კიკნაძე ქეთევან
(ახალი გვერდი: '''ქეთევან კიკნაძე''' – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქეთევან კიკნაძე“ გადაიტანა გვერდზე „კიკნაძე ქეთევან“ გადამის...) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:KiknaZe qeTevan.png|thumb|120px|ქეთევან კიკნაძე]] | ||
'''ქეთევან კიკნაძე''' – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1985). | '''ქეთევან კიკნაძე''' – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1985). | ||
| ხაზი 10: | ხაზი 11: | ||
1985 წელს ქეთევან კიკნაძეს, მრავალსერიიან ფილმში „წიგნი ფიცისა“ ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. | 1985 წელს ქეთევან კიკნაძეს, მრავალსერიიან ფილმში „წიგნი ფიცისა“ ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. | ||
| + | |||
| + | <gallery> | ||
| + | ფაილი:KiknaZe - tariel golua.png|კადრი ფილმიდან „ტარიელ გოლუა“ | ||
| + | ფაილი:KiknaZe Sexvedra warsulTan.png|კადრი ფილმიდან „შეხვედრა წარსულთან“ | ||
| + | ფაილი:Bechuni.png|კადრი ფილმიდან „დათა თუთაშხია“, | ||
| + | ფაილი:KiknaZe neapoli.png|სცენა სპექტაკლიდან „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ | ||
| + | ფაილი:KiknaZe mayureblisTvis.png|სცენა სპექტაკლიდან „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“ | ||
| + | </gallery> | ||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 14:44, 15 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ქეთევან კიკნაძე – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
დაიბადა 1939 წლის 10 მაისს ბორჯომში, პედაგოგების ოჯახში, დაამთავრა ბორჯომის ქალთა საშუალო სკოლა, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1959) მუშაობდა ერთ ხანს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში.
1964 წელს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა ბაზაზე შეიქმნა რუსთავის თეატრი; თავის კოლეგებთან ერთად ახალდაარსებულ თეატრში ქეთევან კიკნაძეც გადავიდა და დაჰყო იქ 1971 წლამდე; მსახიობმა ამის შემდეგ ოთხ წელიწადს იმუშავა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1975 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
თეატრში ქეთევან კიკნაძეს სულ ცოტა ასამდე როლი აქვს შესრულებული, მათ შორის აღსანიშნავია: როქსანა („სირანო დე ბერჟერაკი“), ხატია (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), თამრიკო(ვ. როზოვის „ორი ფერი“), გულქანი (პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), მაკა (თ. ჭილაძის „ბუდე მეცხრე სართულზე“).
ქეთევან კიკნაძეს აგრეთვე მრავალი როლი აქვს განსახიერებული კინოეკრანზეც, მათგან შეიძლება გამოვყოთ: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“, 1967), თინა („ტარიელ გოლუა“, 1968), ბეჩუნი („დათა თუთაშხია“, 1979), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1984) და სხვ.
1985 წელს ქეთევან კიკნაძეს, მრავალსერიიან ფილმში „წიგნი ფიცისა“ ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.