ბისტიკაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(ლიტერატურა)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბისტიკაური, (იგივე ფისტიკაური)'''– 10 ან 20-მარცვლიანი ქორე-დაქტილური სალექსო საზომი. შაირის შემდეგ ყველაზე გავრცელებული მეტრი ქართულ პოეზიაში. განსხვავებით ჩახრუხაულისა და შავთელურისაგან, ბისტიკაურს რითმა მხოლოდ ოცმარცვლიანი სტრიქონის ან ათმარცვლიანი სტრიქონის შემდეგ მოუდის. ხალხურში გვხვდება ბისტიკაურის ურითმო ნიმუშებიც. [[მამუკა ბარათაშვილი|მამუკა ბარათაშვილს]]  ბისტიკაურის (ფისტიკაურის) ნიმუშად შემდეგი ლექსი მოყავს:
+
'''ბისტიკაური, (იგივე ფისტიკაური)'''– 10 ან 20-მარცვლიანი ქორე-დაქტილური სალექსო საზომი. [[შაირი]]ს შემდეგ ყველაზე გავრცელებული მეტრი ქართულ პოეზიაში. განსხვავებით ჩახრუხაულისა და შავთელურისაგან, ბისტიკაურს რითმა მხოლოდ ოცმარცვლიანი სტრიქონის ან ათმარცვლიანი სტრიქონის შემდეგ მოუდის. ხალხურში გვხვდება ბისტიკაურის ურითმო ნიმუშებიც. [[მამუკა ბარათაშვილი|მამუკა ბარათაშვილს]]  ბისტიკაურის (ფისტიკაურის) ნიმუშად შემდეგი ლექსი მოყავს:
  
 
:::::ერთი იგავი მახსოვს მოყვრისა!! მცნობილთა ბრძენთა  
 
:::::ერთი იგავი მახსოვს მოყვრისა!! მცნობილთა ბრძენთა  
ხაზი 28: ხაზი 28:
  
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
ჯ. ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.  
+
ჯ. ბარდაველიძე, ქართული [[ხალხური ლექსი]]ს საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 14:55, 4 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ბისტიკაური, (იგივე ფისტიკაური)– 10 ან 20-მარცვლიანი ქორე-დაქტილური სალექსო საზომი. შაირის შემდეგ ყველაზე გავრცელებული მეტრი ქართულ პოეზიაში. განსხვავებით ჩახრუხაულისა და შავთელურისაგან, ბისტიკაურს რითმა მხოლოდ ოცმარცვლიანი სტრიქონის ან ათმარცვლიანი სტრიქონის შემდეგ მოუდის. ხალხურში გვხვდება ბისტიკაურის ურითმო ნიმუშებიც. მამუკა ბარათაშვილს ბისტიკაურის (ფისტიკაურის) ნიმუშად შემდეგი ლექსი მოყავს:

ერთი იგავი მახსოვს მოყვრისა!! მცნობილთა ბრძენთა
ტკბილად ნათჭმისა:
საქმე ყოველი I არის კაცისა!! არა თუ კაცი! ყოელის საქმისა.

ბისტიკაურს ყოველი ათმარცვლიანი სტრიქონის შემდეგ ახასიათებს მკვეთრი ცეზურა მკრთალი ცეზურა იგრძნობა აგრეთვე ხუთმარცვლიანი მონაკვეთების შემდეგ, რაც ტერფის ან ტერფების საფუძველს ქმნის. ბისტიკაური გაცილებით უფრო ძველი ჩანს, ვიდრე მისი მონათესავე ჩახრუხაძეული და შავთელური საზომები, ბისტიკაურის ერთი სტრიქონის ნიმუში შემჩნეულია ჯერ კიდევ პროკოპის მარტვილობის ტექსტში (VI-VII სს.):

„არა კეთილ არს მრავალ უფლება, ერთ უფალ იყავნ და ერთ მეუფე“. ანალოგიური სტრიქონი დამოწმებულია აგრეთვე ეფრემ მცირესთან „ამის ვისიმე დგომა ცხენისა სასმენელ იქმნა ბაგათა ზედა“. რადგან ორივე ეს ნიმუში ჰომეროსის „ილიადას” თარგმანის ფრაგმენტებს წარმოადგენს, ზოგმა მკვლევარმა, ბისტიკაურისა და მასთან დაკავშირებით შავთელური და ჩახრუხაული საზომების წარმოშობა ბერძნული დაქტილური საზომის მიბაძვას დაუკავშირა. მოსაზრებას ბისტიკაურის მწიგნობრული წარმოშობის შესახებ საფუძველს აცლის ქართულ ხალხურ პოეზიაში ფართოდ გავრცელებული ათმარცვლიანი აშკარად არქაული საზომები, როგორიცაა, მაგალითად:

მაღლა მთას მოდგა უცხო ფრინველი,
უცხო ფრინველი, ორბი ფრთიანი. –
ან:
შავლეგ ჩამოხტა შავსა გრილოსა,
ომი მოგვიხდა, ომი, რა ომი!
ლეშის ნაკუწი გორათ დგებოდა,
სისხლის საღვარი ზღვას ერეოდა.

ეს საზომი ქართულ ხალხურ წიაღშია აღმოცენებული და ისევე როგორც შაირი შემდეგაა გადასული ლიტერატურაში გადამუშავებული სახით.

ჯ. ბარდაველიძე


[რედაქტირება] ლიტერატურა

ჯ. ბარდაველიძე, ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები