პარონომაზია
(ახალი გვერდი: '''პარონომაზია, პარონომასია''' (ბერძნ. parōnomasia < para – ახლოს და onomazō – ვა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პარონომასია“ გადაიტანა გვერდზე „პარონომაზია“ გადამისამართე...) |
||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
განსაკუთრებით [[ებრაული ენა|ებრაულისათვის]], დამახასიათებელ მოვლენად არის მიჩნეული. ებრაულში პარონომაზია გადმოიცემა ერთი და იმავე ძირისაგან ნაწარმოები ორი ფორმით, რომელთაგან ერთი ინფინიტურია, ხოლო მეორე – ფინიტური. ეს ფორმები უშუალოდ მოსდევენ ერთმანეთს. | განსაკუთრებით [[ებრაული ენა|ებრაულისათვის]], დამახასიათებელ მოვლენად არის მიჩნეული. ებრაულში პარონომაზია გადმოიცემა ერთი და იმავე ძირისაგან ნაწარმოები ორი ფორმით, რომელთაგან ერთი ინფინიტურია, ხოლო მეორე – ფინიტური. ეს ფორმები უშუალოდ მოსდევენ ერთმანეთს. | ||
| − | პარონომაზიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სალიტერატურო ენის ისტორიაში. განსაკუთრებით ხშირია პარონომაზიის შემთხვევები | + | პარონომაზიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სალიტერატურო ენის ისტორიაში. განსაკუთრებით ხშირია პარონომაზიის შემთხვევები ბიბლიური ტექსტების თარგმანებში. ქართული ბიბლიურ ტექსტებში პარონომაზია შედგება [[მასდარი]]სა და პირიანი ფორმისაგან. მაგ., „კითხვით მკითხავდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა (მცხ. Gn 43,7)“. სინტაქსურად პარონომაზია არის შედგენილი შემასმენელი და ცალკე სინტაქსურ ერთეულებად არ იშლება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს თავის სპეციფიკურობას. |
| − | ქართულში, ისევე როგორც ებრაულში, პარონომაზიის | + | ქართულში, ისევე როგორც ებრაულში, პარონომაზიის შემთხვევათა დიდი წილი პირობით და [[ბრძანებითი წინადადება|ბრძანებით წინადადებებზე]] მოდის: „უკეთუ განვრცობით განივრცნეს უფალმან ღმერთმან საზღვარნი შენნი (მცხ. Dt 19,8)“. |
| − | ფუნქციურად ქართული პარონომაზია იმეორებს ებრაულს, კერძოდ, გამოხატავს მოქმედების ინტენსივობას, | + | ფუნქციურად ქართული პარონომაზია იმეორებს ებრაულს, კერძოდ, გამოხატავს მოქმედების ინტენსივობას, აგრეთვე, განმეორება-ხანგრძლივობასაც: „- რამეთუ მეფობით მეფობდე შენ და მიიწიოს უფლება შენნი ყოველსა ზედა ისრაელსა (მცხ.J, Sam 24,21)“. წარსულში მომხდარი პარონომაზია ხაზს უსვამს ამ მოქმედების ნამდვილად, ჭეშმარიტად შესრულებას: „და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე (ოშკი Lv 10,16)”. |
| − | პარონომაზიის წევრები ქართულში ასე ლაგდება: ჩვეულებრივ, მასდარი უშუალოდ წინ უსწრებს პირიან ფორმას, თუმცა, სემიტურისაგან განსხვავებით, ქართულში პარონომაზიის წევრთა შორის შეიძლება ჩართული იყოს სხვა სიტყვებიც, უმეტესად [[ნაცვალსახელი|ნაცვალსახელები]] ან [[ნაწილაკი|ნაწილაკები]]. მაგ., „და იყოს სმენით თუ ისმინეთ მცნებანი უფლისა ღვთისა თქუენისანი… (მცხ. Dt 28). აღსანიშნავია, რომ | + | პარონომაზიის წევრები ქართულში ასე ლაგდება: ჩვეულებრივ, მასდარი უშუალოდ წინ უსწრებს პირიან ფორმას, თუმცა, სემიტურისაგან განსხვავებით, ქართულში პარონომაზიის წევრთა შორის შეიძლება ჩართული იყოს სხვა სიტყვებიც, უმეტესად [[ნაცვალსახელი|ნაცვალსახელები]] ან [[ნაწილაკი|ნაწილაკები]]. მაგ., „და იყოს სმენით თუ ისმინეთ მცნებანი უფლისა ღვთისა თქუენისანი… (მცხ. Dt 28). აღსანიშნავია, რომ ნაცვალსახელთა ჩართვისას იცელება პარონომაზიის წევრთა რიგიც – პირველ ადგილს იკავებს |
ზმნის პირიანი ფორმა: „არა მოეკლათ იგი მოკლვით (მცხ. Gn 37,22)“. | ზმნის პირიანი ფორმა: „არა მოეკლათ იგი მოკლვით (მცხ. Gn 37,22)“. | ||
ებრაულისა და, საერთოდ, სემიტური ენებისაგან განსხვავებით, ქართულში გეხედება პარონომაზიის შემთხვევები. როდესაც იგი გადმოიცემა ორი სინონიმური ძირიდან ნაწარმოები ფორმებითაც: | ებრაულისა და, საერთოდ, სემიტური ენებისაგან განსხვავებით, ქართულში გეხედება პარონომაზიის შემთხვევები. როდესაც იგი გადმოიცემა ორი სინონიმური ძირიდან ნაწარმოები ფორმებითაც: | ||
| − | „…ყოველი რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს (მცხ. Ex 9,2)“. ამგვარი პარონომაზიის | + | „…ყოველი რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს (მცხ. Ex 9,2)“. ამგვარი პარონომაზიის საფუძველი თვით ქართულში, განსაკუთრებით მის დიალექტებში უნდა ვეძიოთ“. |
''კ. წერეთელი'' | ''კ. წერეთელი'' | ||
მიმდინარე ცვლილება 12:01, 12 თებერვალი 2024 მდგომარეობით
პარონომაზია, პარონომასია (ბერძნ. parōnomasia < para – ახლოს და onomazō – ვასახელებ), სტილისტიკური ფიგურა, რომელშიც ერთი და იგივე ზმნა ორი განსხვავებული (პირიანი და უპირო) ფორმით არის წარმოდგენილი და ერთ ზმნურ მნიშვნელობას გადმოსცემს. პარონომაზია სემიტური ენებისათვის, განსაკუთრებით ებრაულისათვის, დამახასიათებელ მოვლენად არის მიჩნეული. ებრაულში პარონომაზია გადმოიცემა ერთი და იმავე ძირისაგან ნაწარმოები ორი ფორმით, რომელთაგან ერთი ინფინიტურია, ხოლო მეორე – ფინიტური. ეს ფორმები უშუალოდ მოსდევენ ერთმანეთს.
პარონომაზიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სალიტერატურო ენის ისტორიაში. განსაკუთრებით ხშირია პარონომაზიის შემთხვევები ბიბლიური ტექსტების თარგმანებში. ქართული ბიბლიურ ტექსტებში პარონომაზია შედგება მასდარისა და პირიანი ფორმისაგან. მაგ., „კითხვით მკითხავდა ჩუენ კაცი იგი ნათესავსა ჩუენსა (მცხ. Gn 43,7)“. სინტაქსურად პარონომაზია არის შედგენილი შემასმენელი და ცალკე სინტაქსურ ერთეულებად არ იშლება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს თავის სპეციფიკურობას.
ქართულში, ისევე როგორც ებრაულში, პარონომაზიის შემთხვევათა დიდი წილი პირობით და ბრძანებით წინადადებებზე მოდის: „უკეთუ განვრცობით განივრცნეს უფალმან ღმერთმან საზღვარნი შენნი (მცხ. Dt 19,8)“.
ფუნქციურად ქართული პარონომაზია იმეორებს ებრაულს, კერძოდ, გამოხატავს მოქმედების ინტენსივობას, აგრეთვე, განმეორება-ხანგრძლივობასაც: „- რამეთუ მეფობით მეფობდე შენ და მიიწიოს უფლება შენნი ყოველსა ზედა ისრაელსა (მცხ.J, Sam 24,21)“. წარსულში მომხდარი პარონომაზია ხაზს უსვამს ამ მოქმედების ნამდვილად, ჭეშმარიტად შესრულებას: „და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე (ოშკი Lv 10,16)”.
პარონომაზიის წევრები ქართულში ასე ლაგდება: ჩვეულებრივ, მასდარი უშუალოდ წინ უსწრებს პირიან ფორმას, თუმცა, სემიტურისაგან განსხვავებით, ქართულში პარონომაზიის წევრთა შორის შეიძლება ჩართული იყოს სხვა სიტყვებიც, უმეტესად ნაცვალსახელები ან ნაწილაკები. მაგ., „და იყოს სმენით თუ ისმინეთ მცნებანი უფლისა ღვთისა თქუენისანი… (მცხ. Dt 28). აღსანიშნავია, რომ ნაცვალსახელთა ჩართვისას იცელება პარონომაზიის წევრთა რიგიც – პირველ ადგილს იკავებს ზმნის პირიანი ფორმა: „არა მოეკლათ იგი მოკლვით (მცხ. Gn 37,22)“.
ებრაულისა და, საერთოდ, სემიტური ენებისაგან განსხვავებით, ქართულში გეხედება პარონომაზიის შემთხვევები. როდესაც იგი გადმოიცემა ორი სინონიმური ძირიდან ნაწარმოები ფორმებითაც:
„…ყოველი რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს (მცხ. Ex 9,2)“. ამგვარი პარონომაზიის საფუძველი თვით ქართულში, განსაკუთრებით მის დიალექტებში უნდა ვეძიოთ“.
კ. წერეთელი
[რედაქტირება] ლიტერატურა
წერეთელი კ. პარონომაზია ქართულში (პარონომაზიის შემთხვევები ძველ ქართულ ტექსტებში)– „იკე“, VI. თბ., 1954.