ჩამძვრალა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩამძვრალა“ გადაიტანა გვერდზე „ჩამდურა“) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | + | * [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] |
| − | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | + | * [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
[[კატეგორია:სოფლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:სოფლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]] | [[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:23, 19 მაისი 2024 მდგომარეობით
ჩამძვრალა, ჩამდურა, ჭანდურა – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ვაჩიანის თემის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, მდინარე მურჯახეთისწყლის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1715-1735 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 5 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 654, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა.
[რედაქტირება] სახელწოდება
სოფლის თავდაპირველი ქართული სახელია ჩამძვრალა. ადგილობრივ ხალხურ გადმოცემებს შემოუნახავს საინტერესო თქმულება, რომლის მიხედვითაც ეს სოფელი დიდი ხნის წინათ ძლიერ მიწისძვრას უფსკრულში ჩაუქცევია, თან ჩაუტანია, რის გამოც მისთვის ჩამძვრალა უწოდებიათო, სინამდვილეში ჩამძვრალა ჩვეულებრივი ოროგრაფიული ტერმინია. იგი მიგვანიშნებს -იმაზე, რომ სოფელი ჩავარდნილ, ჩოლედ ადგილში ყოფილა გაშენებული.
ალ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილ რუკაზე (1931-1932 წწ.) იგი დატანილია ჭანდურას, ხოლო საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე (მასშტაბები 1:100,000; 1:50,000; 1:25,000) – ჩამძვრალას (Чамдзврала) სახელით. შეინიშნება ეკლესიის კვალი, სავარაუდოდ, წმ. გიორგის.