არმხი
(ახალი გვერდი: '''არმხი''' – (ინგლ, Armkhi, რუს. Армхи), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კუ...) |
(→ტურისტული ობიექტები:) |
||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
===== ტურისტული ობიექტები: ===== | ===== ტურისტული ობიექტები: ===== | ||
კურორტ არმხის მიდამოებში (ქვის ხანის ადამიანის სადგომის ნაკვალევი (ძვ.წ. VIII-VI ათასწლეული); სხვადასხვა ისტორიული ეპოქის დაკრძალვის ნაგებობები (ძვ.წ. II ათასწლეული – ახ.წ. XVII საუკუნე), ქრისტიანული ტაძარი ტყობა-იერდის (VIII-IX საუკუნეები) ნანგრევები სოფელ ხაირახის მახლობლად; XIV-XVIII საუკუნეებში აშენებული თავდაცვითი კედლები, კოშკური ნაგებობები (საბრძოლო, ნახევრად საბრძოლო და საცხოვრებელი) სოფლებში: ჯარიახში, ოზიკში, ვოლნუშკიში, თარგიმში, ერზიში, ცორში, ლიალახში, მეცხალში და სხვ.; ალბი-ერდის ტაძრის (XVI-XVII საუკუნეები) ნანგრევები სოფელ თარგიმთან; XV-XVII საუკუნეებში მატ-ლომის მთაზე აშენებული წარმართული რელიგიის ტაძრები – „სუსონ-დელა“, „მია- ტერ-დელა“ და „მიატცილი“; ერზის ნაკრძალი-ნასოფლარი; ჯარიახ-ასის მუზეუმი-ნაკრძალი და სხვ.); <br /> | კურორტ არმხის მიდამოებში (ქვის ხანის ადამიანის სადგომის ნაკვალევი (ძვ.წ. VIII-VI ათასწლეული); სხვადასხვა ისტორიული ეპოქის დაკრძალვის ნაგებობები (ძვ.წ. II ათასწლეული – ახ.წ. XVII საუკუნე), ქრისტიანული ტაძარი ტყობა-იერდის (VIII-IX საუკუნეები) ნანგრევები სოფელ ხაირახის მახლობლად; XIV-XVIII საუკუნეებში აშენებული თავდაცვითი კედლები, კოშკური ნაგებობები (საბრძოლო, ნახევრად საბრძოლო და საცხოვრებელი) სოფლებში: ჯარიახში, ოზიკში, ვოლნუშკიში, თარგიმში, ერზიში, ცორში, ლიალახში, მეცხალში და სხვ.; ალბი-ერდის ტაძრის (XVI-XVII საუკუნეები) ნანგრევები სოფელ თარგიმთან; XV-XVII საუკუნეებში მატ-ლომის მთაზე აშენებული წარმართული რელიგიის ტაძრები – „სუსონ-დელა“, „მია- ტერ-დელა“ და „მიატცილი“; ერზის ნაკრძალი-ნასოფლარი; ჯარიახ-ასის მუზეუმი-ნაკრძალი და სხვ.); <br /> | ||
− | ქ. ნაზრანსა და მის მიდამოებში (პალეოლითის (ძვ.წ. XX- XII ათასწლეული) და ნეოლითის (ძვ.წ. VIII-VI ათასწლეული) ადამიანთა სადგომები; ციკლოპური ნაგებობების (ძვ.წ. III-II ათასწლეული) ნარჩენები მდინარე ასის ზემო ტანის რეგიონში; ალანური პერიოდის 5 ნაქალაქარის (ძვ.წ. XX-ახ.წ. XIII საუკუნეები) და 2 დასახლების (V-XIII საუკუნეები) ნაშთები; 1278 წელს მონღოლთა მიერ დამწვარი ალანთა ქალაქ დადაკოვის ნაშთები; ბორგა კაშის მავზოლეუმი (XV საუკუნე); ოვლურგის კოშკის (XIX საუკუნის დასაწყისი) ნანგრევები; რუსული ციხესიმაგრე (1810-1842 წლები); ყოვლადწმიდა სამების მართლმადიდებლური სამლოცველო (XIX საუკუნე); XX საუკუნეში აშენებული მეჩე- თები; მუზეუმები _ ტ. მალსაგოვის მხარეთმცოდნეობის, საბრძოლო და შრო- მითი დიდების და სხვ.; მემორიალი ,,ცხრა კოშკი~ და სხვ.); ქ. ვლადიკავკაზსა და მის მიდამოებში (მართლმადიდებლური ეკლესიები – წინასწარმეტყველი ელიას (XIX საუკუნე) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის შობის (1814 წელი); წმიდა გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესია (1842-1897 წლები); ლუთერანული ეკლესია (1866 წელი); სუნიტების მეჩეთი (1908 წელი); შიიტების მეჩეთი (XIX საუკუნის 70-იანი წლები); მუზეუმები − ნაციონალური, ისტორიის, არქიტექტურისა და ლიტერატურის (1908 წელი), თერგის ოლქის, მ. ტუგანოვის სახელობის სამხატვრო და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ლიტერატურული; რუსული დრამატული თეატრის შენობა (1871-1872 წლები) და სხვ.). | + | ქ. ნაზრანსა და მის მიდამოებში (პალეოლითის (ძვ.წ. XX- XII ათასწლეული) და ნეოლითის (ძვ.წ. VIII-VI ათასწლეული) ადამიანთა სადგომები; ციკლოპური ნაგებობების (ძვ.წ. III-II ათასწლეული) ნარჩენები მდინარე ასის ზემო ტანის რეგიონში; ალანური პერიოდის 5 ნაქალაქარის (ძვ.წ. XX-ახ.წ. XIII საუკუნეები) და 2 დასახლების (V-XIII საუკუნეები) ნაშთები; 1278 წელს მონღოლთა მიერ დამწვარი ალანთა ქალაქ დადაკოვის ნაშთები; ბორგა კაშის მავზოლეუმი (XV საუკუნე); ოვლურგის კოშკის (XIX საუკუნის დასაწყისი) ნანგრევები; რუსული ციხესიმაგრე (1810-1842 წლები); ყოვლადწმიდა სამების მართლმადიდებლური სამლოცველო (XIX საუკუნე); XX საუკუნეში აშენებული მეჩე- თები; მუზეუმები _ ტ. მალსაგოვის მხარეთმცოდნეობის, საბრძოლო და შრო- მითი დიდების და სხვ.; მემორიალი ,,ცხრა კოშკი~ და სხვ.); <br /> |
− | + | ქ. ვლადიკავკაზსა და მის მიდამოებში (მართლმადიდებლური ეკლესიები – წინასწარმეტყველი ელიას (XIX საუკუნე) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის შობის (1814 წელი); წმიდა გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესია (1842-1897 წლები); ლუთერანული ეკლესია (1866 წელი); სუნიტების მეჩეთი (1908 წელი); შიიტების მეჩეთი (XIX საუკუნის 70-იანი წლები); მუზეუმები − ნაციონალური, ისტორიის, არქიტექტურისა და ლიტერატურის (1908 წელი), თერგის ოლქის, მ. ტუგანოვის სახელობის სამხატვრო და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ლიტერატურული; რუსული დრამატული თეატრის შენობა (1871-1872 წლები) და სხვ.). | |
== წყარო== | == წყარო== |
მიმდინარე ცვლილება 23:22, 18 აპრილი 2025 მდგომარეობით
არმხი – (ინგლ, Armkhi, რუს. Армхи), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი რუსეთის ფედერაციაში, ინგუშეთში, ჯარიახის რაიონში, ნაზრანიდან 60 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ვლადიკავკაზიდან 34 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს მდინარე არმხის (მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადი) ანუ მდინარე ჯარიახის ხეობაში, დიდი კავკასიონის მთებს შორის, პლატოზე, ე.წ. მზის ველზე, ზღვის დონიდან 1200 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – კონტინენტური, ზომიერად ნოტიო. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6°C. ზაფხული გრილია და მზიანი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 570 მმ-ს. წვიმები, ძირითადად, მოდის შემოდგომაზე. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ 2196 საათია წელიწადში.
კურორტის ტერიტორია დაფარულია ფიჭვნარით, ხოლო მისი მიდამოები – შერეული ტყით (ფიჭვი, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, წიფელი, თელა და სხვ.).
არმხის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და სუფთა, აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.
არმხის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ჰაერისა და მზის აბაზანები წელიწადის თბილ პერიოდში, პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში.
ჩვენებები არმხიში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ანემია; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და ალერგიული დაავადებები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
XX საუკუნის 30-70-იან წლებში კურორტზე ტარდებოდა ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმის მქონე ავადმყოფთა მკურნალობა. ამჟამად, აღნიშნული პათოლოგიის მქონე ავადმყოფთა მკურნალობა კურორტ არმხის პირობებში არ ტარდება.
[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:
კურორტ არმხის მიდამოებში (ქვის ხანის ადამიანის სადგომის ნაკვალევი (ძვ.წ. VIII-VI ათასწლეული); სხვადასხვა ისტორიული ეპოქის დაკრძალვის ნაგებობები (ძვ.წ. II ათასწლეული – ახ.წ. XVII საუკუნე), ქრისტიანული ტაძარი ტყობა-იერდის (VIII-IX საუკუნეები) ნანგრევები სოფელ ხაირახის მახლობლად; XIV-XVIII საუკუნეებში აშენებული თავდაცვითი კედლები, კოშკური ნაგებობები (საბრძოლო, ნახევრად საბრძოლო და საცხოვრებელი) სოფლებში: ჯარიახში, ოზიკში, ვოლნუშკიში, თარგიმში, ერზიში, ცორში, ლიალახში, მეცხალში და სხვ.; ალბი-ერდის ტაძრის (XVI-XVII საუკუნეები) ნანგრევები სოფელ თარგიმთან; XV-XVII საუკუნეებში მატ-ლომის მთაზე აშენებული წარმართული რელიგიის ტაძრები – „სუსონ-დელა“, „მია- ტერ-დელა“ და „მიატცილი“; ერზის ნაკრძალი-ნასოფლარი; ჯარიახ-ასის მუზეუმი-ნაკრძალი და სხვ.);
ქ. ნაზრანსა და მის მიდამოებში (პალეოლითის (ძვ.წ. XX- XII ათასწლეული) და ნეოლითის (ძვ.წ. VIII-VI ათასწლეული) ადამიანთა სადგომები; ციკლოპური ნაგებობების (ძვ.წ. III-II ათასწლეული) ნარჩენები მდინარე ასის ზემო ტანის რეგიონში; ალანური პერიოდის 5 ნაქალაქარის (ძვ.წ. XX-ახ.წ. XIII საუკუნეები) და 2 დასახლების (V-XIII საუკუნეები) ნაშთები; 1278 წელს მონღოლთა მიერ დამწვარი ალანთა ქალაქ დადაკოვის ნაშთები; ბორგა კაშის მავზოლეუმი (XV საუკუნე); ოვლურგის კოშკის (XIX საუკუნის დასაწყისი) ნანგრევები; რუსული ციხესიმაგრე (1810-1842 წლები); ყოვლადწმიდა სამების მართლმადიდებლური სამლოცველო (XIX საუკუნე); XX საუკუნეში აშენებული მეჩე- თები; მუზეუმები _ ტ. მალსაგოვის მხარეთმცოდნეობის, საბრძოლო და შრო- მითი დიდების და სხვ.; მემორიალი ,,ცხრა კოშკი~ და სხვ.);
ქ. ვლადიკავკაზსა და მის მიდამოებში (მართლმადიდებლური ეკლესიები – წინასწარმეტყველი ელიას (XIX საუკუნე) და ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის შობის (1814 წელი); წმიდა გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესია (1842-1897 წლები); ლუთერანული ეკლესია (1866 წელი); სუნიტების მეჩეთი (1908 წელი); შიიტების მეჩეთი (XIX საუკუნის 70-იანი წლები); მუზეუმები − ნაციონალური, ისტორიის, არქიტექტურისა და ლიტერატურის (1908 წელი), თერგის ოლქის, მ. ტუგანოვის სახელობის სამხატვრო და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ლიტერატურული; რუსული დრამატული თეატრის შენობა (1871-1872 წლები) და სხვ.).