კონტამინაცია (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კომპოზიტი''' – (ლათ. compositus), რთული სიტყვა,თხზული სახელი ([[აკაკი შ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კომპოზიტი''' – (ლათ. compositus), რთული სიტყვა,თხზული სახელი ([[აკაკი შანიძე|ა. შანიძე]]), ორი ან მეტი ფუძის შეერთებით წარმოქმნილი ლექსიკური ერთეული. კომპოზიტს, როგორც თხზული სიტყვაწარმოების პროდუქტს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ენის ლექსიკურ სისტემაში. კომპოზიტთა ანალიზი და კლასიფიკაცია საინტერესოა მათი მნიშვნელობის (ინტეგრირებული სემანტიკის), კომპონენტური შემადგენლობის, კომპონენტთა ადგილის, ფორმის, სემანტიკური ურთიერთმიმართების, მორფონოლოგიური პროცესების და სხვ. თვალსაზრისით. ენები მნიშვნელოვნად განსხვავდება კომპოზიტური სიტყვაწარმოების შესაძლებლობებითა და კომპოზიტთა აგებულება-შემადგენლობით, თუმცა საერთო ნიშნებიც მრავლად შეინიშნება.
+
'''კონტამინაცია''' – (ლათ. contaminatio – შერევა, შეხება, შერწყმა), [[ანალოგია (ენათმეცნიერება)|ანალოგიის]] ერთ-ერთი სახე, რომელიც გულისხმობს სამეტყველო ნაკადში ორი ენობრივი ერთეულის გაერთიანებას მათი სტრუქტურულ-ფუნქციონალური თუ სემანტიკური მსგავსების საფუძველზე. ჩვეულებრივ, კონტამინაცია ხდება მეტყველების პროცესში და განიხილება როგორც ლიტერატურული ნორმებიდან გადახვევა, მაგრამ ის, ამავე დროს, არის ახალი ენობრივი ელემენტების წარმოქმნის წყარო და მისი შედეგები ხშირად იქცევა ნორმად.
  
კომპოზიტური სიტყვაწარმოების საბოლოო შედეგის თვალსაზრისით დასტურდება როგორც ერთცნებიანი კომპოზიტები, რომელთა კომპონენტების დამოუკიდებელი სემანტიკა დაჩრდილულია და კომპოზიტი ერთი დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონეა (ცისკარი, თავლაფდასხმული, ქინძისთავი, თავქუდმოგლეჯილი, გულგახეთქილი…), ასევე ორცნებიანი კომპოზიტები, რომლებშიც კომპონენტთა მნიშვნელობები შენარჩუნებულია და კომპოზიტის მნიშვნელობა უდრის მათი მნიშვნელობების ჯამს (მთა-ბარი, გუდა-ნაბადი, რქა-მოტეხილი… ამ უკანასკნელთ, მათი ბუნების გათვალისწინებით, შერწყმულ სახელებსაც ეძახიან (ა. შანიძე). გამოყოფენ ტოლადშერწყმულ, ანუ თანაბარუფლებიან კომპონენტთა შემცველ კომპოზიტებს (დევ-გმირი, ავ-კარგი, ბედ-იღბალი…) და არტოლადშერწყმულ, ანუ მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპის კომპოზიტებს (შუბლთეთრი, ყურმოჭრილი, შავთვალა, სულგანაბული…).
+
კონტამინაცია გვხვდება ენის ყველა დონეზე. მაგ., სიტყვაში უმფროსი გვაქვს ზედმეტი [[მ]] მასთან ასოციაციურად დაკავშირებული სიტყვის უმცროსი-ს ანალოგიით. ფორმა რასთვის წარმოქმნილია ორი ენობრივი ერთეულის – რისთვის და რატომ ფორმების შერევით. გულიდან ვერ მოიშორა მიღებულია ორი გამოთქმიდან: თავიდან ვერ მოიშორა და გულიდან ვერ ამოიგდო. ასევეა მიღებული გამოთქმები: სტუმართმოყვარეობას გაუწევს (მასპინძლობას გაუწევს და სტუმართმოყვარეობას გამოიჩენს), მადლობა მოიხადა (ბოდიში მოიხადა, მადლობა გადაიხადა).
 
+
კომპოზიტთა აღნიშნულ კლასიფიკაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც მათი სტრუქტურული ანალიზის, ასევე ორთოგრაფიული და სხვ. საკითხების კვლევისას.
+
 
+
კომპოზიტების შესწავლა აქტუალურია როგორც ენის სისტემისა და სტრუქტურის სინქრონიული ანალიზის, ასევე ენობრივი ფაქტებისა და შესაბამისი პრობლემების ისტორიული კვლევის თვალსაზრისით.
+
 
+
''ა. არაბული''
+
  
 +
''ნ. იმნაძე''
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]

მიმდინარე ცვლილება 15:31, 29 იანვარი 2024 მდგომარეობით

კონტამინაცია – (ლათ. contaminatio – შერევა, შეხება, შერწყმა), ანალოგიის ერთ-ერთი სახე, რომელიც გულისხმობს სამეტყველო ნაკადში ორი ენობრივი ერთეულის გაერთიანებას მათი სტრუქტურულ-ფუნქციონალური თუ სემანტიკური მსგავსების საფუძველზე. ჩვეულებრივ, კონტამინაცია ხდება მეტყველების პროცესში და განიხილება როგორც ლიტერატურული ნორმებიდან გადახვევა, მაგრამ ის, ამავე დროს, არის ახალი ენობრივი ელემენტების წარმოქმნის წყარო და მისი შედეგები ხშირად იქცევა ნორმად.

კონტამინაცია გვხვდება ენის ყველა დონეზე. მაგ., სიტყვაში უმფროსი გვაქვს ზედმეტი მასთან ასოციაციურად დაკავშირებული სიტყვის უმცროსი-ს ანალოგიით. ფორმა რასთვის წარმოქმნილია ორი ენობრივი ერთეულის – რისთვის და რატომ ფორმების შერევით. გულიდან ვერ მოიშორა მიღებულია ორი გამოთქმიდან: თავიდან ვერ მოიშორა და გულიდან ვერ ამოიგდო. ასევეა მიღებული გამოთქმები: სტუმართმოყვარეობას გაუწევს (მასპინძლობას გაუწევს და სტუმართმოყვარეობას გამოიჩენს), მადლობა მოიხადა (ბოდიში მოიხადა, მადლობა გადაიხადა).

ნ. იმნაძე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები