ანკონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანკონა''' – (ინგლ. Ancona,რუს. Анкона), საპორტო ქალაქი და ზღვისპირა კ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ankona.PNG|thumb|250პქ|კურორტი ანკონა]]
 
'''ანკონა''' –  (ინგლ. Ancona,რუს. Анкона), საპორტო ქალაქი და  ზღვისპირა კლიმატური კურორტი ცენტრალურ [[იტალია]]ში, მარკეს რეგიონში, ქ. რომიდან 280 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. პეზაროდან 68, ხოლო ქ. რიმინიდან 108 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის ნაპირზე, მონტე კონეროს კონცხზე, კონეროს მთის ძირში, ზღვის დონიდან 16 მ-ის სიმაღლეზე. ზღვისპირა ზოლის [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] ბორცვიანია, რასაც ანკონის მიდამოებში ცვლის მთაგორიანი რელიეფი.  
 
'''ანკონა''' –  (ინგლ. Ancona,რუს. Анкона), საპორტო ქალაქი და  ზღვისპირა კლიმატური კურორტი ცენტრალურ [[იტალია]]ში, მარკეს რეგიონში, ქ. რომიდან 280 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. პეზაროდან 68, ხოლო ქ. რიმინიდან 108 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის ნაპირზე, მონტე კონეროს კონცხზე, კონეროს მთის ძირში, ზღვის დონიდან 16 მ-ის სიმაღლეზე. ზღვისპირა ზოლის [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] ბორცვიანია, რასაც ანკონის მიდამოებში ცვლის მთაგორიანი რელიეფი.  
  

მიმდინარე ცვლილება 20:09, 13 აპრილი 2025 მდგომარეობით

კურორტი ანკონა

ანკონა – (ინგლ. Ancona,რუს. Анкона), საპორტო ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი ცენტრალურ იტალიაში, მარკეს რეგიონში, ქ. რომიდან 280 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. პეზაროდან 68, ხოლო ქ. რიმინიდან 108 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის ნაპირზე, მონტე კონეროს კონცხზე, კონეროს მთის ძირში, ზღვის დონიდან 16 მ-ის სიმაღლეზე. ზღვისპირა ზოლის რელიეფი ბორცვიანია, რასაც ანკონის მიდამოებში ცვლის მთაგორიანი რელიეფი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5°C. ზაფხული თბილია და ნესტიანი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 650 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (215 მმ), მინიმუმი კი – გაზაფხულზე (126 მმ).

ანკონისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: იტალიური ფიჭვის (პინიის), მუხის, ალვის ხის, ციტრუსებისა და ზეთისხილის ნარგავები; კურდღლისცოცხა, ოლეანდრე, ვენახები და ხეხილის ბაღები (ვაშლი, ატამი, გარგარი).

ანკონის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ანკონის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ანკონაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

ანკონაში (რომაული ამფითეატრის (ძვ.წ. I საუკუნე – ახ.წ. I საუკუნე) ნანგრევები; იმპერატორ ტრაიანეს მარმარილოს ტრიუმფალური თაღი (114-115 წლები); წმიდა იუდა კირიაკეს სახელობის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (XI-XII საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები სანტა მარია დე ლა პიაცას სახელობის (XI-XII საუკუნეები), წმიდა ფრანცისკის სახელობის (XIV-XVIII საუკუნეები), უწმიდესი საიდუმლოს სახელობის (XVI-XVIII საუკუნეები), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის (XVIII საუკუნე), წმიდა დომენიკოს სახელობის (XVIII საუკუნე), წმიდა პილიგრიმის და წმიდა ფილიპე ნეროს სახელობის (XVIII საუკუნე); სასახლეები – სენატის (XIII საუკუნე), უხუცესთა (XIII საუკუნე), მთავრობის (XIV-XV საუკუნეები), ეპისკოპოსის (XV საუკუნე), ბენინკაზას (XV საუკუნე) და ფერეტის (XVI საუკუნე); ვაჭრების ლოჯია (XV საუკუნე); პრეფექტურის შენობა (XV საუკუნე); ჩანჩქერები (XIV-XV საუკუნეები); ქალაქის ჭიშკარი პიო (XV საუკუნე); ლაზარეტოს სიმაგრე (1732-1743 წლები); მუზეუმები – ეპარქიის, მარკეს რეგიონის, არქეოლოგიური, თანამედროვე ხელოვნების და სხვ.; სამხატვრო გალერეა და სხვ.) და
ქ. პეზაროში (ქალაქის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (XIII საუკუნე); ჰერცოგ როკა კონსტანცა სფორცას სასახლე (XV საუკუნე); ქალაქის ციხესიმაგრე და ჩანჩქერები (XV საუკუნე), ვილა კაპრილე თავისი ბაღებით (XVI საუკუნე); კომპოზიტორ ჯოაკინო როსინის სახლ-მუზეუმი და მისი სახელობის თეატრი (XIX საუკუნე); მუზეუმები – ქალაქის (XIX საუკუნე) და კერამიკის ისტორიის (XX საუკუნე); სამხატვრო გალერეა; აკვაპარკი და სხვ.).

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები