ჭკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭკა''' '''ჭკა''' (''ლათ''. Corvus monedula Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ბ...)
 
 
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
====გავრცელება====  
 
====გავრცელება====  
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ს; [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] უმეტეს ნაწილს, [[დასავლეთი]]თ [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით წყნარ ოკეანემდე. [[ჩრდილოეთი]]თ – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო [[ფინეთი|ფინეთში]] მე-60 პარალელებამდე, ჩრდილოეთი დვინისა და პეჩორის ქვემო დინებამდე, ბაიკალის ჩრდილოეთ ნაპირებამდე, კრასნოიარსკამდე; [[სამხრეთი]]თ მოიპოვება მთელ ევროპაში, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე, [[ირანი|ირანში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]], ქაშმირში, ტიბეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]] და [[იაპონია]]ში. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან გა- დამფრენია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – მობინადრე ან მომთაბარე. ამასთან ჩრდილოეთის პოპულაციები იზამთრებენ არეალის სამხრეთ ნაწილში. საქარ- თველოში მოიპოვება როგორც მობუდარი ფრინველი აღმოსავლეთ რაიონებ- ში, ხოლო როგორც მოზამთრე – დასავლეთში.
+
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ს; [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] უმეტეს ნაწილს, [[დასავლეთი]]თ [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით წყნარ ოკეანემდე. [[ჩრდილოეთი]]თ – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო [[ფინეთი|ფინეთში]] მე-60 პარალელებამდე, ჩრდილოეთი დვინისა და პეჩორის ქვემო დინებამდე, ბაიკალის ჩრდილოეთ ნაპირებამდე, კრასნოიარსკამდე; [[სამხრეთი]]თ მოიპოვება მთელ ევროპაში, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე, [[ირანი|ირანში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]], ქაშმირში, ტიბეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]] და [[იაპონია]]ში. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – მობინადრე ან მომთაბარე. ამასთან ჩრდილოეთის პოპულაციები იზამთრებენ არეალის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში მოიპოვება როგორც მობუდარი ფრინველი აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო როგორც მოზამთრე – დასავლეთში.
ბ ი ო ტ ო პ ი. ბინადრობს მეტწილად კულტურულ ლანდშაფტში, მდი- ნარეთა ხეობებში, ტყეებში, ჭალებში, ბაღებში, პარკებში, ძველ სამრეკლო- ებზე, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში.
+
 
გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. ბუდობს ხის ფუღუროებში, ზოგჯერ სოროში, გამო- ქვაბულში, კლდის ნაპრალებში, ხიდების ქვეშ, ძველ შენობათა ნანგრევებში. აპრილში დებს 4 7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20 დღემდე გრძელ- დება.
+
====ბიოტოპი====
+
ბინადრობს მეტწილად კულტურულ [[ლანდშაფტი|ლანდშაფტში]], [[მდინარე]]თა ხეობებში, ტყეებში, ჭალებში, ბაღებში, პარკებში, ძველ [[სამრეკლო]]ებზე, [[ადამიანი]]ს სამოსახლოს მიდამოებში.
კ ვ ე ბ ა. ჭკას საკვები მეტად ნაირგვარია. მათ შორის უმთავრესია უხერ- ხემლო ცხოველები – მწერები, ჭიები, მოლუსკები. ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად პოულობს და ჭამს ნაირგვარ ნარჩენებს, ნაყანევში ჩაცვე- ნილ თესლებს, ბოსტანში – დამპალ ბოსტნეულს; ზოგჯერ ჭამს პატარა ზომის ხერხემლიანებსაც.
+
 
 +
====გამრავლება====
 +
ბუდობს ხის ფუღუროებში, ზოგჯერ სოროში, გამოქვაბულში, კლდის ნაპრალებში, [[ხიდი|ხიდების]] ქვეშ, ძველ [[შენობა]]თა ნანგრევებში. აპრილში დებს 4-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20 დღემდე გრძელდება.
 +
 
 +
====კვება====
 +
ჭკას საკვები მეტად ნაირგვარია. მათ შორის უმთავრესია უხერხემლო ცხოველები – [[მწერები]], ჭიები, [[მოლუსკები]]. ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად პოულობს და ჭამს ნაირგვარ ნარჩენებს, ნაყანევში ჩაცვენილ – [[თესლი|თესლებს]], ბოსტანში – დამპალ ბოსტნეულს; ზოგჯერ ჭამს პატარა ზომის ხერხემლიანებსაც.
  
 
====მნიშვნელობა====  
 
====მნიშვნელობა====  

მიმდინარე ცვლილება 19:07, 15 ივნისი 2025 მდგომარეობით

ჭკა

ჭკა (ლათ. Corvus monedula Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჭკა საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 210-250 მმ-ია, კუდი 125-140 მმ, ნისკარტი (ნესტოებიდან) – 20-25 მმ, წონა – 200-260 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი ზემოდან შავია თავზე, კუდზე და ფრთებზე მეწამულ-ლურჯი ელვარებით. ზურგზე რუხი ელფერით; კისერი ზემოდან და გვერდებიდან მონაცრისფრო-რუხია, ხოლო ლოყები და ყურების მფარავები რუხი. ყელი და ჩიჩახვი შავია. დანარჩენი ქვემო მხარე–ნაცრისფერ-რუხი, მოშავო ელფერით. ნისკარტი და ფეხებიც შავია.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭკა – C. m. monedula Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას; ევროპისა და აზიის უმეტეს ნაწილს, დასავლეთით ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით წყნარ ოკეანემდე. ჩრდილოეთით – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო ფინეთში მე-60 პარალელებამდე, ჩრდილოეთი დვინისა და პეჩორის ქვემო დინებამდე, ბაიკალის ჩრდილოეთ ნაპირებამდე, კრასნოიარსკამდე; სამხრეთით მოიპოვება მთელ ევროპაში, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე, ირანში, ავღანეთში, ქაშმირში, ტიბეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში და იაპონიაში. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – მობინადრე ან მომთაბარე. ამასთან ჩრდილოეთის პოპულაციები იზამთრებენ არეალის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში მოიპოვება როგორც მობუდარი ფრინველი აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო როგორც მოზამთრე – დასავლეთში.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს მეტწილად კულტურულ ლანდშაფტში, მდინარეთა ხეობებში, ტყეებში, ჭალებში, ბაღებში, პარკებში, ძველ სამრეკლოებზე, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს ხის ფუღუროებში, ზოგჯერ სოროში, გამოქვაბულში, კლდის ნაპრალებში, ხიდების ქვეშ, ძველ შენობათა ნანგრევებში. აპრილში დებს 4-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ჭკას საკვები მეტად ნაირგვარია. მათ შორის უმთავრესია უხერხემლო ცხოველები – მწერები, ჭიები, მოლუსკები. ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად პოულობს და ჭამს ნაირგვარ ნარჩენებს, ნაყანევში ჩაცვენილ – თესლებს, ბოსტანში – დამპალ ბოსტნეულს; ზოგჯერ ჭამს პატარა ზომის ხერხემლიანებსაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე ბოსტნეულის შეჭმით – ზარალი.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები