მიქელაძე ზურაბ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიქელაძე ზურაბ“ გადაიტანა გვერდზე „ზურაბ მიქელაძე“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სამეცნიერო თარგმანის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. | 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სამეცნიერო თარგმანის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. | ||
| − | ზ. მიქელაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კვანტორების სემანტიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია, კერძოდ, | + | ზ. მიქელაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კვანტორების [[სემანტიკა]], ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია, კერძოდ, |
არისტოტელეს მოძღვრების გააზრება სიმბოლური ლოგიკის შუქზე. ის სისტემატურად მონაწილეობდა ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიმპოზიუმების, აგრეთვე საკავშირო კონფერენციების მუშაობაში. | არისტოტელეს მოძღვრების გააზრება სიმბოლური ლოგიკის შუქზე. ის სისტემატურად მონაწილეობდა ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიმპოზიუმების, აგრეთვე საკავშირო კონფერენციების მუშაობაში. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:20, 19 თებერვალი 2024 მდგომარეობით
ზურაბ მიქელაძე – (1917-1993) - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, (1985) პროფესორი (1987), დაიბადა ქუთაისში; 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით და ჩაირიცხა ასპირანტურაში ლოგიკის სპეციალობით. 1946 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით. 1956 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ლოგიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლოგიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო 1975-1989 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის გამგედ.
1978 წელს მიიწვიეს მოსკოვში არისტოტელეს „ორგანონის“ რუსული თარგმანის რედაქტირებისა და კომენტირებისთვის.
1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სამეცნიერო თარგმანის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე.
ზ. მიქელაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო კვანტორების სემანტიკა, ლოგიკის ფილოსოფია და ისტორია, კერძოდ, არისტოტელეს მოძღვრების გააზრება სიმბოლური ლოგიკის შუქზე. ის სისტემატურად მონაწილეობდა ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიმპოზიუმების, აგრეთვე საკავშირო კონფერენციების მუშაობაში.
[რედაქტირება] თხზულებები
- „ლოგიკის ისტორია. პარალელური კონცეფციოგრაფიები“. კონსპექტური კურსი, ნაწილი პირველი (თბილისი, 1992);
- Основоположения логики Аристотеля Москва, „Мысль“, 1978.
- Семантический анализ неклассической логики