ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: <big>'''ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობა'''</big> — სასულიერო მწერლობის ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
<big>'''ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობა'''</big> — სასულიერო მწერლობის დარგი, რომლის საგანია რელიგიური ცხოვრების შინაგანი მხარე, უშუალო მიმართება ღმერთთან ([[მისტიკა]]) და [[ქრისტიანობა|ქრისტიანთა]] ცხოვრებისეული ყოფა ([[ასკეტიკა]]). მისი წარმოშობა დაკავშირებულია სამონასტრო ცხოვრებასთან. VII ს-მდე ჩვენში ამ რიგის ლიტერატურა თარგმანებით ამოიწურებოდა. VII საუკუნემ შემოგვინახა ერთი ორიგინალური ძეგლი — მარტვირი საბაწმინდელის „სინანულისათვის და სიმდაბლისა“. თარგმნილ ავტორთაგან ზოგი მხოლოდ ქართული თარგმანითაა ცნობილი (სტეფანე მძოვარი, პიმენი, საჰაკ მონაზონი, აბრაჰამ მონაზონი). X საუკუნემდე უთარგმნიათ ცნობილ ასკეტთა და მისტიკოსთა თხზულებანი (ანტონ დიდის, ამბა ამონას, მარკოზ მონაზონის, არსენ ჰრომაელის, სვიმეონ მესვეტის, იოანე მოსხის, იოანე სინელის, მაკარი მეგვიპტელის, [[ასურელი მამები|ეფრემ ასური]]ს შრომები) და საგანგებო კრებულები, რომლებშიც თავმოყრილი იყო გამოჩენილ მოღვაწეთა (არაუგვიანეს V საუკუნისა) თხზულებანი, სენტენციები, ნაკვესები და [[აფორიზმი|აფორიზმები.]] ზოგიერთ, ასეთ კრებულებში შედიოდა ამა თუ იმ ასკეტის მოკლე მოძღვრება, მსჯელობა ამა თუ იმ ზნეობრივ თემაზე. ცნობილია ამგვარი კრებულის ის რედაქცია, რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში შეუდგენიათ ბერძნულად და VI საუკუნეში უთარგმნიათ ლათინურად. შემდეგ ამ კრებულს თანდათანობით ავსებდნენ. IX საუკუნეში ფოტი [[პატრიარქი|პატრიარქს]] ხელთ ჰქონია ეს კრებული. ნაშრომი ქართულად სამი სხვადასხვა რედაქციითაა თარგმნილი. ფიქრობენ, რომ პირველი რედაქცია შესრულებულია X საუკუნემდე გაცილებით ადრე. მეორე რედაქციის მთარგმნელი არის ექვთიმე ათონელი, ხოლო მესამე რედაქცია თეოფილე ხუცესმონაზონს ეკუთვნის. ამავე კრებულის თავისებურ რედაქციას წარმოადგენს ნაწარმოები, რომელიც მოთავსებულია [[ათონის ივერთა მონასტერი|ივერთა მონასტრი]]ს მეათე საუკუნის ხელნაწერში („გამოკრებულნი სადაითვე სიტყვანი წმიდათა მამათანი“). X საუკუნემდე უნდა ეთარგმნათ ერთი ასკეტური კრებული, რომელსაც ეწოდება „თხრობანი წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათანი“ - მოკლე მოთხრობანი საეკლესიო მოღვაწეთა შესახებ. ასკეტურ-მისტიკური ლიტერატურის თარგმნას დიდი ამაგი დასდო ექვთიმე ათონელმა. ნაყოფიერად უმუშავნიათ ამ დარგში სტეფანე ათონელსა და თეოფილე ხუცესმონაზონს. ქართულად არსებობს ბასილი კაპადოკიელის „ასკეტიკონის“ („სამოღვაწეო წიგნის“) თარგმანიც. XVIII საუკუნეში გაბრიელ მცირეს შეუდგენია შვიდი ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის კრებული. იმავე საუკუნეში არჩილ მეფეს თუ მის ვაჟს ალექსანდრეს უთარგმნია რუსულიდან კრებული, რომელიც წმიდანთა ხსენებისა და მათი ბიოგრაფიების გარდა შეიცავს (ექსცერპტებს მამებისა და ასკეტების თხზულებებიდან.
+
<big>'''ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობა'''</big> — სასულიერო მწერლობის დარგი, რომლის საგანია რელიგიური ცხოვრების შინაგანი მხარე, უშუალო მიმართება ღმერთთან ([[მისტიკა]]) და [[ქრისტიანობა|ქრისტიანთა]] ცხოვრებისეული ყოფა ([[ასკეტიკა]]). მისი წარმოშობა დაკავშირებულია სამონასტრო ცხოვრებასთან. VII ს-მდე ჩვენში ამ რიგის ლიტერატურა თარგმანებით ამოიწურებოდა. VII საუკუნემ შემოგვინახა ერთი ორიგინალური ძეგლი — მარტვირი საბაწმინდელის „სინანულისათვის და სიმდაბლისა“. თარგმნილ ავტორთაგან ზოგი მხოლოდ ქართული თარგმანითაა ცნობილი (სტეფანე მძოვარი, პიმენი, საჰაკ მონაზონი, აბრაჰამ მონაზონი). X საუკუნემდე უთარგმნიათ ცნობილ ასკეტთა და მისტიკოსთა თხზულებანი (ანტონ დიდის, ამბა ამონას, მარკოზ მონაზონის, არსენ ჰრომაელის, სვიმეონ მესვეტის, იოანე მოსხის, იოანე სინელის, მაკარი მეგვიპტელის, [[ასურელი მამები|ეფრემ ასური]]ს შრომები) და საგანგებო კრებულები, რომლებშიც თავმოყრილი იყო გამოჩენილ მოღვაწეთა (არაუგვიანეს V საუკუნისა) თხზულებანი, სენტენციები, ნაკვესები და [[აფორიზმი|აფორიზმები.]] ზოგიერთ, ასეთ კრებულებში შედიოდა ამა თუ იმ ასკეტის მოკლე მოძღვრება, მსჯელობა ამა თუ იმ ზნეობრივ თემაზე. ცნობილია ამგვარი კრებულის ის რედაქცია, რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში შეუდგენიათ ბერძნულად და VI საუკუნეში უთარგმნიათ ლათინურად. შემდეგ ამ კრებულს თანდათანობით ავსებდნენ. IX საუკუნეში ფოტი [[პატრიარქი|პატრიარქს]] ხელთ ჰქონია ეს კრებული. ნაშრომი ქართულად სამი სხვადასხვა რედაქციითაა თარგმნილი. ფიქრობენ, რომ პირველი რედაქცია შესრულებულია X საუკუნემდე გაცილებით ადრე. მეორე რედაქციის მთარგმნელი არის ექვთიმე ათონელი, ხოლო მესამე რედაქცია თეოფილე ხუცესმონაზონს ეკუთვნის. ამავე კრებულის თავისებურ რედაქციას წარმოადგენს ნაწარმოები, რომელიც მოთავსებულია [[ათონის ივერთა მონასტერი|ივერთა მონასტრი]]ს მეათე საუკუნის ხელნაწერში („გამოკრებულნი სადაითვე სიტყვანი წმიდათა მამათანი“). X საუკუნემდე უნდა ეთარგმნათ ერთი ასკეტური კრებული, რომელსაც ეწოდება „თხრობანი წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათანი“ - მოკლე მოთხრობანი საეკლესიო მოღვაწეთა შესახებ. ასკეტურ-მისტიკური ლიტერატურის თარგმნას დიდი ამაგი დასდო ექვთიმე ათონელმა. ნაყოფიერად უმუშავნიათ ამ დარგში [[სტეფანე ათონელი|სტეფანე ათონელსა]] და თეოფილე ხუცესმონაზონს. ქართულად არსებობს ბასილი კაპადოკიელის „ასკეტიკონის“ („სამოღვაწეო წიგნის“) თარგმანიც. XVIII საუკუნეში გაბრიელ მცირეს შეუდგენია შვიდი ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის კრებული. იმავე საუკუნეში არჩილ მეფეს თუ მის ვაჟს ალექსანდრეს უთარგმნია რუსულიდან კრებული, რომელიც წმიდანთა ხსენებისა და მათი ბიოგრაფიების გარდა შეიცავს (ექსცერპტებს მამებისა და ასკეტების თხზულებებიდან.
  
  
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
  
[[კატეგორია: სასულიერო მწერლობა]]
+
[[კატეგორია: სასულიერო მწერლობა ]]
[[კატეგორია: თარგმანები]]
+
[[კატეგორია: ლიტერატურული ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 00:24, 19 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ასკეტიკურ-მისტიკური მწერლობა — სასულიერო მწერლობის დარგი, რომლის საგანია რელიგიური ცხოვრების შინაგანი მხარე, უშუალო მიმართება ღმერთთან (მისტიკა) და ქრისტიანთა ცხოვრებისეული ყოფა (ასკეტიკა). მისი წარმოშობა დაკავშირებულია სამონასტრო ცხოვრებასთან. VII ს-მდე ჩვენში ამ რიგის ლიტერატურა თარგმანებით ამოიწურებოდა. VII საუკუნემ შემოგვინახა ერთი ორიგინალური ძეგლი — მარტვირი საბაწმინდელის „სინანულისათვის და სიმდაბლისა“. თარგმნილ ავტორთაგან ზოგი მხოლოდ ქართული თარგმანითაა ცნობილი (სტეფანე მძოვარი, პიმენი, საჰაკ მონაზონი, აბრაჰამ მონაზონი). X საუკუნემდე უთარგმნიათ ცნობილ ასკეტთა და მისტიკოსთა თხზულებანი (ანტონ დიდის, ამბა ამონას, მარკოზ მონაზონის, არსენ ჰრომაელის, სვიმეონ მესვეტის, იოანე მოსხის, იოანე სინელის, მაკარი მეგვიპტელის, ეფრემ ასურის შრომები) და საგანგებო კრებულები, რომლებშიც თავმოყრილი იყო გამოჩენილ მოღვაწეთა (არაუგვიანეს V საუკუნისა) თხზულებანი, სენტენციები, ნაკვესები და აფორიზმები. ზოგიერთ, ასეთ კრებულებში შედიოდა ამა თუ იმ ასკეტის მოკლე მოძღვრება, მსჯელობა ამა თუ იმ ზნეობრივ თემაზე. ცნობილია ამგვარი კრებულის ის რედაქცია, რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში შეუდგენიათ ბერძნულად და VI საუკუნეში უთარგმნიათ ლათინურად. შემდეგ ამ კრებულს თანდათანობით ავსებდნენ. IX საუკუნეში ფოტი პატრიარქს ხელთ ჰქონია ეს კრებული. ნაშრომი ქართულად სამი სხვადასხვა რედაქციითაა თარგმნილი. ფიქრობენ, რომ პირველი რედაქცია შესრულებულია X საუკუნემდე გაცილებით ადრე. მეორე რედაქციის მთარგმნელი არის ექვთიმე ათონელი, ხოლო მესამე რედაქცია თეოფილე ხუცესმონაზონს ეკუთვნის. ამავე კრებულის თავისებურ რედაქციას წარმოადგენს ნაწარმოები, რომელიც მოთავსებულია ივერთა მონასტრის მეათე საუკუნის ხელნაწერში („გამოკრებულნი სადაითვე სიტყვანი წმიდათა მამათანი“). X საუკუნემდე უნდა ეთარგმნათ ერთი ასკეტური კრებული, რომელსაც ეწოდება „თხრობანი წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათანი“ - მოკლე მოთხრობანი საეკლესიო მოღვაწეთა შესახებ. ასკეტურ-მისტიკური ლიტერატურის თარგმნას დიდი ამაგი დასდო ექვთიმე ათონელმა. ნაყოფიერად უმუშავნიათ ამ დარგში სტეფანე ათონელსა და თეოფილე ხუცესმონაზონს. ქართულად არსებობს ბასილი კაპადოკიელის „ასკეტიკონის“ („სამოღვაწეო წიგნის“) თარგმანიც. XVIII საუკუნეში გაბრიელ მცირეს შეუდგენია შვიდი ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის კრებული. იმავე საუკუნეში არჩილ მეფეს თუ მის ვაჟს ალექსანდრეს უთარგმნია რუსულიდან კრებული, რომელიც წმიდანთა ხსენებისა და მათი ბიოგრაფიების გარდა შეიცავს (ექსცერპტებს მამებისა და ასკეტების თხზულებებიდან.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960, გვ.- 544-550;
  • ე. ხინთიბიძე, ბასილი კაპადოკიელის „სამოძღვრო წიგნის“ ქართული რედაქციები, 1968


[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები