ალექსი-მესხიშვილი სარდიონ დიმიტრის ძე
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სარდიონ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ალექ...) |
|||
| ხაზი 27: | ხაზი 27: | ||
# ძიძიგური, შოთა. ახალი სალიტერატურო ქართულის სათავესთან // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 4. | # ძიძიგური, შოთა. ახალი სალიტერატურო ქართულის სათავესთან // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 4. | ||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [[ალექსი-მესხიშვილი სარდიონ]] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 12:12, 3 ივნისი 2026 მდგომარეობით
ალექსი-მესხიშვილი სარდიონ დიმიტრის ძე (1826 – 1863) – მწიგნობარ-მთარგმნელი, „ცისკრის“ თანამშრომელი, დავით რექტორის (1830) ძმისწული, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მამა; ქართველთაგან პირველი განათლებული ექიმი რუსეთში, პეტერბურგის სამხედრო სადასტაქრო აკადემიის კურსდამთავრებული, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილე, ძველი თაობის მომხრე.
იგი ევროპული განათლების მოტრფიალე იყო და შვილებიც ევროპულ ყაიდაზე აღზარდა. ერთხანს ცენზორის მოვალეობას ასრულებდა. ორიგინალურ ნათარგმნ ნაწარმოებებს ჟურნალ „ცისკარში“ აქვეყნებდა.
მწერლობაში მდაბიო ენის წინააღმდეგი, ძველის დამცველი იყო (უსტარი ანტიკრიტიკული. „ცისკარი“, 1861, № 6, გვ. 254-258). მისი აზრით: „წერა არის სამგვარი: მაღალი, საშუალო და მდაბალი“. ეკამათებოდა ილია ჭავჭავაძესა და ენას უწუნებდა, ენის გამარტივებას უგმობდა. ილიამ საკადრისი პასუხი გასცა, (რომელიც თავის დროს ვერ დაიბეჭდა, ალბათ საცენზურო პირობათა გამო, რადგან თვით სარდიონ ალექსი-მესხიშვილი იყო ცენზორი).
ცნობილი იყო მესხიევის გვარითაც. დაკრძალულია შუამთაში.
- ფრანგულიდან თარგმნა:
- ჟოკო: მოთხრობა // ცისკარი. – 1852. – № 5. – გვ. 42-86;
- დე-ბოვოარ, როჟე. საфია: რომანი // ცისკარი. – 1853. – № 7-9;
- მარტონელი. მეუდაბნოენი: მოთხრობა // ცისკარი. – 1857. – № 1, 2;
- სუ, ეჟენ. მიმომავალი ურია: რომანი. შემოკლებით. I ტ. // კრებული. – 1872. – № 8-9, დამატება. – გვ. 1-333.
- მის შესახებ:
- ფურცელაძე, ანტონ. ბიბლიოგრაფია: „მიმოგზაური ურია“ // ცისკარი. – 1862. – № 11. – გვ. 282-285;
- ჭავჭავაძე, ილია. ნაწერების სრული კრებული: 9 ტომად / შედარებული პირველ წყაროებთან და შევს. ახალი ტექსტებით პავლე ინგოროყვას და ალ. აბაშელის რედაქციით. – ტ. 4: წერილები ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე. – ტფ.: [ქართული წიგნი], 1927. – გვ. 369-373;
- ჭავჭავაძე, ილია. თხზულებანი: სრული კრებული 5 ტომად. – ტ. 2: წერილები ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე. პრესა. ერი და ისტორია. წერილები სახალხო განათლების საკითხებზე / პავლე ინგოროყვას რედ. – თბ., 1941. – გვ.: 615-618, 657-658.
- გამოყენებული ლიტერატურა:
- კასრაძე, დ. ვლადიმერ სარდიონის-ძე ალექსი-მესხიშვილი. 1881–1911: ბიოგრაფია და განხილვა მისი სასცენო მოღვაწეობისა. – თბ., 1913. – 136 გვ.;
- გრიშაშვილი, ი. ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა. – ტფ.: სახელგამი, 1927. – გვ. 88-89;
- ზანდუკელი, მიხეილ. ახალი ქართული ლიტერატურა / უმაღლ. პედაგოგ. სასწავლებლისათვის. – მე-2 შესწ. გამოც. – ტ. 2. – ბათომი: სახელგამი, 1938. – გვ. 187-188;
- ფაღავა, ა. ლადო მესხიშვილი: 1857–1920: მონოგრაფია. – თბ.: ფედერაცია, 1938. – გვ. 16-18;
- ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია / გ. აბზიანიძის რედ. და წინსიტყვ.; ბიბლიოგრ. რედაქცია და საძიებლები თ. მაჭავარიანის. – ნაკვ. 1.: 1852-1877. – თბ., 1940. – გვ. 243;
- Цулукидзе, А. П. Врачи грузии XIX столетия. – Тб., 1948. – с.: 25, 27;
- ძიძიგური, შოთა. ახალი სალიტერატურო ქართულის სათავესთან // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 4.