გორთუბანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გორთუბანი“ გადაიტანა გვერდზე „ღორთუბანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ღორთუბანი“ გადაიტანა გვერდზე „გორთუბანი“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 14:14, 29 აპრილი 2024 მდგომარეობით
გორთუბანი, ღორთუბანი, ელიკანი – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1460-1540 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 12 კმ მანძილზე, ჭეჭლას თემში.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 139, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი(2002). რთული სიტყვისაგან შედგენილი ტოპონიმია. მაწარმოებელია სიტყვა „უბანი”, ხოლო სიტყვა „გორთ” მრავლობითშია მოცემული.