რუბინშტეინი ანტონ
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
ა. რუბინშტეინი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი, რუსული პიანისტური სკოლის ფუძემდებელია. რუბინშტეინმა დატოვა დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. მისი საუკეთესო ქმნილებაა ლირიკული ოპერა „დემონი“ ([[ლერმონტოვი მიხეილ|მ. ლერმონტოვი]]ს პოემის მიხედვით 1871, დაიდგა 1875, [[თბილისი|თბილისში]] 1882-83). მის ერთ-ერთ ეპიზოდში კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ქართული ქალაქური სიმღერა „ბუნდოვან გულსა“. რუბინშტეინს სულ დაწერილი აქვს 14 [[ოპერა]], 6 სიმფონია, 6 საფორტეპიანო კონცერტი. მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები, [[რომანსი|რომანსები]] („ღამე“), ვოკალური ციკლი „სპარსული სიმღერები“. | ა. რუბინშტეინი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი, რუსული პიანისტური სკოლის ფუძემდებელია. რუბინშტეინმა დატოვა დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. მისი საუკეთესო ქმნილებაა ლირიკული ოპერა „დემონი“ ([[ლერმონტოვი მიხეილ|მ. ლერმონტოვი]]ს პოემის მიხედვით 1871, დაიდგა 1875, [[თბილისი|თბილისში]] 1882-83). მის ერთ-ერთ ეპიზოდში კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ქართული ქალაქური სიმღერა „ბუნდოვან გულსა“. რუბინშტეინს სულ დაწერილი აქვს 14 [[ოპერა]], 6 სიმფონია, 6 საფორტეპიანო კონცერტი. მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები, [[რომანსი|რომანსები]] („ღამე“), ვოკალური ციკლი „სპარსული სიმღერები“. | ||
+ | მისი ძმა იყო ცნობილი პიანისტი, მოსკოვის კონსერვატორიის დამაარსებელი ნიკოლოზ რუბინშტეინი (1835-1881). | ||
+ | |||
+ | ''გ. ტორაძე'' | ||
==წყარო== | ==წყარო== |
მიმდინარე ცვლილება 19:40, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
ანტონ რუბინშტეინი – (16 ნოემბერი 1829, სოფ. ვიხვატინეცი, პოდოლსკის გუბ. – 8 ნოემბერი 1894, პეტერგოფი, პეტერბურგის მახლობლად), რუსი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 10 წლისა საჯაროდ გამოვიდა მოსკოვში, როგორც პიანისტი. 1840-43 კონცერტებს მართავდა ევროპის ქვეყნებში. ამ წლებში გამოიცა მისი პირველი ნაწარმოებებიც. 1844-48 რუბინშტეინი ცხოვრობდა უცხოეთში (ბერლინი, ვენა), მეცადინეობდა ზ. დენთან (მუს. თეორია). პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა გალობის აკადემია (1858), „რუსეთის სამუსიკო საზოგადოება“ (1859) და პეტერბურგის კონსერვატორია (1862), 1862-67 და 1887-91 იყო მისი დირექტორი. 1872-73 წარმატებით გამოდიოდა აშშ-ში მევიოლინე ჰ. ვენიავსკისთან ერთად. 1885-86 რუსეთსა და დასავლეთ ევროპის უდიდეს ქალაქებში ჩაატარა ე. წ. „ისტორიული კონცერტების“ ციკლი. 1891 იგი თბილისს ეწვია. კონცერტის შემოსავალი მან მთლიანად სამუსიკო სასწავლებლის (ამჟამად თბილისის კონსერვატორია) მშენებლობის ფონდს გადასცა. ცხოვრების უკანასკნელი წლები (1891-94) უმთავრესად დრეზდენში გაატარა. მისი მოწაფე იყო პ. ჩაიკოვსკი.
ა. რუბინშტეინი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი, რუსული პიანისტური სკოლის ფუძემდებელია. რუბინშტეინმა დატოვა დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. მისი საუკეთესო ქმნილებაა ლირიკული ოპერა „დემონი“ (მ. ლერმონტოვის პოემის მიხედვით 1871, დაიდგა 1875, თბილისში 1882-83). მის ერთ-ერთ ეპიზოდში კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ქართული ქალაქური სიმღერა „ბუნდოვან გულსა“. რუბინშტეინს სულ დაწერილი აქვს 14 ოპერა, 6 სიმფონია, 6 საფორტეპიანო კონცერტი. მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები, რომანსები („ღამე“), ვოკალური ციკლი „სპარსული სიმღერები“.
მისი ძმა იყო ცნობილი პიანისტი, მოსკოვის კონსერვატორიის დამაარსებელი ნიკოლოზ რუბინშტეინი (1835-1881).
გ. ტორაძე