გამრავლებას ზამთარში იწყებს. მდედრი ორ კვერცხს დებს, თუმცა გამოჩეკილი  მართვეებიდან ზრდასრულობას მხოლოდ ერთი აღწევს. საინკუბაციო პერიოდი 55-60 დღე გრძელდება. მართვეს აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. მართვეს ხორცით კვებავენ, ზრდასრული ფრინველების ძირითად საკვებს კი ძვლები წარმოადგენს. კრავიჭამიას საკმაოდ მოზრდილი ძვლების გადაყლაპვა შეუძლია, უფრო დიდი ზომისას კი ქვიან ნაშალებზე სიმაღლიდან აგდებს, ამტვრევს და შემდეგ ჭამს.  
+
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება წინააზიური ბატკანძერი — G. b aureus, Hablizl, 1788.
  
საუკუნის დასაწყისში [[ევროპა|ევროპის]] ზოგიერთ ქვეყანაში კრავიჭამია ამოწყვეტილი იქნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე. კრავიჭამია შეტანილია [[საქართველო|საქართველოს]] წითელ წიგნში როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველი, რომელიც ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით.
+
====გავრცელება====
 +
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: [[აფრიკა]]ში — მთებს აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში; სამხრეთ [[ევროპა]]ში — პირენეის და ბალკანეთის მთებს, აგრეთვე კუნძულებს — სიცილიას, სარდინიასა და კორსიკას; [[აზია]]ში — წინა და ცენტრალურ აზიას — სამხრეთით ჰიმალაის მთებამდე და ჩრდილო-დასავლეთ [[პაკისტანი|პაკისტანამდე]], მონგოლეთსა და დასავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთს]] ტიბეტის ჩათვლით. სსრ კავშირში მოიპოვება [[კავკასია|კავკასიის]], შუა აზიის, ალტაისა და საიანის მთებში. ყველგან მობინადრეა, მათ შორის საქართველოშიც, მეტწილად მთავარ კავკასიონზე.
  
 +
====ბიოტოპი====
 +
ბინადრობს მთებში ტყის ზონის ზემოთ, ღია სუბალპური და ალპური ზონების კლდოვან ადგილებში. კავკასიის მთებში ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზ. დ., ზოგან უფრო მაღლაც.
  
 +
====გამრავლება====
 +
ბუდობს მაღალი მთების მიუვალ კლდეებზე. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში ხმელი ტოტებისაგან, ამოფენს ბალნითა და ნაირგვარი ნარჩენებით. იშვიათად (როგორც ჩანს, საკვების ძებნისას) დაბლობ ადგილებზე გვხვდება. მარტში დებს 1-2 კვერცხს, გამოჩეკილი 2 მართვედან ერთი (უმცროსი) ჩვეულებრივად იღუპება. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უფრო მეტხანს — დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 55-60 დღემდე აღწევს. მართვეს აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს.
  
==წყარო==
+
====კვება====  
[[აფთარი, გიურზა და სხვები‏‎]]
+
ძირითად საკვებს შეადგენს ჩლიქოსნების ლეში. ამიტომ გავრცელება დიდადაა დამოკიდებული ამ ცხოველების სიმრავლეზე. ზოგჯერ იჭერს დაავადებულსა და უძლურ ცხოველებსაც. მართვეს ხორცით კვებავენ, ზრდასრული ფრინველების ძირითად საკვებს კი ძვლები წარმოადგენს. კრავიჭამიას საკმაოდ მოზრდილი ძვლების გადაყლაპვა შეუძლია, უფრო დიდი ზომისას კი ქვიან ნაშალებზე სიმაღლიდან აგდებს, ამტვრევს და შემდეგ ჭამს.
  
 +
====მნიშვნელობა====
 +
მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. საუკუნის დასაწყისში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კრავიჭამია ამოწყვეტილი იქნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე. კრავიჭამია შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველი, რომელიც ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით.
  
[[კატეგორია: მძორიჭამიები]]  
+
 
[[კატეგორია: ფრინველები]]
+
==წყარო==
 +
*[[აფთარი, გიურზა და სხვები‏‎]]
 +
*[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 +
[[კატეგორია:მძორიჭამიები]]  
 +
[[კატეგორია:ფრინველები]]
 +
[[კატეგორია:ქორისებრნი]]
 +
[[კატეგორია:ფრინველთა გვარი]]
 +
[[კატეგორია:შავარდნისნაირნი]]

მიმდინარე ცვლილება 12:28, 6 აგვისტო 2025 მდგომარეობით

კრავიჭამია (ბატკანძერი)
ფოტო გ. დარჩიაშვილი

კრავიჭამია (ლათ. Gypaëtus barbatus Linnaeus, 1758) − მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფს მიეკუთვნება.

  • კლასი - ფრინველები (AVES)
  • რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)
  • ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
  • გვარი - კრავიჭამია (ბატკანძერი) (Gypaetus)
  • სახეობა - Gypaetus barbatus

დიდი ზომის ფრინველია, მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 250-280 სმ, ფრთა 720-840 მმ-ია, 460-560 მმ, წონა — 5-6,8 კგ. მდედრი შედარებით დიდია მამრზე. ზომასა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. სვავისა და ორბისაგან განსხვავებით, თავი და კისერი მთლიანად შემოსილი აქვს ღინღლით და მათ შორის ამოჩრილი წამახვილებული ბუმბულებით. ნისკარტის ირგვლივ მრავალრიცხოვანი ჯაგრისებური ბუმბულია, რომლითაც ნესტოებია დაფარული და ნისკარტის ქვემოთ „წვერს“ წარმოქმნის. ნისკარტი შედარებით გრძელი, სწორი და გვერდებიდან შეზნექილია; ნისკარტზედა ბოლოში მკვეთრადაა მოხრილი. გალო თითებამდეა შემოსილი. ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან მოთეთროა, მაგრამ კეფა მუქია, სადაც თავის ორივე მხრიდან ერთმანეთს უერთდებიან ნისკარტიდან თვალებს ზემოთ გამავალი შავი ზოლები. ზურგი და მხრები შავია, მოთეთრო-ჟანგმიწისფერი ღერძულა ზოლებით, რომლებიც ბუმბულების წვეროებზე პატარა ლაქებად ფართოვდებიან. კვამლისფერი მომქნევები და საჭის ბუმბულები გარეთა მხარეს უფრო მუქია; მათი ღეპეპები მთლიანად თეთრია. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა; მკერდზე ზოგჯერ მუქი მურა განივი ზოლებია. ამ გვარიდან საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება წინააზიური ბატკანძერი — G. b aureus, Hablizl, 1788.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკაში — მთებს აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში; სამხრეთ ევროპაში — პირენეის და ბალკანეთის მთებს, აგრეთვე კუნძულებს — სიცილიას, სარდინიასა და კორსიკას; აზიაში — წინა და ცენტრალურ აზიას — სამხრეთით ჰიმალაის მთებამდე და ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანამდე, მონგოლეთსა და დასავლეთ ჩინეთს ტიბეტის ჩათვლით. სსრ კავშირში მოიპოვება კავკასიის, შუა აზიის, ალტაისა და საიანის მთებში. ყველგან მობინადრეა, მათ შორის საქართველოშიც, მეტწილად მთავარ კავკასიონზე.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს მთებში ტყის ზონის ზემოთ, ღია სუბალპური და ალპური ზონების კლდოვან ადგილებში. კავკასიის მთებში ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზ. დ., ზოგან უფრო მაღლაც.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს მაღალი მთების მიუვალ კლდეებზე. ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში ხმელი ტოტებისაგან, ამოფენს ბალნითა და ნაირგვარი ნარჩენებით. იშვიათად (როგორც ჩანს, საკვების ძებნისას) დაბლობ ადგილებზე გვხვდება. მარტში დებს 1-2 კვერცხს, გამოჩეკილი 2 მართვედან ერთი (უმცროსი) ჩვეულებრივად იღუპება. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უფრო მეტხანს — დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 55-60 დღემდე აღწევს. მართვეს აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს.

[რედაქტირება] კვება

ძირითად საკვებს შეადგენს ჩლიქოსნების ლეში. ამიტომ გავრცელება დიდადაა დამოკიდებული ამ ცხოველების სიმრავლეზე. ზოგჯერ იჭერს დაავადებულსა და უძლურ ცხოველებსაც. მართვეს ხორცით კვებავენ, ზრდასრული ფრინველების ძირითად საკვებს კი ძვლები წარმოადგენს. კრავიჭამიას საკმაოდ მოზრდილი ძვლების გადაყლაპვა შეუძლია, უფრო დიდი ზომისას კი ქვიან ნაშალებზე სიმაღლიდან აგდებს, ამტვრევს და შემდეგ ჭამს.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. საუკუნის დასაწყისში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კრავიჭამია ამოწყვეტილი იქნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე. კრავიჭამია შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველი, რომელიც ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები