ედუარდ შევარდნაძე
| ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
====ჯილდოები==== | ====ჯილდოები==== | ||
| − | დაჯილდოებულია უცხო ქვეყნის ორდენებითა და მედლებით, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. მრავალი საერთაშორისო პრემიის [[ლაურეატი]]. | + | დაჯილდოებულია უცხო ქვეყნის ორდენებითა და მედლებით, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. მრავალი საერთაშორისო პრემიის [[ლაურეატი]]. რამდენიმე წიგნის ავტორი. ბოსტონის, ჰარვარდის და სხვა უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. |
მიმდინარე ცვლილება 11:14, 26 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
შევარდნაძე ედუარდ ამბროსის ძე (დ. 25 იანვარი, 1928, მამათი — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი (1995-2003).
სარჩევი |
[რედაქტირება] განათლება
დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი (1959).
[რედაქტირება] თანამდებობები
- 1957-61 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი.
- 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.
- 1961-64 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი,
- თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი (1964).
- საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი (1965-72),
- 1972 წლის ივლისიდან სექტემბრამდე საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი.
- საქართველოს სსრ-ის ცკ კომპარტიის პირველი მდივანი (1972-85),
- საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-90), ამ პერიოდში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს გამოჩენილ, პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის როგორც „ცივი ომის“ დასრულების თანაავტორმა და მსოფლიოს ახლებურად მოწყობის თანაარქიტექტორმა. აქტიურად მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანებაში.
- 1992 წელს დაბრუნდა საქართველოში, იყო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური,
საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე (1992-95),
- საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შეთავსებით 1994).
1995 წელს შექმნა „პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში (1995-2002).
1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან (2003 წლის 23 ნოემბერი).
[რედაქტირება] ჯილდოები
დაჯილდოებულია უცხო ქვეყნის ორდენებითა და მედლებით, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. რამდენიმე წიგნის ავტორი. ბოსტონის, ჰარვარდის და სხვა უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
ქართული დიპლომატიური ლექსიკონი
- საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივნები
- თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივნები
- საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრები
- საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნები
- საქართველოს სსრ-ის ცკ კომპარტიის პირველი მდივნები
- საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეები
- საქართველოს პრეზიდენტები
- საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- შევარდნაძეები