ლევან ჯანდიერი (ჯანდიერიშვილი)
(ახალი გვერდი: ლევან ჯანდიერი '''ჯანდიერი (ჯანდიერიშვილი)...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯანდიერი ლევან (ჯანდიერიშვილი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ლევან ჯანდი...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 16:01, 15 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ჯანდიერი (ჯანდიერიშვილი) ლევან – (ფსევდონიმი „ჭიჩოელი“), (1848- 1921), ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ქართველ სამოციანელთა წარმომადგენელი, ი. ჭავჭავაძის წრის წევრი და უახლოესი მეგობარი, „დროშა გიორგიდ“ წოდებული სამხედრო პირის – გიორგი ჯანდიერის შვილი.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1867) მუშაობდა თელავის სამაზრო გამგეობაში შტატგარეშე მოხელედ, 1868 წლიდან – მომრიგებელ შუამავლად, 1878 წ. – სიღნაღის მაზრის უფროსის მოადგილედ, 1883 წლიდან – თიანეთის მაზრის, მერმე თბილისის მაზრის უფროსად, 1905 წლიდან – ერევნის ვიცე-გუბერნატორად, შემდეგ – სოხუმის ოლქის უფროსად, 1909 წ. — თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დირექტორად. სამსახურეობრივ მდგომარეობას იყენებდა აქტიური ეროვნულ–საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, იღვწოდა ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მეფის მოხელეთა თვითნებობის აღსაკვეთად. მთიულები ჩამოასახლა მანგლისის მიდამოებში, სკოლა გახსნა მელაანში.
ლ. ჯანდიერის პუბლიცისტური და ისტორიული ხასიათის წერილები ქვეყნდებოდა „ცისკარში“, „დროებაში, „ივერიაში“, „მოგზაურში“, „სასოფლო გაზეთში“. საყურადღებოა „ლეკების აჯანყების შესახებ“ (1902), ნარკვევი - „ჯანდიერი თუ ჯანდიერისშვილნი“ (1902). რუსულიდან თარგმნილი და გამოცემული აქვს რამდენიმე თხზულება.