ალამა დე გრანადა
(ახალი გვერდი: '''ალამა დე გრანადა''' – (ინგლ. Alhama de Granada, რუს. Алама-де-Гранада), საკურორტ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Alama de granada.PNG|thumb|250px|ალამა დე გრანადა]] | ||
'''ალამა დე გრანადა''' – (ინგლ. Alhama de Granada, რუს. Алама-де-Гранада), საკურორტო ქალაქი, ბალნეო-კლიმატური კურორტი სამხრეთ [[ესპანეთი|ესპანეთში]], ანდალუსიის ავტონომიური ოლქის გრანადის პროვინციაში, ქ. გრანადიდან 40 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს სიერა ნევადის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთის ძირში, ზღვის დონიდან 850 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] – მთაგორიანი. | '''ალამა დე გრანადა''' – (ინგლ. Alhama de Granada, რუს. Алама-де-Гранада), საკურორტო ქალაქი, ბალნეო-კლიმატური კურორტი სამხრეთ [[ესპანეთი|ესპანეთში]], ანდალუსიის ავტონომიური ოლქის გრანადის პროვინციაში, ქ. გრანადიდან 40 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს სიერა ნევადის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთის ძირში, ზღვის დონიდან 850 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] – მთაგორიანი. | ||
| ხაზი 18: | ხაზი 19: | ||
== წყარო== | == წყარო== | ||
[[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]] | [[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]] | ||
| − | + | [[კატეგორია:ქალქები ესპანეთში]] | |
[[კატეგორია: კურორტები]] | [[კატეგორია: კურორტები]] | ||
[[კატეგორია:კურორტები ესპანეთში]] | [[კატეგორია:კურორტები ესპანეთში]] | ||
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] | [[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] | ||
[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]] | [[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:47, 2 აპრილი 2025 მდგომარეობით
ალამა დე გრანადა – (ინგლ. Alhama de Granada, რუს. Алама-де-Гранада), საკურორტო ქალაქი, ბალნეო-კლიმატური კურორტი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის ავტონომიური ოლქის გრანადის პროვინციაში, ქ. გრანადიდან 40 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს სიერა ნევადის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთის ძირში, ზღვის დონიდან 850 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2°C. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. ნალექები, ძირითადად, მოდის წვიმის სახით და მათი წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 420 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარსა და გაზაფხულზე, მინიმუმი – ზაფხულსა და შემოდგომაზე.
მცენარეული საფარი – კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, წაბლის, ფიჭვის ნარგავები. გვხვდება, აგრეთვე, ვენახები და ბეგქონდარი.
ალამა დე გრანადას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის თერმული (t – 38,0°C-47,0°C) გოგირდწყალბადიანი (სულფიდური) სულფატურ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები და დაბალი მთის ჰავა. კურორტზე გამოიყენება ლამის სულფიდური სამკურნალო ტალახი.
ალამა დე გრანადაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები აღნიშნული წყლით; პასიური კლიმატოთერაპია; გამოიყენება აგრეთვე სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები.
ჩვენებები ალამა დე გრანადაში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:
კურორტ ალამა დე გრანადასა და მის მიდამოებში (ესპანეთის მეფე კარლოს II-ის დროინდელი ციხის შენობა (XVII საუკუნე), ინკვიზიციის სახლის შენობა (XV საუკუნე) და სხვ.; არაბული სიმაგრეების (IXXII საუკუნეები) ნაშთები; გრანადის საკათედრო რომაულ-კათოლიკური ტაძარი (XVI საუკუნე); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – სან-ხუან დე ლოს რეიესის სახელობის (1520 წელი) და სანტა მარია დელ ალჰამბრის სახელობის (XV-XVI საუკუნეები); სამრეკლო (XIII საუკუნე); ლა კართუხას რომაულ-კათოლიკური მონასტერი (XVI-XVIII საუკუნეები); ესპანეთის მეფე კარლოს V-ის სასახლე (XVI საუკუნე) და რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (1523-1703 წლები); სასახლეთა კომპლექსი „ალჰამბრა“ (XIII-XVI საუკუნეები); ბირჟის შენობა (1518-1522 წლები); მუზეუმები – ნატიფი ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, არქეოლოგიური, ესპანურ-მუსლიმანური და სხვ.; სიერა ნევადის ნაციონალური პარკი და სხვ.).