ვაგნერი გერმან
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გერმან ვაგნერი“ გადაიტანა გვერდზე „ვაგნერი გერმან“ გადამისამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''გერმან ვაგნერი''' – (გერმ. Hermann Wagner; დ.23 ივნისი 1840 — გ. 18 ივნისი 1929), გერმანელი გეოგრაფი და კარტოგრაფი, გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. | '''გერმან ვაგნერი''' – (გერმ. Hermann Wagner; დ.23 ივნისი 1840 — გ. 18 ივნისი 1929), გერმანელი გეოგრაფი და კარტოგრაფი, გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. | ||
| − | თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისში მას იტაცებდა ფიზიკა-მათემატიკური და ბიოლოგიური მეცნიერებანი, შემდეგ კი, გოთაში მუშაობის პერიოდში: (1864-1876წ.წ.), საშუალო სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სადაც იგი [[გეოგრაფია]]ს ასწავლიდა, ვაგნერი დაინტერესდა უკვე გეოგრაფიული მეცნიერებით. 1880 წლამდე იგი კითხულობდა ლექციებს ზოგადი გეოგრაფიიდან კენიგსბერგის უნივერსიტეტში, შემდეგ კი 1920 წლამდე გეტინგენის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში თავისი სამასწავლებლო მოღვაწეობის პირველ პერიოდში იგი კითხულობდა ლექციებს როგორც მათემატიკური და ფიზიკური გეოგრაფიიდან, ისე ანთროპოგეოგრაფიიდან და ქვეყანათმცოდნეობიდანაც. მხოლოდ 1905 წლიდან ვაგნერს დაუნიშნეს ასისტენტი, რომელმაც განტვირთა იგი ლექციებისა და მეცადინეობის ერთი ნაწილისაგან. გეოგრაფიული მეცნიერების სხვადასხვა დარგში მრავალმხრივი მუშაობის შედეგად მან | + | თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისში მას იტაცებდა ფიზიკა-მათემატიკური და ბიოლოგიური მეცნიერებანი, შემდეგ კი, გოთაში მუშაობის პერიოდში: (1864-1876წ.წ.), საშუალო სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სადაც იგი [[გეოგრაფია]]ს ასწავლიდა, ვაგნერი დაინტერესდა უკვე გეოგრაფიული მეცნიერებით. 1880 წლამდე იგი კითხულობდა ლექციებს ზოგადი გეოგრაფიიდან კენიგსბერგის უნივერსიტეტში, შემდეგ კი 1920 წლამდე გეტინგენის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში თავისი სამასწავლებლო მოღვაწეობის პირველ პერიოდში იგი კითხულობდა ლექციებს როგორც მათემატიკური და ფიზიკური გეოგრაფიიდან, ისე ანთროპოგეოგრაფიიდან და ქვეყანათმცოდნეობიდანაც. მხოლოდ 1905 წლიდან ვაგნერს დაუნიშნეს ასისტენტი, რომელმაც განტვირთა იგი ლექციებისა და მეცადინეობის ერთი ნაწილისაგან. გეოგრაფიული მეცნიერების სხვადასხვა დარგში მრავალმხრივი მუშაობის შედეგად მან შეძლო შეექმნა გეოგრაფიის ბრწყინვალე კურსი უმაღლეს სასწავლებელთათვის – „Lehrbuch der Geographle“ (სამ ნაწილად). ამის გარდა; მან შეადგინა სასწავლო [[გეოგრაფიული ატლასი]], რომელიც ბევრჯერ გამოიცა. 1879 წლიდან მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა მასალის სიუხვით მეტად ძვირფასი ყოველწლიური ორგანო „Geographisches Jahrbich“ (ვაგნერის უშუალო რედაქტორობით დაიბეჭდა 36 ტომი). შემდეგ იგი ბევრს და ნაყოფიერად მუშაობდა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენათა, ისტორიის შესწავლისა და პორტულანების გამოკვლევის დარგში. რუსმა აკადემიკოსმა ი. მ. შოკალსკიმ სრულიად სამართლიანად შენიშნა რომ „გეოგრაფია გ. ვაგნერს უნდა უმადლოდეს ბევრ რამეს და, უმთავრესად, მას, რომ იგი „დამკვიდრდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო დისციპლინათა შორის“. |
მიმდინარე ცვლილება 12:55, 11 ივნისი 2025 მდგომარეობით
გერმან ვაგნერი – (გერმ. Hermann Wagner; დ.23 ივნისი 1840 — გ. 18 ივნისი 1929), გერმანელი გეოგრაფი და კარტოგრაფი, გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი.
თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისში მას იტაცებდა ფიზიკა-მათემატიკური და ბიოლოგიური მეცნიერებანი, შემდეგ კი, გოთაში მუშაობის პერიოდში: (1864-1876წ.წ.), საშუალო სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სადაც იგი გეოგრაფიას ასწავლიდა, ვაგნერი დაინტერესდა უკვე გეოგრაფიული მეცნიერებით. 1880 წლამდე იგი კითხულობდა ლექციებს ზოგადი გეოგრაფიიდან კენიგსბერგის უნივერსიტეტში, შემდეგ კი 1920 წლამდე გეტინგენის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში თავისი სამასწავლებლო მოღვაწეობის პირველ პერიოდში იგი კითხულობდა ლექციებს როგორც მათემატიკური და ფიზიკური გეოგრაფიიდან, ისე ანთროპოგეოგრაფიიდან და ქვეყანათმცოდნეობიდანაც. მხოლოდ 1905 წლიდან ვაგნერს დაუნიშნეს ასისტენტი, რომელმაც განტვირთა იგი ლექციებისა და მეცადინეობის ერთი ნაწილისაგან. გეოგრაფიული მეცნიერების სხვადასხვა დარგში მრავალმხრივი მუშაობის შედეგად მან შეძლო შეექმნა გეოგრაფიის ბრწყინვალე კურსი უმაღლეს სასწავლებელთათვის – „Lehrbuch der Geographle“ (სამ ნაწილად). ამის გარდა; მან შეადგინა სასწავლო გეოგრაფიული ატლასი, რომელიც ბევრჯერ გამოიცა. 1879 წლიდან მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა მასალის სიუხვით მეტად ძვირფასი ყოველწლიური ორგანო „Geographisches Jahrbich“ (ვაგნერის უშუალო რედაქტორობით დაიბეჭდა 36 ტომი). შემდეგ იგი ბევრს და ნაყოფიერად მუშაობდა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენათა, ისტორიის შესწავლისა და პორტულანების გამოკვლევის დარგში. რუსმა აკადემიკოსმა ი. მ. შოკალსკიმ სრულიად სამართლიანად შენიშნა რომ „გეოგრაფია გ. ვაგნერს უნდა უმადლოდეს ბევრ რამეს და, უმთავრესად, მას, რომ იგი „დამკვიდრდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო დისციპლინათა შორის“.