გოდარი ჟან-ლუკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟან-ლუკ გოდარი“ გადაიტანა გვერდზე „გოდარი ჟან-ლუკ“ გადამისამა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Example.png|thumb|ჟან-ლუკ გოდარი]]
+
[[ფაილი:Jan-luk godari.PNG|thumb|ჟან-ლუკ გოდარი]]
 
'''ჟან-ლუკ გოდარი''' – (დაიბადა 1930 წელს პარიზში, [[საფრანგეთი]]) — ფრანკო-შვეიცარიელი [[კინორეჟისორი]], მსახიობი, სცენარისტი და კინოპროდუსერი. ის კინემატოგრაფში ფრანგული ახალი ტალღის სათავეებთან იდგა. 1960-იან წლებში მის მიერ გადაღებულმა ფილმებმა რევოლუციური გავლენა მოახდინა მსოფლიო [[კინემატოგრაფი|კინემატოგრაფზე]].
 
'''ჟან-ლუკ გოდარი''' – (დაიბადა 1930 წელს პარიზში, [[საფრანგეთი]]) — ფრანკო-შვეიცარიელი [[კინორეჟისორი]], მსახიობი, სცენარისტი და კინოპროდუსერი. ის კინემატოგრაფში ფრანგული ახალი ტალღის სათავეებთან იდგა. 1960-იან წლებში მის მიერ გადაღებულმა ფილმებმა რევოლუციური გავლენა მოახდინა მსოფლიო [[კინემატოგრაფი|კინემატოგრაფზე]].
  

მიმდინარე ცვლილება 14:34, 11 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ჟან-ლუკ გოდარი

ჟან-ლუკ გოდარი – (დაიბადა 1930 წელს პარიზში, საფრანგეთი) — ფრანკო-შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და კინოპროდუსერი. ის კინემატოგრაფში ფრანგული ახალი ტალღის სათავეებთან იდგა. 1960-იან წლებში მის მიერ გადაღებულმა ფილმებმა რევოლუციური გავლენა მოახდინა მსოფლიო კინემატოგრაფზე.

1960 წელს გოდარმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“, რომელმაც „ახალი ტალღის“ დაბადება ამცნო მსოფლიო კინემატოგრაფს. 60-იან წლებში მისი ფილმები საზოგადოების მიერ განცდილ რთულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებს იკვლევს.გოდარი აქტიურად მონაწილეობს 1968 წლის მაისის მოვლენებში. არის „მემარცხენე მოძრაობის“ ერთ-ერთი იდეური ლიდერი, იღებს რამდენიმე პროპაგანდისტულ ფილმს. მოგვიანებით გოდარი უბრუნდება „დიდ კინოს“ და ქმნის რამდენიმე მნიშვნელოვან ფილმს.

[რედაქტირება] ფილმოგრაფია:

  • 1959 — „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“
  • 1961 — „ქალი ქალია“
  • 1962 — „ცხოვრობდე საკუთარი ცხოვრებით“
  • 1965 — „ალფავილი“
  • 1965 — „შეშლილი პიერო“
  • 1967 — „უიქ-ენდი“
  • 1982 — „ვნება“
  • 1983 — „სახელი: კარმენი“
  • 1990 — „ახალი ტალღა“
  • 1996 — „მოცარტი - მარად“
  • 2010 — „სოციალიზმი“
  • 2013 — „3x3D“
  • 2013 — „სიტყვებო, ნახვამდის!“

და სხვა.

[რედაქტირება] ჯილდოები:

  • 1965 — „ალფავილი“ („ოქროს დათვი“ ბერლინის კინოფესტივალი)
  • 1983 — „სახელი: კარმენი“ („წმ. მარკოზის ოქროს ლომი“ ვენეციის კინოფესტივალი)


[რედაქტირება] წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები