ჭიჭინაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიორგი (გოგი) ჭიჭინაძე''' – (8 თბერვალი 1969, თბილისი), [[ქართველე...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი ჭიჭინაძე“ გადაიტანა გვერდზე „ჭიჭინაძე გიორგი“ გადამის...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 20:32, 19 მაისი 2025 მდგომარეობით

გიორგი (გოგი) ჭიჭინაძე – (8 თბერვალი 1969, თბილისი), ქართველი დირიჟორი.

1993 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განყოფილება (პედ. ე. რუსიშვილი). 1994-95 სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის ასპირანტურა – სტაჟირება, პედ. ვ. გერგიევი (დირიჟორობა). 1992-2002 თანამშრომლობდა საქართველოს ტელერადიოს სიმფონიურ ორკესტრთან. 1994-95 საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი-ასისტენტი, 1995-2005 ამავე ორკესტრის დირიჟორი. მისი ხელმძღვანელობით გაიმართა ავსტრია-საქართველოს ერთობლივი მუსიკალური ფესტივალი „მუსიკალური ნობათი“. 2000-იდან თბილისის კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგი (2013 სრული პროფესორი). 2003 თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის ხელმძრვანელი. 2012-14 ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი.

გ. ჭიჭინაძე მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში, შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს ქართველ და უცხოელ შემსრულებლებთან. გამართული აქვს მრავალი კონცერტი სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები