პაპუწისშვილი-ქსიფილინოსი იოანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „პაპუწისშვილი-ქსიფილინოსი იოანე“ გადაიტანა გვერდზე „[[იოანე ქსიფი...) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „იოანე ქსიფილინოსი“ გადაიტანა გვერდზე „[[პაპუწისშვილი-ქსიფილინოს...) |
მიმდინარე ცვლილება 11:36, 24 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
პაპუწისშვილი-ქსიფილინოსი იოანე – (XVIII ს.), მთარგმნელი, ერეკლე მეორის თანამედროვე გაქართველებული ბერძენი. ბერძნულიდან თარგმნიდა ლიტურგიკულ-კანონიკურ წიგნებს. 1788 წ. თბილისში მისი რედაქციით გამოიცა ბერძნულიდან თარგმნილი „ზატიკი“. სიონის დეკანოზის იოანე ოსეს ძის დახმარებით თარგმნა აგრეთვე კანონიკური შრომა „ქორწინებისა თავთათვის“. იოანე პაპუწისშვილს ბერძნულისთვის შეუდარებია გაიოზ რექტორის მიერ რუსულიდან თარგმნილი საეკლესიო წიგნები.