საქართველოს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საქართველოს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიან...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საქართველოს ეროვნული სიმებიანი კვარტეტი“ გადაიტანა გვერდზე „[[...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 19:05, 9 მაისი 2025 მდგომარეობით

საქართველოს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი – დაარსდა თბილისში ჯერ სტუდენტთა სიმებიანი კვარტეტის (1921), შემდეგ „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ სიმებიანი კვარტეტის (1924) და ბოლოს თბილისის კონსერვატორიის სიმებიანი კვარტეტის (1928) სახელწოდებით. კვარტეტის პირველ შემადგენლობაში იყვნენ ვახტანგ ნეიმან–ბარნაბელი, მიხეილ ძიძიშვილი, შალვა თაქთაქიშვილი და გიორგი თაქთაქიშვილი. დროთა განმავლობაში მისი შემადგენლობა იცვლებოდა. შემდეგ თაობაში იყვნენ ბორის ჭიაურელი, გივი ხატიაშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, გიორგი ბარნაბიშვილი. 1944-იდან საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი ეწოდა. ანსამბლმა ამ შემადგენლობით დიდ წარმატებას მიაღწია: გახდა პრაღის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1950), ოთხივე მონაწილე სსრკ სახელმწ. პრემიით დაჯილდოვდა (1952), 1958 ანსამბლს საქართველოს დამსახურებული კოლექტივის სახელი მიენიჭა. 1966-იდან კვარტეტის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახალცო არტისტები, შოთა რუსთაველის (1992) და ზ. ფალიაშვილის (1971) სახელობის პრემიების, მუსიკოს- შემსრულებელთა ლ. ვაინერის საერთაშორისო კონკურსის (უნგრეთი) ლაურეატები (1973): კონსტანტინე ვარდელი, თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია და ოთარ ჩუბინიშვილი. ანსამბლის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე საკვარტეტო მუსიკა, აგრეთვე ქართველ კომპოზიტორთა საკვარტეტო ნაწარმოებები. კვარტეტმა გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა (გერმანია, ავსტრია, ჰოლანდია, იტალია, შვედეთი, ფინეთი, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, ჩეხოსლოვაკია, საბერძნეთი და სხვ.). 1991 კვარტეტს მიენიჭა სულხან ცინცაძის სახელი. კვარტეტს გამოშვებული აქვს არაერთი ფირფიტა და ლაზერული დისკი.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები