კუროსავა აკირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: აკირა კუროსავა '''აკირა კუროსავა''' – (1910-1998) – დი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აკირა კუროსავა“ გადაიტანა გვერდზე „კუროსავა აკირა“ გადამისამ...) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Akira kurosava.PNG|thumb|აკირა კუროსავა]] | + | [[ფაილი:Akira kurosava.PNG|thumb|250პქ|აკირა კუროსავა]] |
'''აკირა კუროსავა''' – (1910-1998) – დიდი იაპონელი [[კინორეჟისორი]], სცენარისტი და პროდუსერი. ითვლება ერთერთ ყველაზე უფრო გავლენიან კინორეჟისორად [[კინო]]ს ისტორიაში. თავისი 57-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა 30 ფილმი. | '''აკირა კუროსავა''' – (1910-1998) – დიდი იაპონელი [[კინორეჟისორი]], სცენარისტი და პროდუსერი. ითვლება ერთერთ ყველაზე უფრო გავლენიან კინორეჟისორად [[კინო]]ს ისტორიაში. თავისი 57-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა 30 ფილმი. | ||
მიმდინარე ცვლილება 17:29, 13 აგვისტო 2023 მდგომარეობით
აკირა კუროსავა – (1910-1998) – დიდი იაპონელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი. ითვლება ერთერთ ყველაზე უფრო გავლენიან კინორეჟისორად კინოს ისტორიაში. თავისი 57-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა 30 ფილმი.
აკირა კუროსავა სამართლიანად ითვლება იაპონური კინოს კლასიკოსად, რომლის შემოქმედებამაც უზარმაზარი გავლენა იქონია არა მარტო ეროვნულ, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფზეც. ამასთან, საზღვარგარეთ ის ყოველთვის მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე თავის სამშობლოში.
აკირა კუროსავას ძირითადი დამსახურება ისაა, რომ მან დააახლოვა კინოხელოვნებაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციები და სამყაროს დაუტოვა უნიკალური კინემატოგრაფიული მემკვიდრეობა.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია:
- 1943 – „ძიუდოს გენია“
- 1944 – „ყველაზე ლამაზები“
- 1948 – „მთვრალი ანგელოზი“
- 1949 – „უპატრონო ძაღლი“
- 1950 – „რასემონი“
- 1951 – „იდიოტი“
- 1954 – „შვიდი სამურაი“
- 1957 – „სამეფო ტახტი სისხლში“
- 1961 – „მცველი“
- 1965 – „ჟღალი წვერი“
- 1970 – „ტრამვაის ბორბლების რახრახში“
- 1975 – „დერსუ უზალა“
- 1980 – „კაგემუშა: მეომრის ჩრდილი“
- 1985 – „რანი“
- 1990 – „სიზმრები“
- 1991 – „აგვისტოს რაფსოდია“
და სხვ.
[რედაქტირება] ჯილდოები:
- 1951 – „რასემონი“ (ვენეციის სკფ. მთავარი პრიზი „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი“, იტალიელი კრიტიკოსების პრემია)
- 1954 – „ცხოვრება“ (ბერლინის სკფ. ბერლინის სენატის სპეციალური პრიზი)
- 1954 – „შვიდი სამურაი“ (ვენეციის სკფ. „ვერცხლის ლომი“)
- 1959 – „სამი არამზადა ფარულ ციხე-სიმაგრეში“ (ბერლინის სკფ. „ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“, ფიპრესის პრიზი)
- 1965 – „ჟღალი წვერი“ (ვენეციის სკფ. კინოს დარგში საერთაშ. კათოლიკ. ორგანიზაციის (OCIC) პრიზი)
- 1975 – „დერსუ უზალა“ (მოსკოვის სკფ ოქროს პრიზი, ფიპრესის პრიზი; „ოსკარი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
- 1980 – „კაგემუშა: მეომრის ჩრდილი“ (კანის სკფ „ოქროს პალმის რტო“; ევროპული კინოაკადემიის პრიზი „სეზარი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის; ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზი BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის)
- 1982 – ვენეციის სკფ. „ოქროს ლომი“ მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
- 1987 – „რანი“ (ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზი BAFTA საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
- 1990 – საპატიო „ოსკარი“ კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.