ევდოქსი კნიდელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ევდოქსი კნიდელი''' (ძვ. წ. ≈ 408 – ≈ 355), ძველი [[საბერძნეთი|საბერძნე...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კნიდელი ევდოქსი“ გადაიტანა გვერდზე „ევდოქსი კნიდელი“ გადამისა...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 16:11, 13 ივლისი 2023 მდგომარეობით
ევდოქსი კნიდელი (ძვ. წ. ≈ 408 – ≈ 355), ძველი საბერძნეთის მათემატიკოსი და ასტრონომი; დააფუძნა „მათემატიკური ანალიზის“ საფუძვლები – შექმნა ერთგვაროვანი სიდიდეების შეფარდებათა ზოგადი თეორია; ფართობებისა და მოცულობების განსასაზღვრავად შეიმუშავა ამოწურვის მეთოდი (ზღვართა თეორიის ელემენტები); მან პირველმა დაამტკიცა, რომ კონუსი ტოლდიდია 1/3 ცილინდრისა, რომლის ფუძე და სიმაღლე შესაბამისად ემთხვევა კონუსის ფუძესა და სიმაღლეს; შეეცადა აეხსნა პლანეტების მოძრაობა; საფუძველი ჩაუყარა სფერულ გეომეტრიას.