ბარნაბიშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი ბარნაბიშვილი-დან)
ბარნაბიშვილი გიორგი კირილეს ძე - (12. I. 1917, ოდესა, – 23. III. 1982, თბილისი), ქართველი ვიოლონჩელისტი და პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, (1968). სსრკ სახელმწიფო პრემიისა (1952) და სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსის (პრაღა, 1950) ლაურეატი.
დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ხელმძღვანელი პროფესორ კ. მინიარი, 1939). საქართველოს ფილარმონიის სოლისტი (1935-იდან). მართავდა კონცერტებს (სოლო და სიმფონიურ ორკესტრთან). კონსერვატორიის ჩელოსა და კონტრაბასის კათედრის გამგე (1965-82). 1946-67 უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში 1967 ჩამოაყალიბა ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი (1973-იდან საქართველოს სახელმწიფო კვარტეტი), რომელშიც ერთხანს თვითონაც უკრავდა (შემდგომ იყო კონსულტანტი).