დეეტერსი გერჰარდტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 5: ხაზი 5:
 
დეეტერსს ყურადღება მიუქცევია [[ქართული დიალექტები|ქართული ენის დიალექტები]]სთვისაც. ამ მიზნით გამოუყენებია [[შანიძე აკაკი|ა. შანიძის]], არნ. ჩიქობავასა და ე. თოფურიას შრომები.
 
დეეტერსს ყურადღება მიუქცევია [[ქართული დიალექტები|ქართული ენის დიალექტები]]სთვისაც. ამ მიზნით გამოუყენებია [[შანიძე აკაკი|ა. შანიძის]], არნ. ჩიქობავასა და ე. თოფურიას შრომები.
  
რიგ შემთხვევაში დეეტერსი ემყარება [[ნიკო მარი|ნ. მარი]]ს „ჭანური ენის გრამატიკას“, ი. ყიფშიძის „მეგრული ენის გრამატიკას“, სვანურისთვის კი იყენებს ა. ონიანისა და ი. ნიჟარაძის ტექსტებს, ა. შანიძის გამოკვლევას „უმლაუტი სვანურში“, ამასთან ერთად, შანიძისეული კლასიფიკაციით, სვანურში ოთხ დიალექტს გამოყოფს (ბალსზემოურს, ბალსქვემოურს, ლაშხურსა და ლენტეხურს).  
+
რიგ შემთხვევაში დეეტერსი ემყარება [[ნიკო მარი|ნ. მარი]]ს „ჭანური ენის გრამატიკას“, ი. ყიფშიძის „მეგრული ენის გრამატიკას“, [[სვანური ენა|სვანურისთვის]] კი იყენებს [[ონიანი არსენ|ა. ონიანისა]] და ი. ნიჟარაძის ტექსტებს, ა. შანიძის გამოკვლევას „უმლაუტი სვანურში“, ამასთან ერთად, შანიძისეული კლასიფიკაციით, სვანურში ოთხ დიალექტს გამოყოფს (ბალსზემოურს, ბალსქვემოურს, ლაშხურსა და ლენტეხურს).  
  
„ქართველური ზმნა“ გამოქვეყნდა უფრო ადრე, ვიდრე დაიბეჭდებოდა ა. შანიძის „ქართული ენის გრამატიკა“ (1930), ნ. მარისა და [[ბრიერი მორის|მ. ბრიერი]]ს „ქართული ენა“ (1931), . თოფურიას „სვანური ენა, I ზმნა“ (1911). ამის გამო დეეტერსის ნაშრომის ზოგი საკითხი სადავოა.
+
„ქართველური ზმნა“ გამოქვეყნდა უფრო ადრე, ვიდრე დაიბეჭდებოდა [[შანიძე აკაკი|ა. შანიძის]] „ქართული ენის გრამატიკა“ (1930), ნ. მარისა და [[ბრიერი მორის|მ. ბრიერი]]ს „ქართული ენა“ (1931), [[თოფურია ვარლამ|ვ. თოფურია]]ს „სვანური ენა, I ზმნა“ (1911). ამის გამო დეეტერსის ნაშრომის ზოგი საკითხი სადავოა.
  
 
''გ. თოფურია''  
 
''გ. თოფურია''  

მიმდინარე ცვლილება 12:56, 20 თებერვალი 2024 მდგომარეობით

დეეტერსი გერჰარდტ ულრიხ ვოლდემარ (1892–1961), გერმანელი ენათმეცნიერი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიოლოგი და ქართველოლოგი. იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს. მასვე ეკუთვნის რამდენიმე წერილი შოთა რუსთაველზე და ნაშრომი „ქართული ლიტერატურა" (1963).

ქართველურ ენათა კვლევის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა „ქართველური ზმნა“ (Das Kharthwelische Verbum“, Leipzig, 1930). ამ ნაშრომში დეეტერსი ორ მიზანს ისახავდა: პირველ ყოვლისა, მას სურდა ნიადაგი მოემზადებინა ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის შესაქმნელად, შემდეგ კი ქართველური ენები შეედარებინა მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან და საბოლოოდ ამ ენათა მიმართება გაერკვია მცირე აზიისა და წინა აზიის ძველ ენებთან. ნაშრომი 15 თავისაგან შედგება. მასში თანამიმდევრულადაა განხილული ზმნისწინები, პირის აღმნიშვნელი პრეფიქსები და სუფიქსები, მრავლობითი რიცხვის სუფიქსები, დროის და გვართა წარმოება და ა. შ.

დეეტერსს ყურადღება მიუქცევია ქართული ენის დიალექტებისთვისაც. ამ მიზნით გამოუყენებია ა. შანიძის, არნ. ჩიქობავასა და ე. თოფურიას შრომები.

რიგ შემთხვევაში დეეტერსი ემყარება ნ. მარის „ჭანური ენის გრამატიკას“, ი. ყიფშიძის „მეგრული ენის გრამატიკას“, სვანურისთვის კი იყენებს ა. ონიანისა და ი. ნიჟარაძის ტექსტებს, ა. შანიძის გამოკვლევას „უმლაუტი სვანურში“, ამასთან ერთად, შანიძისეული კლასიფიკაციით, სვანურში ოთხ დიალექტს გამოყოფს (ბალსზემოურს, ბალსქვემოურს, ლაშხურსა და ლენტეხურს).

„ქართველური ზმნა“ გამოქვეყნდა უფრო ადრე, ვიდრე დაიბეჭდებოდა ა. შანიძის „ქართული ენის გრამატიკა“ (1930), ნ. მარისა და მ. ბრიერის „ქართული ენა“ (1931), ვ. თოფურიას „სვანური ენა, I ზმნა“ (1911). ამის გამო დეეტერსის ნაშრომის ზოგი საკითხი სადავოა.

გ. თოფურია

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ, იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები