რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება 1921
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება 1921''' – დაიდო 7 ივნისს ბელგრადში ორი წლის ვადით. ხელშეკრულება ასახავდა [[რუმინეთი]]სა და იუგოსლავიის მმართველი წრეების სწრაფვას, განემტკიცებინათ მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა 1919 [[ნეის საზავო ხელშეკრულება 1919|ნეის საზავო ხელშეკრულების]] ხელმოწერის შედეგად. | '''რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება 1921''' – დაიდო 7 ივნისს ბელგრადში ორი წლის ვადით. ხელშეკრულება ასახავდა [[რუმინეთი]]სა და იუგოსლავიის მმართველი წრეების სწრაფვას, განემტკიცებინათ მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა 1919 [[ნეის საზავო ხელშეკრულება 1919|ნეის საზავო ხელშეკრულების]] ხელმოწერის შედეგად. | ||
| − | ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა ურთიერთ [[სამხედრო დახმარება]]ს იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი ან [[ბულგარეთი]], ან ორივე ერთად თავს დაესხმოდა რომელიმე მხარეს, რათა ზიანი მიეყენებინა იმ მდგომარეობისათვის, რომელიც წარმოიქმნა ტრიანონისა და ნეის სამშვიდობო ხელშეკრულებათა ხელმოწერის შედეგად. მხარეები ვალდებულნი იყვნენ, ხელი მოეწერათ სამხედრო [[კონვენცია|კონვენციისათვის]], წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ დაემყარებინათ კავშირი მესამე [[სახელმწიფო]]სთან და შეეთანხმებინათ საგარეო პოლიტიკის საკითხები, რომლებიც შეეხებოდა მათ ურთიერთობას უნგრეთსა და ბულგარეთთან. | + | ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა ურთიერთ [[სამხედრო დახმარება]]ს იმ შემთხვევაში, თუ [[უნგრეთი]] ან [[ბულგარეთი]], ან ორივე ერთად თავს დაესხმოდა რომელიმე მხარეს, რათა ზიანი მიეყენებინა იმ მდგომარეობისათვის, რომელიც წარმოიქმნა ტრიანონისა და ნეის სამშვიდობო ხელშეკრულებათა ხელმოწერის შედეგად. მხარეები ვალდებულნი იყვნენ, ხელი მოეწერათ სამხედრო [[კონვენცია|კონვენციისათვის]], წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ დაემყარებინათ კავშირი მესამე [[სახელმწიფო]]სთან და შეეთანხმებინათ საგარეო პოლიტიკის საკითხები, რომლებიც შეეხებოდა მათ ურთიერთობას უნგრეთსა და ბულგარეთთან. |
რუმინეთ-იუგოსლავიის [[შეთანხმება (სამართლებრივი აქტი)|შეთანხმება]] იყო ერთ-ერთი აქტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მცირე [[ანტანტა]]ს. იგი გაგრძელდა 1921, 1926 და 1929-მდე. 1933 წლის 16 თებერვალს ჟენევაში მცირე ანტანტის წევრებმა ხელი მოაწერეს ე.წ. საორგანიზაციო პაქტს, რომელმაც განუსაზღვრელ დრომდე გააგრძელა ყველა იმ ხელშეკრულების მოქმედება, რომლებიც საფუძვლად ედო მცირე ანტანტას. 1940 ვენის არბიტრაჟმა რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება გააუქმა. | რუმინეთ-იუგოსლავიის [[შეთანხმება (სამართლებრივი აქტი)|შეთანხმება]] იყო ერთ-ერთი აქტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მცირე [[ანტანტა]]ს. იგი გაგრძელდა 1921, 1926 და 1929-მდე. 1933 წლის 16 თებერვალს ჟენევაში მცირე ანტანტის წევრებმა ხელი მოაწერეს ე.წ. საორგანიზაციო პაქტს, რომელმაც განუსაზღვრელ დრომდე გააგრძელა ყველა იმ ხელშეკრულების მოქმედება, რომლებიც საფუძვლად ედო მცირე ანტანტას. 1940 ვენის არბიტრაჟმა რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება გააუქმა. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:39, 1 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება 1921 – დაიდო 7 ივნისს ბელგრადში ორი წლის ვადით. ხელშეკრულება ასახავდა რუმინეთისა და იუგოსლავიის მმართველი წრეების სწრაფვას, განემტკიცებინათ მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა 1919 ნეის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად.
ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა ურთიერთ სამხედრო დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი ან ბულგარეთი, ან ორივე ერთად თავს დაესხმოდა რომელიმე მხარეს, რათა ზიანი მიეყენებინა იმ მდგომარეობისათვის, რომელიც წარმოიქმნა ტრიანონისა და ნეის სამშვიდობო ხელშეკრულებათა ხელმოწერის შედეგად. მხარეები ვალდებულნი იყვნენ, ხელი მოეწერათ სამხედრო კონვენციისათვის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ დაემყარებინათ კავშირი მესამე სახელმწიფოსთან და შეეთანხმებინათ საგარეო პოლიტიკის საკითხები, რომლებიც შეეხებოდა მათ ურთიერთობას უნგრეთსა და ბულგარეთთან.
რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება იყო ერთ-ერთი აქტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მცირე ანტანტას. იგი გაგრძელდა 1921, 1926 და 1929-მდე. 1933 წლის 16 თებერვალს ჟენევაში მცირე ანტანტის წევრებმა ხელი მოაწერეს ე.წ. საორგანიზაციო პაქტს, რომელმაც განუსაზღვრელ დრომდე გააგრძელა ყველა იმ ხელშეკრულების მოქმედება, რომლებიც საფუძვლად ედო მცირე ანტანტას. 1940 ვენის არბიტრაჟმა რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება გააუქმა.