ნუცუბიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შალვა ნუცუბიძე“ გადაიტანა გვერდზე „ნუცუბიძე შალვა“)
 
(2 მომხმარებლების 16 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Shalva nutsubidze.jpg|thumb|'''შალვა ნუცუბიძე''']]
+
[[ფაილი:Shalva nutsubidze.jpg|thumb|150პქ|'''შალვა ნუცუბიძე''']]
'''შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე''' (. 1 დეკემბერი, 1888).
+
'''ნუცუბიძე ვარლამ (შალვა) ისაკის ძე''' - ''(14.XII.1888, სოფ. ფარცხანაყანევი - 1969)'' ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, [[საქართველო]]ს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ერთ-ერთი დამაარსებელი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  
  
==განათლება==
+
====ბიოგრაფია====
გიმნაზია გაათავა ქალ. ქუთაისში 1906 წ. უნივერსიტეტი პეტროგრადში გაათავა 1910 წ. ფილოლოგ. ფაკულტეტი.
+
1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 წელს მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916-1918 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თსუ-]]ის ერთ-ერთი დამაარსებელი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1918-1953 და 1960-1969 წლებში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1919-1921 წლებში იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო]]სა და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი საქართველოს [[სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია|სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან]]. ამ პარტიაში 1915 წლიდან გაწევრიანდა. ამ დრომდე კი, როგორც თავად წერს 1918 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში, იყო [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატი]]. შედიოდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში, რომელიც გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წლებში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას.
  
==განვლილი ცხოვრების ეტაპები==
+
1925-1926 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 1927 წელს მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ოცდაათიანი წლების II ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ „აღმოსავლური რენესანსის“ საკითხებს. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ეს ჰიპოთეზა წამოაყენა 1942 წელს. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ბელგიელი მეცნიერი და ბიზანტიოლოგი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა. [[შოთა რუსთაველი]]ს ვეფხისტყაოსნის ავტორის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში. ნუცუბიძის აზრით, ვეფხისტყაოსანი მოწინავე აღმოსავლეთის ქვეყნების საერთო კულტურული ცხოვრების პოეტური გამოსახვა და ქართული რენესანსის მწვერვალია. მისი დასაბუთებით, ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება - პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული. მან რუსულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, „აბდულმესიანი“, „თამარიანი“, ხალხური „ამირანიანი“. ცნობილია აგრეთვე ნუცუბიძის გამოკვლევები [[ესთეტიკა|ესთეტიკის]], ქართული კულტურის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე, ბერძნული „ბალავარიანის“ ქართული წარმომავლობის შესახებ და სხვ.  
1911-13 წ. მუშაობდა ლეიპციგის უნივერსიტეტში. ამავე წლებში დასტამბა შრომა რუს. ენაზე „Теорія науки“  ჟურნ. „Вопр. фил. и техн.
+
  
1917 წ. დაამთავრა სამაგისტრო გამოცდები და მიიღო უფლება პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფ.-დეკანატობისა. 1918 წ. მოწვეულ იქნა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე. პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წ. ს. დემოკრატ. პარტიაში. 1908 წ. კითხულობდა საჯარო ლექციებს მარქსიზმის ფილოსოფიაზე.
+
1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა [[რეჟიმი|რეჟიმის]] მხრიდან: დაპატიმრებული იყო 1921 და 1938-1940 წლებში, 1953-1960 წლებში გაძევებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა. თბილისის უნივერსიტეტში ნუცუბიძის მიერ 20-იან წლებში დაარსებული სემინარები იქცა ფილოსოფიური აზროვნების კერად, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მოაზროვნეები. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში. ([[დოდო ჭუმბურიძე]])
  
1911 წ. დაშორდა პოლიტიკურ წრეებს. ეწეოდა მხოლოდ აკადემიურ მუშაობას. 1915 წ. დაიწყო მუშაობა ს. ფედერალისტთა პარტიაში. 1917 წ. არჩეული იყო სრულიად რუსეთის, ეროვნულ სოციალ. პარტიების ცენტრალ. საბჭოში, რომლის წარმომადგენელი იყო „დემოკრატიულ თათბირზე“ პეტროგრადში, სადაც მთელი რუსეთის ეროვნებათა დეკლარაცია გამოაქვეყნა. ამავე ეროვნულ ფრაქციების პრეზიდიუმში იყო „რესპუბლიკის დროებით საბჭოში“. ამჟამად ს. . მთავარ კომიტეტის წევრია.
+
 
 +
 
 +
==თხზულებები==
 +
*შ. ნუცუბიძე, კითხვები ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაზე, ტომი I-II, სანკტ-პეტერბურგი, 1913 (რუსულად);
 +
*ხელოვნების თეორია, მონისტური ესთეტიკის საფუძვლები, თბ., 1920;
 +
*ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა ([[მონოგრაფია]]), ბერლინი-ლაიფციგი, 1926 (გერმანულად);
 +
*ფილოსოფია და სიბრძნე (მონოგრაფია), ბერლინი, 1931 (გერმანულად);
 +
*რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი (მონოგრაფია), თბ,. 1947, 1967 (რუსულად);
 +
*ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტომი I, თბ., 1956; ტომი II, თბ., 1958 (ქართულად).
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
*[[ხიდაშელი შალვა|შ. ხიდაშელი]], შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1969 (ახლავს ნუცუბიძის ბიბლიოგრაფია);
 +
*Ш. И. Нуцубидзе, (К 90-летию со дня рождения), Сборник, Тб., 1980;
 +
*სცსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 1378.
  
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [http://www.nplg.gov.ge/ilia/en/00001975/ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი]  
 
* [http://www.nplg.gov.ge/ilia/en/00001975/ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი]  
* [http://www.nplg.gov.ge/geo/history/14_dekemberi__daibada_Salva_nucubiZe/id213 ისტორიული კალენდარი]
 
 
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001271/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001271/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 +
* [https://civiledu.wordpress.com/2019/06/04/%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%94/ ნუცუბიძე შალვა ისაკის ძე]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი ფილოსოფოსები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 +
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლები]]
 +
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]  
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]  
[[კატეგორია:სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრები]]
+
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ნუცუბიძეები]]

მიმდინარე ცვლილება 15:13, 25 ივლისი 2025 მდგომარეობით

შალვა ნუცუბიძე

ნუცუბიძე ვარლამ (შალვა) ისაკის ძე - (14.XII.1888, სოფ. ფარცხანაყანევი - 1969) ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტურის ისტორიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის განხრით. 1911-1914 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაიფციგში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ორიგინალური ფილოსოფიური მოძღვრება - ალეთოლოგია. 1915 წელს მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1916-1918 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 იყო თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1918-1953 და 1960-1969 წლებში ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ამ პარტიაში 1915 წლიდან გაწევრიანდა. ამ დრომდე კი, როგორც თავად წერს 1918 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში, იყო სოციალ-დემოკრატი. შედიოდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში, რომელიც გამოეყო ძირითად პარტიას და 1921-1923 წლებში თანამშრომლობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, თუმცა მკაცრად აკრიტიკებდა მათ ეროვნულ პოლიტიკას.

1925-1926 წლებში იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 1927 წელს მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ოცდაათიანი წლების II ნახევრიდან ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ „აღმოსავლური რენესანსის“ საკითხებს. დიდი წვლილი შეიტანა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხის კვლევაში. ეს ჰიპოთეზა წამოაყენა 1942 წელს. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ბელგიელი მეცნიერი და ბიზანტიოლოგი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ავტორის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში. ნუცუბიძის აზრით, ვეფხისტყაოსანი მოწინავე აღმოსავლეთის ქვეყნების საერთო კულტურული ცხოვრების პოეტური გამოსახვა და ქართული რენესანსის მწვერვალია. მისი დასაბუთებით, ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება - პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული. მან რუსულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, „აბდულმესიანი“, „თამარიანი“, ხალხური „ამირანიანი“. ცნობილია აგრეთვე ნუცუბიძის გამოკვლევები ესთეტიკის, ქართული კულტურის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე, ბერძნული „ბალავარიანის“ ქართული წარმომავლობის შესახებ და სხვ.

1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან: დაპატიმრებული იყო 1921 და 1938-1940 წლებში, 1953-1960 წლებში გაძევებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა. თბილისის უნივერსიტეტში ნუცუბიძის მიერ 20-იან წლებში დაარსებული სემინარები იქცა ფილოსოფიური აზროვნების კერად, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მოაზროვნეები. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში. (დოდო ჭუმბურიძე)


[რედაქტირება] თხზულებები

  • შ. ნუცუბიძე, კითხვები ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაზე, ტომი I-II, სანკტ-პეტერბურგი, 1913 (რუსულად);
  • ხელოვნების თეორია, მონისტური ესთეტიკის საფუძვლები, თბ., 1920;
  • ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა (მონოგრაფია), ბერლინი-ლაიფციგი, 1926 (გერმანულად);
  • ფილოსოფია და სიბრძნე (მონოგრაფია), ბერლინი, 1931 (გერმანულად);
  • რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი (მონოგრაფია), თბ,. 1947, 1967 (რუსულად);
  • ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტომი I, თბ., 1956; ტომი II, თბ., 1958 (ქართულად).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შ. ხიდაშელი, შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1969 (ახლავს ნუცუბიძის ბიბლიოგრაფია);
  • Ш. И. Нуцубидзе, (К 90-летию со дня рождения), Сборник, Тб., 1980;
  • სცსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 1378.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები