შავთავა ასპუჭაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შავთავა ასპუჭაკა''' (''ლათ''. Sylvia atricapilla Linnaeus, 1758) − ფრინველი [[ბეღურას...)
 
(გავრცელება)
 
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
====გავრცელება====
 
====გავრცელება====
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ [[ევროპა]]ს, დასავლეთ ციმბირს, ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ს: [[დასავლეთი]]თ - [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროებამდე, აზორის, კანარის, მწვანე კონცხისა და [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] კუნძულებს; [[ჩრდილოეთი]]თ – სკანდინავიის სამხრეთ ნახევარს, მდ. ჩრდილოეთ დვინაზე 62-ე, ხოლო მდ. პეჩორაზე 63-ე პარალელამდე; [[სამხრეთი]]თ ჩრდილო-დასავლეთი აფრიკის გარდა, მთელ ევროპას და კუნძულებს: კორსიკას, სარდინიას, სიცილიას, კრეტას, [[კვიპროსი|კვიპროსს]], შემდეგ მცირე [[აზია]]ს, [[სირია]]ს, [[პალესტინა]]ს, [[კავკასია]]ს, ჩრდილო-დასავლეთ [[ირანი|ირანს]], ასტრაბადს, ქვემო ვოლგისპირეთს, სამხრეთ ურალს, [[თურქმენეთი]]ს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, მდ. ობის ზემო დინებამდე და ზაისანის ქვაბულამდე. ზამთრობს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ესპანეთი|ესპანეთში]] და ჩრდილოეთ [[აფრიკა]]ში. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.
+
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ [[ევროპა]]ს, დასავლეთ ციმბირს, ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ს: [[დასავლეთი]]თ [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროებამდე, აზორის, კანარის, მწვანე კონცხისა და [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] კუნძულებს; [[ჩრდილოეთი]]თ – სკანდინავიის სამხრეთ ნახევარს, მდ. ჩრდილოეთ დვინაზე 62-ე, ხოლო მდ. პეჩორაზე 63-ე პარალელამდე; [[სამხრეთი]]თ ჩრდილო-დასავლეთი აფრიკის გარდა, მთელ ევროპას და კუნძულებს: კორსიკას, სარდინიას, სიცილიას, კრეტას, [[კვიპროსი|კვიპროსს]], შემდეგ მცირე [[აზია]]ს, [[სირია]]ს, [[პალესტინა]]ს, [[კავკასია]]ს, ჩრდილო-დასავლეთ [[ირანი|ირანს]], ასტრაბადს, ქვემო ვოლგისპირეთს, სამხრეთ ურალს, [[თურქმენეთი]]ს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, მდ. ობის ზემო დინებამდე და ზაისანის ქვაბულამდე. ზამთრობს [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ესპანეთი|ესპანეთში]] და ჩრდილოეთ [[აფრიკა]]ში. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.
  
 
====ბიოტოპი====  
 
====ბიოტოპი====  

მიმდინარე ცვლილება 14:43, 30 მაისი 2025 მდგომარეობით

შავთავა ასპუჭაკა (ლათ. Sylvia atricapilla Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

შავთავა ასპუჭაკა ბეღურაზე ოდნავ პატარაა, ფრთა 70-90 მმ-ია, კუდი − 60-65 მმ, ნისკარტი – 12-15 მმ, წონა – 15-23 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს შუბლი და თხემი შავი აქვს; კეფა, კისერი და კუდზედა ბუმბულები რუხი. ზურგის დანარჩენი ნაწილიც რუხია, მაგრამ ახალ ბუმბულსაფარველზე მოწენგოსფრო-მოშავო გადაჰკრავს, რაც ჩქარა ქრება. მომქნევები და საჭის ბუმბულები მოწაბლისფროა, მუცლის მხარე მორუხო-თეთრი, გვერდებზე ჟანგმიწისფერი ელფერით. ყურების მფარავები რუხია, ნისკარტი რქისფერი, ხოლო ფეხები რუხი. დედალს თავი ზემოდან ყავისფერი აქვს, რითაც კარგად გამოირჩევა მამლისაგან. გარდა ამისა, როგორც ზურგის, ისე მუცლის მხარე უფრო ღია რუხი აქვს, ვიდრე მამალს.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური შავთავა ასპუჭაკა – S. a. dammholzi Stresemann, 1928.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, დასავლეთ ციმბირს, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას: დასავლეთითატლანტის ოკეანის სანაპიროებამდე, აზორის, კანარის, მწვანე კონცხისა და ბრიტანეთის კუნძულებს; ჩრდილოეთით – სკანდინავიის სამხრეთ ნახევარს, მდ. ჩრდილოეთ დვინაზე 62-ე, ხოლო მდ. პეჩორაზე 63-ე პარალელამდე; სამხრეთით ჩრდილო-დასავლეთი აფრიკის გარდა, მთელ ევროპას და კუნძულებს: კორსიკას, სარდინიას, სიცილიას, კრეტას, კვიპროსს, შემდეგ მცირე აზიას, სირიას, პალესტინას, კავკასიას, ჩრდილო-დასავლეთ ირანს, ასტრაბადს, ქვემო ვოლგისპირეთს, სამხრეთ ურალს, თურქმენეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, მდ. ობის ზემო დინებამდე და ზაისანის ქვაბულამდე. ზამთრობს საბერძნეთში, ესპანეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს ნაირგვარი ტიპის ტყეში, ფოთლოვანებშიც და წიწვიანებშიც, მაგრამ უსათუოდ ფოთლოვანი ქვეტყით; ველის ზონაში მოიპოვება ჩრდილიან ბაღებსა და პარკებში, ქარსაცავ ხელოვნურ ნარგავებში.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს ერთობლივად აგებს ორივე სქესის ფრინველი ბუჩქზე, ხეზე ან ბალახზე, ხეების ძირების ამონაყარზე, შოთხვზე, კუნელზე, ცირცელზე, მურყანზე, ნეკერჩხალზე, ანწლზე, ჟოლოზე, გვიმრაზე. მაისის შუა რიცხვებში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება. არის ცნობები წელიწადში მეორეჯერ ბუდობის შესახებაც.

[რედაქტირება] კვება

შავთავა ასპუჭაკას ძირითადი საკვებია მწერები. შემოდგომით ჭამს კენკრასაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მეტად სასარგებლო ფრინველია, რადგან მრავლად ანადგურებს მავნე მწერებს. ამასთან ერთ-ერთი შესანიშნავი მგალობელიცაა.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები