ჩვეულებრივი უფეხურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჩვეულებრივი უფეხურა''' (''ლათ''. Caprimulgus europaeus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[უფეხ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ჩვეულებრივი უფეხურა''' (''ლათ''. Caprimulgus europaeus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[უფეხურასნაირნი|უფეხურასნაირთა]] რიგიდან.
 
'''ჩვეულებრივი უფეხურა''' (''ლათ''. Caprimulgus europaeus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[უფეხურასნაირნი|უფეხურასნაირთა]] რიგიდან.
 +
* კლასი − ფრინველები (AVES)
 +
* რიგი − [[უფეხურასნაირნი]] (Caprimulgiformes)
 +
* ოჯახი − [[უფეხურასებრნი]] (Caprimulcidae)
 +
* გვარი − [[უფეხურა]] (Caprimulgus)
 
ჩვეულებრივი უფეხურა პატარა ზომის ფრინველია, თუმცა უფრო დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფრთა 175-205 მმ-ია, კუდი − 125-150 მმ, გალო − 15-18 მმ, წონა − 50-70 გ. ყურადღებას იქცევს პატარა [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] და მეტად ფართო პირი, კიდეებზე ჯაგრისებური ბუმბულებით; პატარა და სუსტი ფეხები, მოკლე თითებით, სავარცხლისებურად დაკბილული შუა თითის ბრჭყალი. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს მონაცრისფრო-მურაა, მუქი წინწკლებით და მურა-შავი ღერძულა ლაქებით. თავსა და მხრებზე ეს ლაქები უფრო ფართოა, ხოლო ზურგზე − ვიწრო. პირველი რიგის მომქნევებზე ქარცი განივი ლაქებია, წვეროებზე მორუხო წინწკლებით. პირველ სამ მომქნევზე დიდი [[თეთრი (ფერი)|თეთრი]] ლაქებიცაა. საჭის შუა ბუმბულები მორუხოდაა დაწინწკლული და მუქი განივი ზოლები აქვთ. საჭის ბუმბულების გარეთა 2 წყვილს წვეროებზე თეთრი ლაქები აქვთ. სხეულის ქვემო მხარე მოწაბლისფროა, არამკვეთრი სიჭრელით. მოქარცისფრო მუცელზე განივი ლაქებია. ყელზე 2 თეთრი ლაქაა. თვალების ქვეშ ვიწრო თეთრი ზოლებია. დედალი გამოირჩევა მამლისაგან იმით, რომ ფრთებზე თეთრი ლაქები არა აქვს; ყელზე და საჭის კიდურა ბუმბულების წვეროებზე ლაქები ქარცია და არა თეთრი. ნისკარტი შავია, ფეხები — მურა ფერის.
 
მიმდინარე ცვლილება 14:18, 29 აპრილი 2025 მდგომარეობით

ჩვეულებრივი უფეხურა (ლათ. Caprimulgus europaeus Linnaeus, 1758) − ფრინველი უფეხურასნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი უფეხურა პატარა ზომის ფრინველია, თუმცა უფრო დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფრთა 175-205 მმ-ია, კუდი − 125-150 მმ, გალო − 15-18 მმ, წონა − 50-70 გ. ყურადღებას იქცევს პატარა ნისკარტი და მეტად ფართო პირი, კიდეებზე ჯაგრისებური ბუმბულებით; პატარა და სუსტი ფეხები, მოკლე თითებით, სავარცხლისებურად დაკბილული შუა თითის ბრჭყალი. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს მონაცრისფრო-მურაა, მუქი წინწკლებით და მურა-შავი ღერძულა ლაქებით. თავსა და მხრებზე ეს ლაქები უფრო ფართოა, ხოლო ზურგზე − ვიწრო. პირველი რიგის მომქნევებზე ქარცი განივი ლაქებია, წვეროებზე მორუხო წინწკლებით. პირველ სამ მომქნევზე დიდი თეთრი ლაქებიცაა. საჭის შუა ბუმბულები მორუხოდაა დაწინწკლული და მუქი განივი ზოლები აქვთ. საჭის ბუმბულების გარეთა 2 წყვილს წვეროებზე თეთრი ლაქები აქვთ. სხეულის ქვემო მხარე მოწაბლისფროა, არამკვეთრი სიჭრელით. მოქარცისფრო მუცელზე განივი ლაქებია. ყელზე 2 თეთრი ლაქაა. თვალების ქვეშ ვიწრო თეთრი ზოლებია. დედალი გამოირჩევა მამლისაგან იმით, რომ ფრთებზე თეთრი ლაქები არა აქვს; ყელზე და საჭის კიდურა ბუმბულების წვეროებზე ლაქები ქარცია და არა თეთრი. ნისკარტი შავია, ფეხები — მურა ფერის.

აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრული უფეხურა − C. e. meridionalis Hartert, 1896.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპას − თითქმის პოლარულ წრემდე; აზიას — აღმოსავლეთით იმიერბაიკალეთამდე, აღმოსავლეთ მონგოლეთამდე და გობის უდაბნომდე; ჩრდილოეთით ტობოლსკამდე, ტომსკამდე და ირკუტსკამდე, ხოლო სამხრეთით − მცირე და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე; აფრიკაშიალჟირსა და ტუნისში. იზამთრებს ინდოეთში და მთელ აფრიკაში − საჰარის სამხრეთით. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბუდობის დროს ბინადრობს ტყეებსა და ტყე-ველებში, ბუჩქნარიან ნახევარუდაბნოებში, უდაბნოების განაპირა ზოლში, მთებისა და მთებისწინა უტყეო ან მეჩხერტყიან ნაკვეთებზე.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს არ აკეთებს. მაისის მეორე ნახევარში დებს მეტწილად 2 კვერცხს, მიწაზე, გასული წლის ხმელი ფოთლების ან წიწვების საფენზე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 16-17 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ენტომოფაგი ფრინველია. აქტიურია მხოლოდ შებინდებისას. ფრენის დროს იჭერს და ჭამს უპირატესად ღამის მწერებს − პეპლებს, ხოჭოებს.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

როგორც ენტომოფაგ ფრინველს, დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები