ალმა-არასანი
(ახალი გვერდი: ალმა-არასანი '''ალმა-არასანი''' – (ინგლ. Alma-Arasan, ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Alma arasani.PNG|thumb| | + | [[ფაილი:Alma arasani.PNG|thumb|300px|ალმა-არასანი]] |
'''ალმა-არასანი''' – (ინგლ. Alma-Arasan, რუა. Алма-Арасан), სოფელი [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], ბალნეო-კლიმატური კურორტი ალმათის ოლქის ყარასაის რაიონში, ქ. ალმათიდან 26 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს იმიერილის ალათაუს ალმა-არასანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1780-1850 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი]] – მთაგორიანი. | '''ალმა-არასანი''' – (ინგლ. Alma-Arasan, რუა. Алма-Арасан), სოფელი [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], ბალნეო-კლიმატური კურორტი ალმათის ოლქის ყარასაის რაიონში, ქ. ალმათიდან 26 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს იმიერილის ალათაუს ალმა-არასანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1780-1850 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი]] – მთაგორიანი. | ||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
| − | == წყარო== | + | |
| + | ==წყარო== | ||
[[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]] | [[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]] | ||
| − | [[კატეგორია: სოფლები ყაზახეთში]] | + | [[კატეგორია:სოფლები ყაზახეთში]] |
[[კატეგორია: კურორტები]] | [[კატეგორია: კურორტები]] | ||
[[კატეგორია:კურორტები ყაზახეთში]] | [[კატეგორია:კურორტები ყაზახეთში]] | ||
| − | [[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]] | + | [[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]] |
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] | [[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:19, 10 აპრილი 2025 მდგომარეობით
ალმა-არასანი – (ინგლ. Alma-Arasan, რუა. Алма-Арасан), სოფელი ყაზახეთში, ბალნეო-კლიმატური კურორტი ალმათის ოლქის ყარასაის რაიონში, ქ. ალმათიდან 26 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს იმიერილის ალათაუს ალმა-არასანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1780-1850 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტურია, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -7°C. გაზაფხული გრილია და წვიმიანი. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 14°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 880-920 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა 1600 საათია წელიწადში.
კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ხეხილის ბაღები (ვაშლი, ჭერამი), ტიან-შანის ნაძვი და ვერხვი. ალმა-არასანის მიდამოებში არსებული მთების კალთები დაფარულია შერეული ტყეებით (ტიან-შანის ნაძვი და ვერხვი, არყის ხეები, კუნელისა და ცირცელის რაყები).
ალმა-არასანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M – 0,3-0,5 გ/დმ3) კაჟმჟავა, სულფატურ-კარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი; სუსტი მინერალიზაციის (M – 0,4-0,5 გ/დმ3) თერმული (t – 37,8-40°C), რადონული (რადიოაქტივობა – 3,4-3,7 ნკი/დმ3), აზოტიანი, სულფატურ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი; შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ალმა-არასანში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები და პერორალური მიღება, ინჰალაციები, გამორეცხვები და შესხურებები ამ მინერალური წყლებით; პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ალმა-არასანში წასასვლელად: დასვენება; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; საყრდენ-სამოძრაო აპარატის,¸პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და კანის პათოლოგიები.