მჭედლიძე ესტატე
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:BOSLEVELI.png|thumb|180პქ|ესტატე მჭედლიძე]] | [[ფაილი:BOSLEVELI.png|thumb|180პქ|ესტატე მჭედლიძე]] | ||
| − | ''' | + | '''მჭედლიძე ესტატე''' – (ფსევდონიმები: „ბოსლეველი“, „გარე მაყურებელი“, „მანელი“, „ევ. მ-ძე“), (1854-1885) — კრიტიკოსი, პუბლიცისტი. |
| + | |||
| + | გაიზარდა ღარიბი [[მღვდელი|მღვდლის]] ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ [[თბილისი|თბილისის]] სასულიერო სემინარიებში. სწავლა განაგრძო მოსკოვის ტექნიკურ სასწავლებელში (1870–74), რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ დაასრულა. მცირე ხანს მასწავლებლობის შემდეგ მსახურობდა ქუთაისის საეპარქიო კანცელარიაში მდივნად. მისი პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილები, [[ფელეტონი|ფელეტონები]] გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა „ივერიაში“, „[[დროება (გაზეთი)|დროებასა]]“ და „[[შრომა (გაზეთი)|შრომაში]]“ (1881-83 წლებში აქ დაბეჭდილმა კრიტიკულმა წერილებმა მისცეს ამ გაზეთს რადიკალურ–დემოკრატიული მიმართულება). კრიტიკულ მიმოხილვებში ბოსლეველმა შეაფასა „ივერიისა“ და „იმედის“ საქმიანობა და გაანალიზა იმ [[ქართველები|ქართველ]] მწერალთა შემოქმედება, რომელთა თხზულებებიც 80-იან წლებში იბეჭდებოდა ამავე ჟურნალებში ([[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძის]] „განდეგილი“, [[ერისთავი დავით|დ. ერისთავის]] „სამშობლო“, გ. ზდანოვიჩის „წერილი ჩვენ ქართველ მოღვაწეთა მიმართ“, [[ყაზბეგი ალექსანდრე|ყაზბეგის]] „ციკო“...). ბოსლეველი ამხილებდა ბიუროკრატულ სისტემას, ილაშქრებდა ადმინისტრაციისა და სოციალურ-ეკონომიური იერარქიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ეხებოდა [[ეკონომიკა|ეკონომიკის]] საკითხებსაც („იმედი“ და მისი კრიტიკოსი პუბლიცისტები“, 1882, „შრომა“, 1882, N48, 1883, N1, 3), აქტიურად მონაწილეობდა 80-იანი წლების დასაწყისში ქართული პრესის ფურცლებზე ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში. | ||
მიმდინარე ცვლილება 19:51, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
მჭედლიძე ესტატე – (ფსევდონიმები: „ბოსლეველი“, „გარე მაყურებელი“, „მანელი“, „ევ. მ-ძე“), (1854-1885) — კრიტიკოსი, პუბლიცისტი.
გაიზარდა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიებში. სწავლა განაგრძო მოსკოვის ტექნიკურ სასწავლებელში (1870–74), რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ დაასრულა. მცირე ხანს მასწავლებლობის შემდეგ მსახურობდა ქუთაისის საეპარქიო კანცელარიაში მდივნად. მისი პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილები, ფელეტონები გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა „ივერიაში“, „დროებასა“ და „შრომაში“ (1881-83 წლებში აქ დაბეჭდილმა კრიტიკულმა წერილებმა მისცეს ამ გაზეთს რადიკალურ–დემოკრატიული მიმართულება). კრიტიკულ მიმოხილვებში ბოსლეველმა შეაფასა „ივერიისა“ და „იმედის“ საქმიანობა და გაანალიზა იმ ქართველ მწერალთა შემოქმედება, რომელთა თხზულებებიც 80-იან წლებში იბეჭდებოდა ამავე ჟურნალებში (ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“, დ. ერისთავის „სამშობლო“, გ. ზდანოვიჩის „წერილი ჩვენ ქართველ მოღვაწეთა მიმართ“, ყაზბეგის „ციკო“...). ბოსლეველი ამხილებდა ბიუროკრატულ სისტემას, ილაშქრებდა ადმინისტრაციისა და სოციალურ-ეკონომიური იერარქიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ეხებოდა ეკონომიკის საკითხებსაც („იმედი“ და მისი კრიტიკოსი პუბლიცისტები“, 1882, „შრომა“, 1882, N48, 1883, N1, 3), აქტიურად მონაწილეობდა 80-იანი წლების დასაწყისში ქართული პრესის ფურცლებზე ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში.
[რედაქტირება] თხზულებები
- ბოსლეველი, ნაწერები, 1961.[[1]]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ვ. გაგოიძე. ნარკვევები XIX ს. ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის განვითარების ისტორიიდან საქართველოში, 1964.[[2]]