შველიძე მირიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მირიან შველიძე“ გადაიტანა გვერდზე „შველიძე მირიან“ გადამისამ...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვრები]]
 
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]‏‎  
 
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]‏‎  
[[კატეგორია:ყანჩელები]]
+
[[კატეგორია:შველიძეები]]

მიმდინარე ცვლილება 14:37, 12 აგვისტო 2025 მდგომარეობით

მირიან შველიძე

მირიან შველიძე − (დ. 1 იანვარი, 1947, თბილისი − გ. 9 თებერვალი, 2022), მხატვარი-სცენოგრაფი, ფერმწერი, საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1980), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).

დაიბადა 1947 წელს თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი თეატრალური მხატვრის სპეციალობით, 1975 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დამდგმელი მხატვარია.

ოცი წლის მანძილზე მირიან შველიძემ რუსთაველის სახელობის თეატრში გააფორმა მრავალი სპექტაკლი, რომელთაგან აღსანიშნავია: პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“ (1974), მ. ჯავახიშვილის „ქალის ტვირთი“ (1975), ცურტაველის „შუშანიკის მარტვილობა“ (1978), შექსპირისრიჩარდ III“ (1979).

ამასთან ერთად მირიან შველიძეს გაფორმებული აქვს არაერთი მხატვრული ფილმი, როგორც ფერმწერსა და სცენოგრაფს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ გამოფენაში.

1981 წელს მირიან შველიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე განხორციელებული სპექტაკლის, „რიჩარდ III“-ის სცენოგრაფიისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

მირიან შველიძე გარდაიცვალა 2022 წლის 9 თებერვალს დაკრძალულია მახათას მთის პანთეონში.


[რედაქტირება] წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები