ჭანისწყალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [ობუჯი, ქიაჩი, სამაჩანულ-გიორგეთი : ნარკვევები]]
+
* [[ობუჯი, ქიაჩი, სამაჩანულ-გიორგეთი : ნარკვევები]]
 
[[კატეგორია: მდინარეები]]
 
[[კატეგორია: მდინარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს მდინარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს მდინარეები]]

მიმდინარე ცვლილება 20:55, 15 მაისი 2026 მდგომარეობით

მდინარე ჭანისწყალი

ჭანისწყალი (მეგრ. წენწყარი) – მდინარე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, გაედინება წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მდინარე ხობისწყალის მარჯვენა შენაკადია. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1960 მ სიმაღლეზე და ერთვის მდინარე ხობისწყალს, შესართავიდან 59-ე კილომეტრზე. საკუთრივ ჭანისწყალი საქართველოს ერთ-ერთი დიდი მდინარეა: სიგრძე – 63 კმ, წყლის საერთო ვარდნა – 1938 მ, აუზის ფართობი – 315 კმ2, აუზის საშუალო სიმაღლე – 590 მ, საშუალო სიგანე – 7-8 კმ, ძირითადი შენაკადია მდინარე ინწრა (ინწირა) – სიგრძე 18 კმ. მდინარეს 333 შენაკადი აქვს, 568 კმ საერთო სიგრძით, ქსელის სიხშირეა 1,81 კმ/კმ2.

მდინარე მთელ სიგრძეზე ტრაპეციულ ხეობაშია, რომელსაც გასდევს ტერასები. კალაპოტი დაკლაკნილია და უმეტესწილად არ არის დატოტვილი.

მდინარე შერეული საზრდოობისაა: იკვებება წვიმის, თოვლისა და გრუნტის წყლებით.

ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადები: სქურდილა, ლაფთარა, ხუფინა.
მარცხენა შენაკდები: კინისქური (კინესქური) და ჯაღრაღალი.




[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები