ჰეიფეცი იაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰეიფეცი იოსებ“ გადაიტანა გვერდზე „ჰეიფეცი იაშა“ გადამისამართ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოსებ ჰეიფეცი“ გადაიტანა გვერდზე „ჰეიფეცი იაშა“ გადამისამართ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 00:33, 21 მაისი 2025 მდგომარეობით

იაშა (იოსებ) ჰეიფეცი – (20 იანვარი (2 თებერვალი) 1901, ვილნიუსი, – 10 დეკემბერი 1987, ლოს-ანჯელესი), ამერიკელი მევიოლინე, პედაგოგი. იყო ვუნდერკინდი, 6 წლისამ შეასრულა მენდელსონის კონცერტი. 1910-იდან სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში ლ. აუერთან. 1917-იდან ცხოვრობდა ამერიკაში. გასტროლებს მართავდა მთელ მსოფლიოში. XX ს. ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინეა. მისი შესრულებისათვის დამახასიათებელი იყო მრავალფეროვანი ჟღერადობა, ვირტუოზული ტექნიკა, მხატვრული ინტერპრეტაციის ყველა ელემენტის ჰარმონიული გაწონასწორებულობა. 1959-იდან სამხრეთ კალიფორნიის (ლოს ანჯელესი) უნივერსიტეტის პროფესორი, ჰეიფეცი მრავალი ტრანსკრიფციის ავტორია.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები