რეფრაქცია ტალღებისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რეფრაქცია ტალღებისა''' – ტალღების გავრცელების [[მიმა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტალღების რეფრაქცია“ გადაიტანა გვერდზე „რეფრაქცია ტალღებისა“ ...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 16:28, 20 თებერვალი 2024 მდგომარეობით
რეფრაქცია ტალღებისა – ტალღების გავრცელების მიმართულების დამახინჯება არაერთგვაროვან გარემოში, რომელშიც ტალღების სიჩქარე კოორდინატების უწყვეტი ფუნქციაა. ბგერის რეფრაქცია ატმოსფეროში განპირობებულია ჰაერის ტემპერატურის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების სივრცობრივი ცვლილებით. რადიოტალღების რეფრაქცია ატმოსფეროში თავს იჩენს დედამიწის ზედაპირის გასწვრივ რადიოტალღების გავრცელებისას. სინათლის რეფრაქციას ატმოსფეროში იწვევს მისი სიმკვრივის ცვლილება სიმაღლის მიხედვით.